ტრაუმელი — მალამო, წვეთები, საინიექციო ხსნარი და აბები მსუბუქი დაზიანებებისგან განსაკურნებლად

ვარჯიში, სპორტი და სხვა ფიზიკური აქტივობები, ჯანმრთელი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუმცა შესაძლებელია, რომ მსუბუქმა ტრავმებმა აქტიური ყოველდღიურობა შეაფერხოს. მსგავსში შემთხვევებისთვის იწარმოება ტრაუმელის პრეპარატები. 

ტრაუმელი გერმანული ფარმაცევტული კომპანიის ჰელის (Heel) ერთ-ერთი პრეპარატია, ამ სახელით კომპანია აწარმოებს სხვადასხვა სახის პროდუქტს კერძოდ ტრაუმელის: წვეთები, ტაბლეტები (აბები), საინიექციო ხსნარი და მალამო. აქ შევეცდებით მოკლე გზამკვლევი ჩამოვაყალიბოთ მათ შესახებ. 

ზოგადად ტრაუმელის პროდუქტების მიზანია, ხელი შეუწყოს ადამიანის ორგანიზმს მსუბუქი დაზიანებებისგან განკურნების პროცესს. აღსანიშნავია, რომ პრეპარატის ნებისმიერი ფორმის გამოყენებამდე სასურველია, კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან. 

ტრაუმელის მალამოს გამოყენება 

ტრაუმელის მალამო პირადი ინიციატივით ან ექიმის დანიშნულების შედეგად ხშირად გამოიყენება სხეულის დაზიანებების სამკურნალოდ. იგულისხმება ისეთი დაზიანებები, როგორიც არის სხვადასხვა დაჟეჟილობის ან დაჭიმულობის პრობლემები და მათ მიერ გამოწვეული მუბუქი კუნთების ან სახსრების ტკივილები.

გარდა ტკივილის გაყუჩებისა, ტრაუმელის მალამო ასევე ამცირებს დაზიანების არეზე არსებულ ანთებით პროცესს. ანთებითი პროცესი ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა დაზიანებულ არეზე. შეშუპება და სიმხურვალე გამოწვეულია მომატებული სისხლის ნაკადის მიერ გაგზავნილი უჯრედებით, რომ აღმოიფხვრას პრობლემა, თუმცა ზოგჯერ ჩვენი იმუნური სისტემა შეიძლება ზედმეტად მონდომებული იყოს ამ პრობლემის გადაჭრაში. 

ტრაუმელის მალამოში არსებული აქტიური ინგრედიენტები არეგულირებს და ხელს უწყობს ამ ბუნებრივ ანთებით პროცესს. იმ შემთხვევაში თუ მოშუშების პერიოდი გახანგძლივდა, აუცილებლად მიმართეთ თქვენს ექიმს.   

გაფრთხილება მალამოს გამოყენებამდე

ტრაუმელის მალამოს ანოტაციაში შეგვიძლია ვნახოთ ჩამონათვალი თუ რა დროს გვმართებს სიფრთხილე მისი გამოყენებისას. გამომდინარე რიგი მდგომარეობებიდან ტრაუმელის მალამომ შეიძლება თავისებური გავლენა იქონიოს ჩვენზე. მალამოს მიღებამდე საჭიროა გააფრთხილოთ ექიმი:

  • თუ ხართ ორსულად ან მეძუძური დედა;
  • თუ იღებთ რამე სახის მედიკამენტს;
  • თუ ხართ ალერგიული, განსაკუთრებით ტრაუმელის მალამოში არსებული ინგრედიენტების მიმართ;
  • თუ თქვენი დაზიანების არე დამწვრობის ან ღია ჭრილობის სახის არის, როდესაც კანი გაუხეშებული და გაღიზიანებულია. 

ტრაუმელის მალამო მხოლოდ გარე გამოყენებისთვისაა განკუთვნილი და არ შეიძლება თვალის, ცხვირის ან პირის არეში მისი მოხვედრა. თუ მალამო ასეთ არეებში შემთხვევით მაინც აღმოჩნდება, მაშინ უბრალოდ გრილი წყლით გამოირეცხეთ. 

მალამოს მოქმედება სხვა წამლებთან და გვერდითი ეფექტები  

რადგან ტრაუმელის მალამო ზედაპირული გამოყენების პროდუქტია მისი სისხლში შეწოვის დონე საკამოდ მცირეა, ამიტომ დაბალი რისკია, რომ მოქმედებაში შევიდეს სხვა პრეპარატებთან.  

ტრაუმელის გამოყენების გვერდითი ეფექტები შეიძლება იყოს კანზე გამონაყარი და ალერგიის შემთხვევაში ალერგიული რეაქცია. 

როგორ გამოვიყენოთ მალამო

ტრაუმელის მალამო როგორც სხვა მსგავსი მალამოები გამოსაყენებლად ადვილია, შეგიძლიათ შესაბამისი ოდენობა დაზიანების ფართობზე ნაზად წაისვათ. დოზირების შესახებ თუ კითხვები გაგიჩნდათ მიმართეთ ექიმს და დანიშვნის შესაბამისად გამოიყენეთ. ტრაუმელის მალამოთი მკურანლობისას ხანგძლივი თერაპიის დროს შესაძლებელია მალამოს გარშემო სახვევების გამოყენება. 

ტრაუმელის წვეთები 

ტრაუმელის წვეთები, როგორც სხვა ტრაუმელის ბრენდის პრეპარატები, მსგავსი მიზნებისთვის არის წარმოებული. ის ძირითადად გამოიყენება, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება სახსრების, ზურგის ან კუნთების ტკივლის დროს. 

