ტრიდატ ფორტე - პრეპარატი საჭმლის მონელების მოსაწესრიგებლად

ტრიდატ ფორტე თურქეთში წარმოებული პრეპარატია. ის ტრიმებუტინის მალეატს შეიცავს, რომლის დოზირება თითოეულ ტაბლეტში 200 მგ-ს შეადგენს. მედიკამენტის ერთ შეკვრაში 20 ტაბლეტი შედის.

ტრიდატ ფორტე პსპ-ის აფთიაქებში რეცეპტით გაიცემა, ის II ჯგუფს ფარმაცევტული პროდუქტია.

ტრიდატ ფორტეს ანოტაცია

ტრიდატ ფორტეში შემავალი ტრიმებუტინის მალეატი სინთეზური ენკეფალინია, პერიფერიული μ, δ და κ ოპოიდური რეცეპტორების არასელექტიური აგონისტი. μ, δ ოპოიდური რეცეპტორების სტიმულაცია კუჭ-ნაწლავის მოტორიკის გაძლიერებას განაპირობებს, ხოლო κ ოპოიდური რეცეპტორების სტიმულაცია პირიქით - მოტორიკის დათრგუნვას.

ტრიდატ ფორტე რომელიმე რეცეპტორის მიმართ სელექტიურობით არ ხასიათდება, რის გამოც პერისტალტიკის გაძლიერებასაც და დათრგუნვასაც განაპირობებს. პრეპარატი კუჭ-ნაწლავის მოტორიკას ფიზიოლოგიურ ნორმამდე აღადგენს. მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიღებიდან 30 წუთში მიიღწევა.

ტრიდატ ფორტეს ინსტრუქცია 

ტრიდატ ფორტე გამოყენება გასტროეზოფაგური რეფლექსის შემთხვევაში, როდესაც კუჭის შიგთავსის პერიოდული რეგურგიტაცია, ანუ უკუამოდინება ხდება საყლაპავსა და პირის ღრუში.

პრეპარატს ასევე მიმართავენ ისეთი ჩვენებების დროს, როგორიცაა ბოყინი, გადავსების და ტკივილის შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში, გულისრევა და ღებინება.  

მედიკამენტი განკუთვნილია მათთვის, ვისაც გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ფუნქციური დიარეა, ყაბზობა, მეტეორიზმი ან ნაწლავის კოლიკა აწუხებს.

ტრიდატ ფორტე დადებითი მოქმედებით ხასიათდება ასევე ოდის სფინქტერის დისფუნქციის შემთხვევაში. ეს არის კუნთოვანი სარქველი, რომელიც ნაღვლისა და პანკრეასის სადინარების შეერთების ადგილზე მდებარეობს, სადაც ისინი წვრილ ნაწლავში შედიან.

პრეპარატი გამოიყენება პოსტოპერაციული ნაწლავური გაუვალობის, ფსევდოობსტრუქციისა და დეფეკაციის დარღვევის დროს.

მიღების წესი და დოზირება 

ტრიდატ ფორტე 6 წელზე უფროსი პაციენტებისთვის არის რეკომენდებული. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით პრეპარატის დოზირება განსხვავებულია.

6-12 წლის ასაკის ბავშვებში ინიშნება ტრიდატ ფორტე ნახევარი ტაბლეტი, რაც ტრიმებუტინის მალეატის 100 მგ-ის ეკვივალენტია. პრეპარატის მიღება დღეში ორჯერ შეიძლება.

რაც შეეხება 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსა და ზრდასრულებს, მათთვის რეკომენდებულია მედიკამენტის ერთი მთლიანი ტაბლეტი (ტრიმებუტინის მალეატი 200 მგ), დღეში 2-3-ჯერ მისაღებად.

ტრიდატ ფორტეთი მკურნალობის კურსი, ჩვეულებრივ, 2-4 კვირას შეადგენს.

ტრიდატ ფორტეს უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები 

ტრიდატ ფორტე უკუნაჩვენებია პრეპარატში შემავალი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.

როგორც ნებისმიერ მედიკამენტს, ტრიდატ ფორტეს შეუძლია ზოგიერთ პაციენტში გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს, მათ შორის: გულისრევა ან ღებინება, დიარეა ან ყაბზობა და დისკომფორტი მუცელში.

პრეპარატის მოხმარებისას იშვიათად ვლინდება ალერგიული რეაქციები, მაგალითად კანზე გამონაყარი, ქავილი და შეშუპება. ეს გვერდითი მოვლენები ძირითადად მაშინ იჩენს თავს, პაციენტის ორგანიზმს ტრიმებუტინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა ახასიათებს.

ტრიდატ ფორტეში შემავალმა ტრიმებუტინმა ზოგიერთ ადამიანში შეიძლება ძილიანობა გამოიწვიოს. პრეპარატის მომხმარებლების მცირე ნაწილს ზოგჯერ თავის მსუბუქი ტკივილი აღენიშნება.