
ფერმენტალი არის კაფსულის ფორმით წარმოებული მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ბავშვებსა და მოზრდილებში ნაწლავური მიკროფლორის მოწესრიგებისთვის.
კერძოდ, მისი გამოყენება შესაძლებელია შემდეგი ჩვენებების დროს:
- დისბაქტერიოზი და მისი სიმპტომები;
- ანტიბიოტიკოთერაპიის და სხივური თერაპიის შედეგად განვითარებულლი დისბაქტერიოზი;
- საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები: ყაბზობა, მეტეორიზმი, გულისრევა, ღებინება, ბოყინი, ტკივილი მუცლის არეში;
- მალაბსორბციის სინდრომი;
- მწვავე ნაწლავური ინფექციები: დიზენტერია, სალმონელოზი, სტაფილოკოკური ენტეროკოლიტი, როტავირუსული ინფექცია და ა.შ.;
- იმუნოდეფიციტური მდგომარეობები;
- საფაღარათე საშუალებების ხანგრძლივი გამოყენება.
რა შედის ფერმენტალის შედგენილობაში და რა შეუძლიათ მას?
ფერმენტალის თითოეული კაფსულის შედგენილობაში შედის აქტიური ნივთიერებები - Bifidobacterium bifidum, Lactobacillus acidophilus, Streptococcus thermophilus, Lactobacillus bulgaricus, Lactobacillus rhamnosus, ბაქტერიების კუჭის მჟავე გარემოს მიმართ მდგრადი 20 მილიარდი შტამი, ვიტამინი B1, ვიტამინი B2, ვიტამინი B6, ვიტამინი B12 და ალოე ვერა და დამხმარე ნივთიერებები - საკვები ჟელატინი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი და სილიციუმის დიოქსიდი, საღებავი – ტიტანის დიოქსიდი.
როგორც ვნახეთ, ფერმენტალი კომბინირებული მედიკამენტია, რომლის შედგენილობაში შედის გასტრო-რეზისტენტული რძემჟავა ბაქტერიები, B ჯგუფის ვიტამინები და ალოე ვერა.
აღსანიშნავია, რომ რძემჟავა ბაქტერიები არ იშლებიან კუჭის მჟავე გარემოში, მოკლე დროში აღწევენ ნაწლავებამდე და აღადგენენ ნაწლავური მიკროფლორის დარღვეულ ბალანსს.
გარდა ამისა, მედიკამენტში შემავალი სხვა აქტიური ნივთიერებები (Bifidobacterium bifidum, Lactobacillus acidophilus და Lactobacillus bulgaricus) არეგულირებენ და ინარჩუნებენ ნაწლავური მიკროფლორის ფიზიოლოგიურ ბალანსს და ხელს უშლიან პათოგენური მიკროორგანიზმების განვითარებას.
მედიკამენტის შემადგენელი კიდევ ერთი კომპონენტი - Lactobacillus rhamnosus - ასტიმულირებს ინტერფერონის და იმუნოგლობულინების სინთეზს, რაც ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციური დაავადებების მიმართ.
B ჯგუფის ვიტამინები კი ავსებენ ნაწლავების ფიზიოლოგიური წონასწორობის დარღვევის შედეგად განვითარებულ ვიტამინების დეფიციტს და უზრუნველყოფენ ნაწლავური ფლორის წონასწორობის აღდგენას.
თავის მხრივ, ალოე ვერა აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აძლიერებს ლორწოვანი გარსის რეგენერაციის პროცესს, ხელს უწყობს ნაწლავური მოკროფლორის განვითარებას და ხელს უშლის პათოგენური მიკროორგანიზმების და სოკოების განვითარებას.
შესაბამისად, მედიკამენტის შედგენილობაში შემავალი ნივთიერებები კომბინირებულად ახდენენ გავლენას ადამიანის ნაწლავის დარღვეული მიკროფლორის დარეგულირებაზე.
გამოიყენება თუ არა ფერმენტალი ბავშვებში და როგორია მისი მიღების წესი?
ფერმენტალის გამოყენება თავისუფლად არის შესაძლებელი ბავშვებში, მცირე ასაკიდანაც კი.
პრეპარატის კაფსულების მიღების დოზები განსხვავდება ასაკის მიხედვით, კერძოდ:
- 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება ½ (ნახევარი) კაფსულა დღეში ერთხელ.
- ორი წლის ზემოთ ბავშვებსა და მოზრდილებში ინიშნება 1 კაფსულა დღეში ერთხელ.
თუკი ბავშვს უჭირს კაფსულის ყლაპვა, შეგიძლიათ გახსნათ კაფსული და მისი შიგთავსი გაურიოთ სითხეში (ჩაი, წყალი, წვენი).
აღსანიშნავია, რომ არ არსებობს სამედიცინო მტკიცებულება მედიკამენტის გვერდითი მოვლენების შესახებ, რადგან ისინი არ გამოვლენილა. ფერმენტალის უკუჩვენებად კი განსაზღვრულია მხოლოდ და მხოლოდ მომატებული მგრძნობელობა მედიკამენტის შედგენილობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.
ფერმენტალი განეკუთვნება ფარმაცევტული პროდუქტების III ჯგუფს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გამოიყენება შეიძლება ექიმის დანიშნულების გარეშეც და აფთიაქიდან გაიცემა ურეცეპტოდ. პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25С° ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account