ტრიგელის სუსპენზია — წყლულის საწინააღმდეგო საშუალება

გასტრიტი, დისპეფსია, ანუ საჭმლის მონელების დარღვევა, ეზოფაგიტი ( საყლაპავი მილის ლორწოვანი გარსის ანთება), თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ძლიერი და ქრონიკული ტკივილი ეს იმ ჩვენებების ჩამონათვალია, რა დროსაც სამკურნალო საშუალება ტრიგელი სუსპენზია 10მლ ინიშნება.

 

3-გელი, 3-Gel, ტრიგელი მედიკამენტის ანოტაციაში დასახელებების სხვადასხვა ვარიანტია ჩაწერილი. ეს მედიკამენტი ანტაციდური და წყლულის საწინააღმდეგო საშუალებების ფარმაკოლოგიურ ჯგუფს მიეკუთვნება. 

 

შედგენილობა, დოზირება და მიღების წესი

 

ტრიგელი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის რეკომენდებული. მისი წარმოებისას ხელმძღვანელობენ სამხრეთ კორეის საწარმო პრაქტიკით. ერთი პაკეტი ტრიგელი (10მლ) შეიცავს ოსექტაზინს 20მგ, ალუმინის ჰიდროქსიდის მშრალ გელსა და მაგნიუმის ჰიდროქსიდს. 

 

დააკვირდით სიმპტომებს, რა გაწუხებთ, მიმართეთ ექიმს და პრეპარატი მიიღეთ ექიმის რეკომენდაციით. მნიშვნელოვანია, დაიცვათ ექიმის დანიშნულება ამ მედიკამენტის დოზირებისა და ხანგრძლივობის შესახებ. ანოტაციის მიხედვით, რეკომენდებულია მოზრდილებისთვის, ნახევარი, ან ერთი პაკეტი, მაქსიმუმ 4-ჯერ დღეში. ბავშვებისთვის ტრიგელის მიღება არ არის რეკომენდებული.

 

ყოველთვის დაიცავით დოზირებისა და გამოყენების წესები. პრეპარატი უნდა გადაყლაპოთ სწრაფად, რათა თავიდან აიცილოთ პირის ღრუს დამბლა. პრეპარატის მიღებიდან გარკვეული დროის განმავლობაში არ უნდა მიიღოთ არანაირი სითხე, რათა ტრიგელმა შესაბამისად იმოქმედოს. 

როგორ ურთიერთქმედებს პრეპარატი სხვა წამლებთან

 

არ მიიღოთ ტრიგელი, თუკი გაქვთ მომატებული მგრძნობელობა, ან ალერგიული რეაქციები პრეპარატის შედგენილობაში შემავალი კომპონენტების მიმართ. თუკი პარალელურად სხვა პრეპარატებს იღებთ, აუცილებლად აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, რადგანაც ამ დროს სიფრთხილით ინიშნება ტრიგელი. 

 

მაგალითად საყურადღებოა, ტრიგელის მიღება ალუმინის შემცველ ანტაციდებთან ერთად. ისეთ მედიკამენტებთანაც ფრთხილად იყავით, რომლებიც ზრდის, ან ამცირებს რეაბსორბაციას თირკმელში და ზოგადად, ერიდეთ პრეპარატების, რომლებიც თირკმელში რეაბსორბაციას ცვლის. 

 

რა უნდა იცოდეთ ტრიგელის გვერდითი მოვლენების შესახებ? 

 

ტრიგელის მიღებამ, შესაძლოა, გამოავლინოს გვერდითი რეაქციები სხვადასხვა მიმართულებით, ამიტომ იყავით ყურადღებით. მაგალითად იშვიათად, თუმცა შესაძლოა ეს აღინიშნებოდეს თავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა, თავბრუსხვევა, პირის სიმშრალე, ან გემოვნებების შეცვლა, გამონაყარი კანზე, თირკმლის უკმარისობა, თუკი დიდი დოზებით მიიღებთ პრეპარატს. 

 

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ დამახასიათებელია მეტეორიზმი, დიარეა, ყაბზობა. ასევე შესაძლოა, განვითარდეს ფოსფატის ნაკლებობა. თითოეულ სიმპტომთან იყავით ყურადღებით და მიმართეთ ექიმს სათანადო ზომების მისაღებად.

 

თუკი ბავშვს ძუძუთი კვებავთ, არ შეიძლება ტრიგელის მიღება, რადგანაც არ არის დადგენილი, გამოიყოფა თუ არა პრეპარატი დედის რძეში. როგორც ანოტაციაში წერია, ტრიგელის მიღება არ შეიძლება ორსულობის პირველ ტრიმესტრში, თუმცა ყველა შემთხვევაში ორსულობის დროს ამ წამლის მიღება/არ მიღების შესაძლებლობა უნდა დაზუსტდეს თქვენს მკურნალ ექიმთან. 

 

თუ გაქვთ მაგნიუმის დეფიციტი, ჰიპერმაგნიემია, მსხვილი ნაწლავის სტენოზი, მწვავე აპენდიციტი, არ უნდა მიიღოთ ტრიგელი. სიფრთხილის დამატებით ზომებს გაეცანით ანოტაციაში და დააზუსტეთ თქვენს მკურნალ ექიმთან თქვენთვის საინტერესო მდგომარეობები. 

 

აუცილებლად შეინახეთ ტრიგელი ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას. არ შეინახოთ ის სხვა კონტეინერში, არამედ მხოლოდ ჰერმეტულად დახურულში, მზისგან დაცულ სათავსოში და ოთახის ტემპერატურაზე.