
სიტყვა ბაქტერია ხშირად უსიამოვნო ასოციაციებს იწვევს, თუმცა ზოგჯერ ეს სრულებით უსაფუძვლოა — ჩვენს ნაწლავებში არსებობენ სასარგებლო ბაქტერიები, იგივე პრობიოტიკები. ისინი ნაწლავის ჯანსაღ მიკროფლორას ქმნიან და არათუ გვაზიანებენ, არამედ საკვების მონელებაში გვეხმარებიან. მეტიც, თუკი რაიმე მიზეზით ორგანიზმში ამ ბაქტერიების ბალანსი დაირღვა, შეიძლება არაერთმა უსიამოვნო სიმპტომმა შეგვაწუხოს, იქნება ეს: შეკრულობა, შებერილობა თუ დიარეა.
პრობლემა ისაა, რომ კვება, ანტიბიოტიკების მიღება და სტრესი ხშირად ამ მიკროორგანიზმების ბალანსზე მოქმედებს, ჩვენი მეგობარი ბაქტერიების რაოდენობა კი მცირდება. იმისათვის, რომ ჯანმრთელი ნაწლავები შევინარჩუნოთ, ხშირად სხვადასხვა სახის დანამატის მიღებაა რეკომენდებული. სწორედ ასეთი საშუალებაა ულტრაბიოტიკი ATB.
რა არის და რაში გამოიყენება ულტრაბიოტიკი
ულტრაბიოტიკი ATB პრეპარატია, რომელიც პრობიოტიკებს შეიცავს და ჩვენს ნაწლავებს “დაკარგულ მეგობრებს” უბრუნებს. სანამ მოხმარებისთვის ულტრაბიოტიკის ინსტრუქციას გავეცნობოდეთ, ჯერ თავად ამ პრეპარატის შედგენილობა და მოქმედება მიმოვიხილოთ.
რისგან შედგება ულტრაბიოტიკი
ამ პრეპარატში სასარგებლო ბაქტერიების 5 შტამი შედის. უფრო ზუსტად, იგი ლაქტობაცილების გვარის 5 სხვადასხვა ბაქტერიისგან შედგება. ესენია: Lactobacillus rhamnosus, Lactobacillus casei, Lactobacillus helveticus, Lactobacillus plantarum და Bifidobacterium lactis. თითოეულ კაფსულში სულ 20 მილიარდი ლაქტობაცილაა.
ულტრაბიოტიკის კაფსულები ცელულოზისგან არის მიღებული, ანუ მცენარეული წარმოშობისაა. ანტიაგლომერანტებიდან მასში ცხიმოვან მჟავათა მაგნიუმის მარილები გვხვდება. ანტიოქსიდანტის სახით მედიკამენტი ასკორბინის მჟავას შეიცავს, იგივე C ვიტამინს. ტაბლეტებში სოია და რძეც გვხვდება.
ზემოთ ჩამოთვლილი შტამები გასტრორეზისტენტულია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი კუჭის მჟავიანობასა და ნაღვლის მარილებს უძლებენ, ნაწლავში კი მალევე ცოცხლად აღწევენ. ნაწლავებს თითოეული მათგანი მარტივად ემაგრება, შემდეგ კი მრავლდება.
რაში გამოიყენება ულტრაბიოტიკი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ სასარგებლო ბაქტერიების დანაკლისმა, შესაძლოა, საჭმლის მომნელებელ სისტემაში არაერთი პრობლემა გამოიწვიოს, მათ შორის შეკრულობა, შებერილობა და დიარეა. გაითვალისწინეთ, რომ ეს სიმპტომები არაერთ დაავადებას შეიძლება უკავშირდებოდეს, ნაცვლად სასარგებლო ბაქტერიების ნაკლებობისა. უმჯობესია, პრეპარატის მიღებამდე ჯერ თქვენი სიმპტომების გამომწვევი მიზეზები დააზუსტოთ.
ულტრაბიოტიკი და შეკრულობა
ულტრაბიოტიკი შეკრულობის დროს კარგი გამოსავალია, თუკი ამ პრობლემას პრობიოტიკების ნაკლებობა იწვევს.
ცნობილია, რომ სასარგებლო ბაქტერიები მოკლე ჯაჭვიან ცხიმოვან მჟავებს წარმოქმნის, ესენი კი ნაწლავებში საკვების გადაადგილებას უწყობს ხელს. ამის გამო ულტრაბიოტიკის მიღებით შეკრულობაც მოგვარდება.