გაითვალისწინეთ, რომ ტრაუმელის წვეთები მიზანშეწონილი არაა ბავშვებისთვის, რადგან შეიცავს ალკოჰოლს.

დოზირება, როგორც ტრაუმელის ოფიციალურ ვებგვერდზე არის აღნიშნული, ზრდასრულებისთვის შემდეგნაირია: 10 წვეთი 3-ჯერ, დღის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ექიმის დანიშნულება სხვა დოზირებას მოითხოვს. 

რბილი ქსოვილის შეშუპებისთვის ტრაუმელის წვეთების დოზირება შეადგენს: 30 წვეთი 3-ჯერ, დღის განმავლობაში. წვეთების მიღება შეიძლება როგორც ჭიქა წყალში გარევით, ასევე უშუალოდ ორალური გზით. გასათვალისწინებელია, რომ გამოყენებისას არ გადააჭარბოთ 120 წვეთს 24 საათის პერიოდში. 

საინექციო ხსნარი

ტრაუმელის ამპულა 2 მლ-იან შეფუთვაშია ხელმისაწვდომი, მისი შენახვა კი ოთახის ტემპერატურაზეა შესაძლებელი. 

ის გამოიყენება ანთებითი და სხვადსხვა პროსტრავმატული სიმპტომების: შეშუპებების, მოტეხილობების, ჭირილობების, ნაღრძობების ან პოსტოპერაციული ტკივილების შესამსუბუქებლად. 

ინექცია ასევე შეიძლება დაინიშნოს მსუბუქი ტკივილების სამკურნალოდ, როგორიცაა ზურგის ან კუნთების ტკივილი და სხვადასხვა სახის ართრიტთან დაკავშირებული ტკივილები.  

როგორ მუშაობს საინექციო ხნარი?

ცნობილია, რომ ტრაუმელის მოქმედების მექანიზმი სამი ნაწილისგან შედგება: 

  • ნუტროფილისიდან გამოყოფილი რეაქციული მოლეკულების პროცესის დარეგულირება. ნუტროფილისი სისხლის თეთრი უჯრედის ერთ-ერთი ტიპია, რომელიც ადამიანის იმუნური სისტემის ერთგვარი პირველადი დახმარებაა. რეაქციული მოლეკულები რასაც ის გზავნის დაზიანების არისკენ აუცილებელია, მაგრამ გადაჭარბებული რაოდენობის შემთხვევებში შეიძლება აღარ იყოს სასარგებლო. ტრაუმელის საინიექციო ხნარი იმუნური სისტემიდან მოსალოდნელ გადამეტებულ რეაქციას აბალანსებს.
  • ანთებითი მედიატორების გამოყოფის შეფერხება. ანთებითი მედიატორების გაშვება არის ორგანიზმის ბუნებრივი რეაქცია დაზიანებაზე, რომ იპოვოს და გაანადგუროს არასასურველი მოლეკულები, რაც იწვევს ანთებით პროცესს. ტრაუმელის პრეპარატი ანთებითი მედიატორების შეფერხებით აკონტროლებს ანთებას და მასთან დაკავშირებულ ტკივილებსა და შეშუპებას.
  • ნეუროპეპტიდების გამოყოფის შეფერხება. ნეუროპეპტიდები არიან მომცრო პროტეინის მსგავსი მოლეკულები, მათი საშუალებით ნერვული უჯრედები ამყარებენ კომუნიკაციას ერთმანეთთან. ზოგი ნეუროპეპტიდი ანთების დროს საგანგაშო ზარს სცემს და ტკივილს იწვევს. შესაბამისად, მათი შეფერხებით ტრაუმელი ამცირებს ანთებით პროცესთან დაკავშირებულ ტკივილის შეგრძნებას.

რა უნდა ვიცოდეთ ინექციამდე? 

ინექციის მიღების შედეგად, ალერგიული რეაქციების გარდა, სხვა საფრთხის შემცველი გვერდითი ეფექტები არ შეინიშნება. რადგან სათანადო კვლევბი არ არის საინექციო ხნარის მიღების კუთხით ორსულობის ან მძუძურობის პერიოდში, რეკომენდებულია, რომ ასეთ შემთხვევებში გამოყენებამდე გააფრთხილოთ ექიმი. 

ტრაუმელის ინექციის დოზირება ინდივიდულურია და დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე და ორგანიზმის რეაქციაზე მკურალობის მიმართ. 

ინექციის დანიშვნა უმჯობესია ტრავმიდან ან სიმპტომების გაჩენიდან მოკლე ვადაში. მისი მიღება შესაძლებელია მანამ, სანამ სიმპტომები არ გაქრება. ინექციით მკურნალობის ეფექტის გასაძლიერებლად, მასთან ერთად შესაძლებელია ტრაუმელის მალამოს მოხმარებაც. 

 

ტრაუმელის ტაბლეტები 

ტრაუმელის ტაბლეტები ტრაუმელის წვეთების ან ინიექციის მსგავსად მოქმედებს მთელს ორგანიზმზე. ორმაგი ეფექტურობისთვის მისი გამოყენება შესაძლებელია ტრაუმელის მალამოსთან ერთად. 

მისი დოზირება ზრდასრულებისთვის და 4 წელზე უფროსი ბავშვებისთვის არის 1-3 აბი დღის განმავლობაში (ან სხვა შესაბამისი დოზირება ექიმის დანიშნულების მიხედვით). 

რომ შევაჯამოთ, ტრაუმელის პრეპარატები შესაძლებელია თქვენი ფიზიკურად აქტიური ცხოვრების სასარგებლო თანამგზავრები გახდნენ, თუმცა საჭიროა გავითვალისწინოთ მისი ზემოთ ხსენებული გამოყენების ეტიკეტი და გამაფრთხილებელი ნიშნები.