სტრეპსილსი - პრეპარატი პირის ღრუსა და ყელის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ

სტრეპსილსი (Strepsils) ტაბლეტები გამოიყენება პირის ღრუსა და ყელის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს, რათა შეამსუბუქოს ტკივილი ყლაპვისას და შეამციროს გაღიზიანება ყელში. 

 

სტრეპსილსის საწუწნი ტაბლეტები ხელმისაწვდომია სხვადასხვა გემოთი და შემადგენლობით, რათა დააკმაყოფილოს მომხმარებელთა განსხვავებული საჭიროებები. პსპ-ს აფთიაქებში შეგიძლიათ შეიძინოთ: 

 

 

როგორია ამ პრეპარატის მიღების წესები და დოზირება?

 

მოზრდილებსა და 5+ ასაკის ბავშვებში ყოველ 2-3 საათში სტრეპსილსის 1 ტაბლეტი მიიღება. 

 

გაფრთხილება: დღე-ღამის განმავლობაში 8 ტაბლეტზე მეტის მიღება არ არის დაშვებული.

 

რაც შეეხება სპრეის, მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია პირ-ხახის უკანა კედელზე ყოველ 3-6 საათში 1 დოზის (დოზატორზე 3-ჯერ დაჭერა) გაფრქვევა/შესხურება.

 

გაითვალისწინეთ, რომ სპრეის პირველად გამოყენებამდე, თანაბარი გაფრქვევის უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროა დოზატორზე მინიმუმ 4-ჯერ დაჭერა თქვენგან საწინააღმდეგო მხარის მიმართულებით. ყოველ შემდგომ გამოყენებამდე კი ეს პროცედურა მინიმუმ ერთხელ უნდა ჩაატაროთ.

 

გაფრთხილება: 24 საათის განმავლობაში 5 დოზაზე მეტის შესხურება არ არის რეკომენდებული. ამასთან, თერაპიის კურსის ხანგრძლივობამ 3 დღეს არ უნდა გადააჭარბოს. 

 

რა უკუჩვენებები აქვს სტრეპსილსს?

 

სტრეპსილსის ტაბლეტების გამოყენება არ შეიძლება 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და ასევე პაციენტებისთვის, რომლებსაც პრეპარატის ინგრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა გააჩნიათ.

 

სპრეის და სტრეპსილსი ინტენსივის შემთხვევაში კი უკუჩვენებები ასეთია:

 

  • მომატებული მგრძნობელობა მედიკამენტის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;

  • ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციის არსებობა ანამნეზში აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის გამოყენების საპასუხოდ;

  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებები;

  • წყლულით გამოწვეული სისხლდენები აქტიურ ფაზაში ან ანამნეზში;

  • წყლულოვანი კოლიტი (ნაწლავების ანთებითი დაავადება); სისხლდენა ან პერფორაცია (რომელიმე ორგანოს კედლის გამჭოლი დაზიანება) კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულიდან; ჰემორაგიული (მდგომარეობები, რომლებიც იწვევს სისხლდენის მომატებულ რისკს) და ჰემოპოეტური (დაავადებები, რომლებიც ზემოქმედებს სისხლსა და მის წარმომქმნელ ორგანოებზე) დარღვევები ანამნეზში, რომელთა პროვოცირებაც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის გამოყენებამ გამოიწვია;

  • ლაქტაციის პერიოდი;

  • ორსულობა (III ტრიმესტრი);

  • 12 წლამდე ბავშვები;

  • თირკმლის მძიმე ხარისხის უკმარისობა;

  • ღვიძლის მძიმე უკმარისობა ან ამ ორგანოს დაავადება აქტიურ ფაზა;

  • გულის დეკომპენსირებული უკმარისობა;

  • დადასტურებული ჰიპერკალიემია (მდგომარეობა, როდესაც სისხლში კალიუმის დონე ნორმაზე მაღალია);

  • გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას (ფერმენტი, რომელიც სისხლის წითელ უჯრედებს დაზიანებისგან იცავს) დეფიციტი;

  • აორტოკორონარული შუნტირების (ქირურგიული პროცედურა, რომელიც გამოიყენება გულის იშემიური დაავადების დროს) შემდგომი პერიოდი;

  • ჰემოფილია (სისხლის შედედების მემკვიდრეობითი დარღვევა) და სისხლის შედედების სხვა დარღვევები, ჰემორაგიული დიათეზი (სისხლდენისკენ მიდრეკილება).

 

გაითვალისწინეთ: არის გარკვეული სამედიცინო მდგომარეობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც მედიკამენტი სიფრთხილით გამოიყენება და სამკურნალო საშუალებები, რომლებთან კომბინაციაში სტრეპსილსის სპრეის მოხმარება რეკომენდებული არ არის. 

ნებისმიერ შემთხვევაში, მედიკამენტი უნდა მიიღოთ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე და არა — თვითნებურად. ამასთან, სტრეპსილსის სპრეის გამოყენებამდე, ექიმს გააცანით თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატების სია, ასევე მოუყევით მას იმ სამედიცინო მდგომარეობების შესახებ, რომლებიც გაქვთ ან წარსულში გქონიათ. 

რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს ამ პრეპარატს?

სტრეპსილსის ტაბლეტებისთვის დამახასიათებელი ზოგად გვერდით მოვლენას ალერგიული რეაქციები წარმოადგენს, თუმცა სპრეის გამოყენებამ შეიძლება სხვა სახის გვერდითი ეფექტებიც გამოიწვიოს:

 

გაითვალისწინეთ: ეს გვერდითი ეფექტების სრული სია არ არის და ნებისმიერი აქ ჩამოთვლილი ან სხვა სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში ექიმს უნდა დაუკავშირდეთ.