როგორ შევარჩიოთ BB კრემი სწორად

ბოლო პერიოდში BB კრემი გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კოსმეტიკური პროდუქტი, ვინაიდან კანის მოვლისა და მაკიაჟის ფუნქციებს აერთიანებს. მისი მრავალმხრივი ფორმულა იდეალურია მათთვის, ვინც ეძებს მარტივ, მაგრამ ეფექტიან გადაწყვეტილებას კანის მოვლისა და, ამავდროულად, ბუნებრივი იერის მქონე მაკიაჟის მისაღებად. 

რა არის BB კრემი? 

ის აერთიანებს კანის მოვლისა და ტონალური კრემის ფუნქციებს — უზრუნველყოფს მსუბუქ დაფარვას, ატენიანებს კანს, იცავს მას მზის სხივებისგან და ზოგჯერ შეიცავს დამატებით ინგრედიენტებს, როგორებიცაა ანტიოქსიდანტები და აკნეს საწინააღმდეგო კომპონენტები. 

თავის მხრივ, მაქსიმალური ეფექტისთვის BB კრემის სწორად შერჩევა არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან ეს პროდუქტი უნდა შეესაბამებოდეს როგორც კანის ტიპს, ისე საჭიროებებს. ამ ბლოგში კი განვიხილავთ, როგორ შეარჩიოთ ეს პროდუქტი სწორად, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რომელია ამ ეტაპზე საუკეთესო BB კრემი.

BB კრემის შერჩევის ეტაპები: 

კრემის შერჩევისას პირველი ნაბიჯი კანის ტიპისა და საჭიროებების განსაზღვრაა. ბბ კრემი მშრალი კანისთვის უნდა შეიცავდეს ჰიალურონის მჟავას ან გლიცერინს. ცხიმიანი ან აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის სასურველია მსუბუქი, მატირების ეფექტის მქონე კრემი, რომელიც არ ახშობს ფორებს და არეგულირებს ცხიმის გამოყოფას. ხოლო მგრძნობიარე კანისთვის რეკომენდებულია BB კრემები, რომლებიც თავისუფალია პარფიუმისა და ალკოჰოლისგან, რათა თავიდან აიცილოთ გაღიზიანება.

ამავდროულად, BB კრემის ფერი უნდა შეესაბამებოდეს კანის ტონს. იმისათვის, რომ ამ მხრივაც სწორი არჩევანი გააკეთოთ, შეგიძლიათ, ტესტირებისას ყბის ხაზზე წაისვათ და შეამოწმოთ, რამდენად ბუნებრივად  ერწყმის კანს.

ასევე, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ბბ კრემები ხშირად შეიცავს მზისგან დამცავ ფილტრებს (SPF), რაც დამატებითი უპირატესობაა. ამიტომაც, თუ ყოველდღიური გამოყენებისთვის გჭირდებათ ეს პროდუქტი, აირჩიეთ BB კრემი, რომელსაც აქვს მინიმუმ SPF 30. ასე კანი უფრო დაცული იქნება ნაადრევი დაბერებისა და პიგმენტაციისგან.

რომელია საუკეთესო BB კრემი? 

მართალია, BB კრემი თავდაპირველად გერმანიაში შეიქმნა, თუმცა მისი პოპულარობა სამხრეთ კორეაშიც სწრაფად გაიზარდა. დღეისათვის კი სწორედ ამ ქვეყნის მიერ წარმოებული პროდუქცია სარგებლობს განსაკუთრებული პოპულარობით — როგორც მაღალი ხარისხისა და ინოვაციური ფორმულების, ისე მრავალფეროვანი ტონის გამო. მაგალითად, მთელ მსოფლიოში ცნობილია მისშას და მიზონის ბბ კრემები.

  1. Missha-ს BB EX — მისშას ბბ კრემი მოიცავს ტონალური კრემისა და კორექტორის ფუნქციებს, გამოირჩევა მაღალი მდგრადობით. პროდუქტი უზრუნველყოფს საშუალო დაფარვას, ნიღბავს აკნეს, პიგმენტაციას, როზაცეას, ვიტილიგოს და სახე მოჰყავს ერთ ფერში. აქტიური ინგრედიენტების წყალობით კრემი არა მხოლოდ მალავს ნაკლოვანებებს და ქმნის სრულყოფილ ტონს, არამედ აქტიურად ზრუნავს კანზე, უზრუნველყოფს ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელ ეფექტს. პროდუქტი ატენიანებს და ათანაბრებს კანის ტექსტურას.
  2. Mizon-ის ლოკოკინის BB კრემი — მიზონის ბბ კრემი მრავალფუნქციური პროდუქტია რომელიც აერთიანებს კანის მოვლისა და ტონალური კრემის თვისებებს. მისი ფორმულა გამდიდრებულია ლოკოკინის მუცინის ექსტრაქტით, რომელიც ცნობილია თავისი აღმდგენი და დამატენიანებელი თვისებებით. ეს ინგრედიენტი ხელს უწყობს კანის რეგენერაციას, ამცირებს წვრილ ნაოჭებს და აუმჯობესებს კანის ტექსტურას.

          კრემი ფარავს პიგმენტურ ლაქებსა და სხვა დეფექტებს, ანიჭებს კანს ბუნებრივ ბზინვარებას. მისი მსუბუქი ტექსტურა მარტივად ნაწილდება კანზე და არ ტოვებს მძიმე შეგრძნებას. გარდა                ამისა, პროდუქტი შეიცავს მზისგან დამცავ ფილტრს SPF 30, რაც კანს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან იცავს.

          მისი რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს კანის ტონის გათანაბრებას, ტექსტურის გაუმჯობესებასა და ჯანსაღი იერის შენარჩუნებას.

       3. Village11-ის BB კრემი N3 SPF50+ — ეს ბბ კრემი შექმნილია ექსკლუზიური V11 კომპლექსითა და Centella Asiatica-ს ექსტრაქტით, რომელიც ხელს უწყობს კანის დამშვიდებას,                                   უზრუნველყოფს ბუნებრივ დაფარვას და კანის მოვლას. მასში არსებული ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს; ასევე V11 კომპლექსი აძლიერებს ტენიანობას, ხოლო ნიაცინამიდი და                           ადენოზინი ანათებს კანის ფერს და ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას, კანის მკვრივი და ახალგაზრდული იერისთვის. აქვს ძლიერი დაცვა SPF 50+ / PA ++++  UV ზემოქმედებისგან.