როგორ გვეხმარება კრეონი საჭმლის მომნელებელი სისტემის გაუმჯობესებაში?

ფერმენტული პრეპარატი ის ფარმაკოლოგიური საშუალებებია, რომლებიც საჭმლის მონელების გაუმჯობესებას უწყობს ხელს. საჭმლის მონელების პროცესის დარღვევა კი ამ სისტემის ნებისმიერ დაავადებას შეიძლება ახლდეს.

როგორც წესი, ფერმენტული პრეპარაების ძირითად კომპონენტებს წარმოადგენს: ლიპაზა (ცხიმის დამშლელი ფერმენტი), პროტეაზა (ცილის დამშლელი ფერმენტი) და ამილაზა (სახამებლის დამშლელი ფერმენტი), რომლებიც პანკრეატინში ანუ ღორის კუჭქვეშა ჯირკვლისგან დამზადებულ ფხვნილში კონცენტრირდება. ზოგიერთი ფერმენტული პრეპარატი მცენარეული, სოკოვანი და მიკრობული წარმოშობის ფერმენტებსაც შეიცავს და მათი ძირითადი კომპონენტებია: პაპაინი, სოკოვანი დიასტაზა.

როდის ნიშნავენ ფერმენტულ პრეპარატებს

რაც შეეხება, ფერმენტული პრეპარატების ჩვენებას, იგი საკმაოდ მრავალფეროვანია და გამოიყენება:  ქრონიკული გასტრიტის, ქრონიკული პანკრეატიტის, მუკოვისციდოზის, ქრონიკული ჰეპატიტის, ქრონიკული ქოლეცისტიტის, კრონის დაავადების, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტისა და სხვა დაავადებების დროს.

მიუხედავად ჩამოთვლილი პათოლოგიების მრავალფეროვნებისა, ფერმენტული პრეპარატების გამოყენების უმთავრესი ჩვენება მაინც პანკრეასის გარესეკრეტორული ფუნქციის დარღვევაა, რაც ქრონიკული პანკრეატიტის ან პანკრეასზე ჩატარებული ოპერაციული ჩარევის შედეგია. 

ერთ-ერთი ფერმენტული პრეპარატია - კრეონი, რომელიც შეგიძლიათ, პსპ-ს სააფთიაქო ქსელში შეიძინოთ. მოდით, დეტალურად განვიხილოთ აღნიშნული პრეპარატის ჩვენებები, მიღების წესი თუ დოზირება, გვერდითი მოვლენები და ყველა ის ინფორმაცია, რაც პაციენტმა მკურნალობის დაწყებამდე უნდა იცოდეს.

რას შეიცავს კრეონი და რა შემთხვევაში გამოიყენება?

კრეონის ერთი კაფსული შეიცავს: 300 მგ პანკრეატინის ფხვნილს, რომელიც მიიღება ძუძუმწოვარი ცხოველების, მათ შორის ყველაზე ხშირად - ღორის კუჭქვეშა ჯირკვლიდან. პანკრეატინის ფხვნილი შეიცავს ლიპაზას, ტრიფსინს, ალფაამილაზას, ქიმოტრიფსინს და კიდევ სხვა ნივთიერებებს, რომლებსაც არ ახასიათებთ ფერმენტული აქტივობა. 

კრეონი გამოიყენება საჭმლისმომნელებელი ფერმენტების ჩანაცვლებითი თერაპიისათვის, შემდეგი მგომარეობების დროს:

  • მუკოვისციდოზი;
  • ქრონიკული პანკრეატიტი;
  • პანკრეატექტომია;
  • კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნე;
  • სადინარების ობსტრუქცია ახალწარმონაქმნების შედეგად (მაგ: კუჭქვეშა ჯირკვლის ან ზოგადად ნაღვლის სადინარების ობსტრუქცია);
  • შვახმან-დაიმონდის სინდრომი;
  • ხანდაზმულობის ასაკი.

სიმპტომატიური თერაპიისათვის, დარღვეული საჭმლის მომნელებელი პროცესების შემდეგ შემთხვევებში:

  • ქოლეცესტექტომიის შემდგომი მდგომარეობა;
  • კუჭის ნაწილობრივი რეაქცია;
  • ტოტალური გასტროექტომია;
  • დოუდენო და გასტროსტაზი;
  • ბილიარული ობსტრუქცია;
  • ქოლესტატიური ჰეპატიტის;
  • ღვიძლის ციროზი, წვრილი ნაწლავის თერმინალური პათოლოგია;
  • წვრილ ნაწლავებში მომატებული ბაქტერიული ზრდა.

გართულებების თავიდან ასაცილებლად, პრეპარატი უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

გვერდითი ეფექტები და უკუჩვენებები - რა უნდა იცოდეთ კრეონის მიღებამდე?

კრეონის ერთ-ერთ უკუჩვენებას წარმოადგენს მომატებული მგრძნობელობა ღორის პანკრეატინის ან სხვა ნებისმიერი შემავსებლის მიმართ.

ასევე არ მიიღოთ პრეპარატი ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში, რადგან არ არსებობს საკმარისი მონაცემები აღნიშნულ მდგომარეობებში მისი გამოყენების შესახებ. ფეხმძიმე და მეძუძურ ქალებს შეიძლება კრეონი დაუნიშნოს მკურნალმა ექიმმა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარგებელი აჭარბებს სავარაუდო რისკს.

არ შეიძლება პრეპარატის მიღება მწვავე პანკრეატიტის ადრეულ სტადიებში.

კრეონის გამოყენებისას  პაციენტს შესაძლოა გამოუვლინდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:

  • კუჭ-ნაწლავის მხრივი: მუცლის ტკივილი, შეკრულობა, დიარეა, გულისრევა და ღებინება.
  • კანის და კანქვეშა უჯრედისის მხრივი: კანის ალერგიული რეაქცია ან ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია.

მუკოვისციდოზით დაავადებულ პაციენტებში, პრეპარატის მაღალი დოზებით მიღებისას, აღწერილია თეძოს, ბრმა და მსხვილი ნაწლავის სტრიქტურების (ფიბრინოზული კოლონოპათია) და კოლიტის ერთეული შემთხვევები.

მიღების წესი და დოზირება

კრეონის დოზა, დაავადების სიმძიმისა და დიეტის შემადგენლობის მიხედვით, ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს. 

ბავშვებსა და მოზრდილებში (მათ შორის ხანდაზმულ პაციენტებში) მკურნალობა შემდეგი სქემით უნდა დაიწყოს: 1 ან 2 კაფსული ჭამის დროს; ეფექტურმა სადღეღამისო დოზამ შესაძლოა 4-დან 15 კაფსული შეადგინოს. დოზის მომატება ექიმის მეთვალყურეობით უნდა მოხდეს, დაავადების სიმპტომებიდან გამომდინარე.

კაფსული მიიღება საკმარისი რაოდენობის სითხის მიყოლებით, ძირითადი საკვების ან მსუბუქი საუზმის დროს. რეკომენდებულია ნახევარი ან 1/3 ერთჯერადი დოზის მიღება ჭამის წინ, დანარჩენი ნაწილის მიღება კი – ჭამის შემდეგ უნდა მოხდეს. 

კაფსულები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, დაღეჭვის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს (განსაკუთრებით ბავშვებსა და ხანდაზმულებს) კაფსულის მთლიანად ყლაპვა უძნელდებათ, კაფსული ფრთხილად უნდა გაიხსნას და თხიერ საკვებში შეურიოთ. 

მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.