
სუენო აკილია (Sueno Aquilea) არის მედიკამენტი, რომელიც ძილის ხარისხის გაუმჯობესებასა და უძილობის პრობლემების შემსუბუქებაში გვეხმარება. მის შედგენილობაში შედის მელატონინი და მცენარეული ექსტრაქტები, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზმის მოდუნებას და მშვიდ ძილს.
მედიკამენტის ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ ის შემდეგი ჩვენებების დროს გამოიყენება:
- დაღლილობის შეგრძნება როგორც გაღვიძებისას, ისე — მთელი დღის განმავლობაში;
- ჩაძინების გაძნელება, უძილობა, ღამით ხშირი გაღვიძება;
- ბიოლოგიური რითმების ნორმალიზაცია;
- მომატებული ნერვული აგზნებადობა, შფოთვა;
- ქავილით მიმდინარე დერმატოზები (კანის დაავადებები);
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
- კლიმაქტერიული სინდრომი, ანუ კლიმაქსი (ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ქალებში რეპროდუქციული ფუნქციის შემცირებასთან და სასქესო ჰორმონების დონის კლებასთან არის დაკავშირებული);
- პრემენსტრუალური სინდრომი (მრავალფეროვანი სიმპტომების ერთობლიობა, რომელიც მენსტრუაციის წინა დღეებში ვლინდება).
სუენო აკილია ხელმისაწვდომია ტაბლეტების სახით — მედიკამენტის შეფუთვაში მათი რაოდენობა 30-ს შეადგენს.
როგორია სუენო აკილიას გამოყენების წესები და დოზირება?
მედიკამენტის გამოყენების წესებისა და დოზირების თვალსაზრისით საქმე ძალიან მარტივად არის — სუენოს ინსტრუქციის თანახმად, პაციენტმა, ჩაძინებამდე 1 საათით ადრე, 1-2 ტაბლეტი უნდა მიიღოს.
გაითვალისწინეთ: მართალია, პრეპარატი აფთიაქიდან რეცეპტის გარეშე გაიცემა, თუმცა რეკომენდებულია მის მიღებამდე ექიმთან კონსულტაციის გავლა.
რაც შეეხება უკუჩვენებებსა და გვერდით მოვლენებს, სუენოს ანოტაციაში მათ შესახებ ინფორმაცია არ არის მოცემული.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account