სტრონგუსი - ლიპიდური ცვლის მარეგულირებელი, ანტივირუსული პრეპარატი

სტრონგუსი (Strongus) არის გერმანიაში წარმოებული ლიპიდური ცვლის მარეგულირებელი და ანტივირუსული მედიკამენტი, რომელსაც გააჩნია დამამშვიდებელი ეფექტი ნევროზების დროს, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის კონცენტრაციას, ხელს უშლის ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქნას, გაციების დროს კი აძლიერებს იმუნურ სისტემას და ზრდის მის მდგრადობას ინფექციების მიმართ.                                                                                                                                                       

სტრონგუსის თითოეული რბილი, ჟელატინის მსგავსი კაფსული შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს - ნივრის ზეთის ექსტრაქტს (270 მგ) და სტანდარტიზებულ ნივრის ეთერზეთს (2.1მგ) და დამხმარე ნივთიერებებს - ჟელატინს, შელაქს, გლიცერინს, გამოხდილ წყალს.

რაში გამოიხატება სტრონგუსის ფარმაკოლოგიური მოქმედება? 

სტრონგუსის ფარმაკოლოგიური მოქმედებიდან აღსანიშნავია, რომ იგი არის  ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, ანტიმიკოზური მედიკამენტი. ის ასევე ზრდის მის მდგრადობას ინფექციების მიმართ.

გარდა ამისა, მედიკამენტს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი ნევროზების დროს. ამცირებს სისხლში ქოლესტერინის კონცენტრაციას და ხელს უშლის ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქნას. ამასთან, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და უზრუნველყოფს საკვები ნივთიერებების, ვიტამინების, ჟანგბადის მიწოდებას თავის ტვინში, სხეულსა და ორგანოებში. 

აღსანიშნავია ისიც, რომ მედიკამენტი აუმჯობესებს გულის ფუნქციას და მეხსიერებას, ხსნის დაღლილობას, უძილობას, თავბრუსხვევას, არეგულირებს შაქრის შემცველობას სისხლში.

სტრონგუსი აქტიურად გამოიყენება დეპრესიის, ნაწლავური ინფექციების, უმადობისა და სხვადასხვა წარმოშობის კანის და რევმატიული დაავადებების დროს.                                                                          

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება მოჰყვეს სტრონგუსის მიღებას და როგორია უკუჩვენებები? 

სტრონგუსის 1-2 კაფსულა მიიღება დღეში ერთხელ წყლის დაყოლებით, საღამოს საათებში, ძილის წინ.



სტრონგუსის მიღებისას შესაძლებელია გამოვლინდეს ერთადერთი გვერდითი მოვლენა - მომატებული მგრძნობელობა მედიკამენტის შემადგენელი რომელიმე ნივთიერების მიმართ.

მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებული სამედიცინო კვლევების საფუძველზე აღსანიშნავია, რომ სტრონგუსს არ აქვს უკუჩვენება.

აღნიშნულია ურთიერთმოქმედების ერთადერთი კომპონენტი - სტრონგუსის მიღებამ შეიძლება გააძლიეროს ანტიაგრეგანტების მოქმედება (აცეტილსალიცილის მჟავა).

სტრონგუსის შენახვის წესი და ვარგისიანობის ვადა 

სტრონგუსის კაფსულები ინახება მშრალ, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. მედიკამენტის ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე. სტრონგუსის კაფსულების გამოყენება არ არის რეკომენდებული მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

სტრონგუსის კაფსულები განეკუთვნება ფარმაცევტული საშუალბების III ჯგუფს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გაცემა აფთიაქიდან შესაძლებელია ურეცეპტოდ.