ულტრაბიოტიკი და დიარეა
ულტრაბიოტიკი დიარეასა და შებერილობასაც უშველის, თუკი ამ პრობლემებს პრობიოტიკების ნაკლებობა იწვევს.
ცნობილია, რომ სასარგებლო ბაქტერიების ნაკლებობისას ნაწლავებში ხშირად საზიანო მიკროორგანიზმები გადამეტებულად მრავლდებიან. ეს ინფექციასა თუ ანთებას იწვევს, შედეგად კი დიარეა ანდა შებერილობა ჩნდება. ულტრაბიოტიკის მიღება მიკროფლორას აღადგენს და ამ პრობლემებსაც გადაჭრის.
ულტრაბიოტიკის მიღების წესი
ულტრაბიოტიკი დიდებისთვის და ბავშვებისთვის, შესაძლოა, სხვადასხვა დოზით იყოს რეკომენდებული, რადგან სხეულის ზომა და მასა განსხვავებულია. უმჯობესია, ეს დეტალი თქვენს მკურნალ ექიმთან დააზუსტოთ, რადგან ულტრაბიოტიკი საბავშვო ფორმით არ იწარმოება.
ზოგადი ინსტრუქციის მიხედვით, პრეპარატის თითო კაფსული დღეში ერთხელ უნდა გადაყლაპოთ 1 ჭიქა წყალთან ერთად. სასურველია, ეს ჭამის დროს გააკეთოთ. ულტრაბიოტიკი ფხვნილის სახითაც შეგიძლიათ მიიღოთ — გახსენით კაფსული და ფხვნილი საკვებს ან სასმელს შეურიეთ.
გვერდითი მოვლენები და დოზის გადაჭარბება
ულტრაბიოტიკის მიღება უმეტესობისთვის უსაფრთხოა, თუმცა გვერდითი მოვლენების გამოვლენის შანსი მაინც არის. კერძოდ, შესაძლოა, შეკრულობა, შებერილობა და დიარეა განვითარდეს (ან გამძაფრდეს), სანამ ორგანიზმი ხელოვნურად შეყვანილ ბაქტერიებს შეეგუება.
ინფექციების გაჩენის რისკია მაშინ, თუკი პრეპარატს დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანი იღებს. შესაძლოა, ალერგიული რეაქციებიც წარმოიშვას, თუკი წამლის რომელიმე კომპონენტზე ალერგია გაქვთ.
მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტის რეკომენდებულ დღიურ დოზას არ გადააჭარბოთ; დიდი ალბათობით, ეს სერიოზულ ზიანს არ მოიტანს, თუმცა შესაძლებელია, რომ მომნელებელი სისტემის პრობლემები გამძაფრდეს.
გამოშვების ფორმა, შენახვის პირობები და ფასი
ქართულ ბაზარზე არაერთი სახის ულტრაბიოტიკია ხელმისაწვდომი. ისინი როგორც შედგენილობით, ასევე მოქმედებითა და ფასებითაც განსხვავდება ერთმანეთისგან.
ულტრაბიოტიკი ATB-ის თითო კოლოფში 10 კაფსულია. თითოეულის მასა 373 მილიგრამია. პრეპარატს ფრანგული ფირმა Vitavea აწარმოებს. ცნობისთვის, PSP-ს ქსელში მსგავსი შედგენილობისა და მოქმედების სხვა პრეპარატებიც არის ხელმისაწვდომი. მათ შორისაა: ულტრაბიოტიკი ექუილიბრე (ულტრაბიოტიკი Equilibre) და ულტრაბიოტიკი ინსტანტ (ულტრაბიოტიკი Instant).
ულტრაბიოტიკები მშრალ და გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ინახება.
რა ღირს ულტრაბიოტიკი
თითოეული ამ პრეპარატის ფასი დამოკიდებულია როგორც კაფსულების რაოდენობასა და შედგენილობაზე, ასევე სააფთიაქო ქსელებსა და სააქციო პერიოდებზეც.
ულტრაბიოტიკი ATB, 10-კაფსულიანი შეფუთვა, პსპ-ს ქსელში 20.45 ლარი ღირს. ანალოგიური მოქმედების წამლების ფასი PSP-ს ვებსაიტზე შეგიძლიათ გადაამოწმოთ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account