ვიტამინი B კომპლექსი - საკვები დანამატი B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობის სამკურნალოდ

ვიტამინი ბ-კომპლექსი (Vitamin B Complex) არის კომბინირებული მედიკამენტი და საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს და ნიკოტინამიდს.  B ჯგუფის ვიტამინები და ნიკოტინამიდი მონაწილეობას იღებენ ორგანიზმის ფუნქციონირებისას ცილების, ნახშირწყლებისა და ცხიმების ცვლაში. 

ვიტამინი B კომპლექსი გამოიყენება იმ დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც დაკავშირებულია B ჯგუფის ვიტამინებისა და ნიკოტინამიდის უკმარისობასთან. 

В ჯგუფის ვიტამინები აუცილებელია თმის სიჯანსაღისა და ზრდის სტიმულირებისთვის. ისინი ააქტიურებენ თმის ფოლიკულებში ნივთიერებათა ცვლის პროცესს, უზრუნველყოფენ თმის ძირებისთვის მკვებავი ნივთიერებებისა და ჟანგბადის მიწოდებას, ხელს უწყობენ უჯრედების ინტენსიურ დაყოფას და შემაერთებელი ქსოვილის ელემენტების წარმოქმნას.

ვიტამინი B კომპლექსი არის მრგვალი, ორმხრივად ამოზნექილი გარსით დაფარული ჟოლოსფერ-მოწითალო ფერის ტაბლეტები, რომელთაც აქვთ სპეციფიკური სუნი.  

ვიტამინი B კომპლექსის შედგენილობა 

 

ვიტამინი B კომპლექსის 1 ტაბლეტის შედგენილობაში შედის აქტიური ნივთიერებები - ვიტამინი B1 (თიამინი) - 10 მგ, ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) - 10მგ, ვიტამინი B3 (ნიაცინამიდი) - 25 მგ, ვიტამინი B5 (პანტოთენის მჟავა) - 5.5მგ, ვიტამინი B6 (პიროქსიდინი HCI) - 2მგ, ვიტამინი B7 (ბიოტინი) - 30მკგ, ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა) - 400მკგ, ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) - 12მკგ, ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) - 150მგ, ნიკოტინამიდი - 50მგ და დამხმარე ნივთიერებები - ხორბლის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 101), ჰიდროქსიპროპილცელულოზა, სტეარინის მჟავა, ტალკი, კრემნიუმის კოლოიდური და უწყლო დიოქსიდი.

 

სოლგარი - B კომპლექსი სტრეს ფორმულა C ვიტამინთან ერთად

 

გარდა კლასიკური B კომპლექსის ვიტამინისა, არსებობს Solgar-ის მიერ წარმოებული B კომპლექსი სტრეს ფორმულა C ვიტამინთან ერთად, რომელიც გამოიყენება ნერვული უჯრედების ზრდისა და რეგენერაციის გაძლიერებისთვის და  სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებლად.

რა უნდა გაითვალისწინოთ B კომპლექსის მიღებამდე?

 

B კომპლექსს იღებენ დღეში ერთხელ, 1 ტაბლეტის ოდენობით, საკვებთან ერთად, სითხის დაყოლებით. რეკომენდებულია B კომპლექსის მიღების კურსი გაგრძელდეს 2-3 თვე.

თუმცა ვიტამინ B კომპლექსის მიღებამდე მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ არ მიიღოთ იგი:

  • თუ გაქვთ ალერგია ან მომატებული მგრძნობელობა მედიკამენტის შემადგენელი ნივთიერებების მიმართ;
  • თუ გაქვთ მომატებული სისხლის წნევა (არტერიული ჰიპერტენზია) II-III სტადია;
  • თუ გაქვთ ავთვისებიანი ან ღვიძლის დაავადებები - წყლული, გასტრიტი, პოდაგრა;
  • B კომპლექსი არ გამოიყენება ასევე 6 წლამდე ასაკის ბავშვებში;
  • ორსულობისას მედიკამენტის მიღება შიძლება მხოლოდ ექიმის მიერ რეკომენდირებული დოზებით. თუმცა B კომპლექსის მიღება არ არის რეკომენდირებული ლაქტაციისას. 

 

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ახლდეს ვიტამინ B კომპლექსის მიღებას?

 

სხვა მედიკამენტების მსგავსად, B კომპლექსმაც შესაძოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.

მედიკამენტის მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს:

  • გამონაყარი;
  • ქავილი;
  • შეშუპება;
  • სახის კანის გაწითლება;
  • წამოხურება.

ამ საკვები დანამატის დასაშვებზე მაღალი დოზით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს აღგზნებადობა, შიში, ტრემორი (კანკალი), უძილობა, თავის ტკივილი, სპაზმი.

მედიკამენტი ინახება მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე. ის მიეკუთვნება ფარმაცევტული პროდუქტები III ჯგუფს, შესაბამისად აფთიაქიდან მისი გაცემა შესაძლებელია რეცეპტის გარეშე.