
როგორ უნდა შეარჩიო სწორი რუტინა მინიმალური ბიუჯეტით?
როცა საქმე თავის მოვლის რუტინას ეხება, ყველაზე ხშირი კითხვაა - "რა ასაკიდანაა უკეთესი თავზე ზრუნვის დაწყება?" პასუხი კი მარტივია - არასდროსაა ძალიან ადრე, ვიზრუნოთ საკუთარ თავზე.
გარემო ფაქტორები, ცხოვრების სტილი, კვებიც რაციონი - ჩვენს კანზე ეს ყველაფერი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. თუმცა, თანამედროვეობაში იმდენად დიდ ინფორმაციულ ნაკადებში გვიწევს ცხოვრება, მათ შორის, თავის მოვლის მიმართულებითაც კი, რომ რთულია, გავიგოთ - როდის და როგორ უნდა დავიწყოთ თავის მოვლა.
შევეცდებით, ყველაზე მარტივი და ბიუჯეტური გზა გასწავლოთ იმისათვის, რომ ეს შემოდგომა კანის მოვლის რუტინის შემუშავებითა და ყოველდღიურობაში დანერგვით დაიწყოთ.
განურჩევლად იმისა, რა ასაკში გადაწყვეტთ კანზე ზრუნვას (რაც ადრე - მით უკეთესი!), რამდენიმე პროდუქტი თქვენი განუყოფელი მეგობარი გახდება. ასეთებია დამატენიანებელი და გამწმენდი საშუალებები, კონკრეტული მჟავები და სტომატოლოგიური პროდუქტები. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
Bioderma - ბიოდერმა: Atoderm ინტენსიური დამატენიანებელი ბალზამი
თავის მოვლის ფრანგული ბრენდი მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს მომხმარებელს. საშუალებათა ფართო ასორტიმენტიდან Atoderm-ის ინტენსიური დამატენიანებელი ბალზამი ერთ-ერთი გამორჩეული და მომხმარებელთა ფავორიტია.
ბალზამი მშრალი ან ძალიან მშრალი ტიპის კანისთვისაა განკუთვნილი და მის საფუძვლიან დატენიანებას უწყობს ხელს. მისი მოქმედება ამშვიდებს კანს, ქრება უსიამოვნო შეგრძნება. Atoderm-ის ინტენსიური დამატენიანებელი ბალზამი ამაგრებს კანის ბარიერს და, რაც მთავარია, განკუთვნილია მთელი ოჯახისთვის. მისი გამოყენება შეიძლება მოზრდილებში, ბავშვებსა და ჩვილებშიც კი.
ბალზამი შეიძლება გამოიყენოთ როგორც სახის კანის, ისე ტანის დამატენიანებელ საშუალებად. ის მარტივად შეიწოვება, გამოირჩევა ნაზი სურნელით, არ ტოვებს წებოვნებისა და ცხიმიანობის შეგრძნებას. დაიტანება სუფთა კანზე.
SVR - ესვიარი CICAVIT სახის კრემი
ოჯახის ყველა წევრისთვის, ასევე, საყვარელი პროდუქტი გახდება ესვიარის CICAVIT დამატენიანებელი კრემი. მისი გამოყენება შეიძლება როგორც ჩვილებში, ისე ბავშვებსა და მოზრდილებში.
CICAVIT კრემი აღადგენს კანს და ამშვიდებს დაზიანებულ, გაღიზიანებულ ზედაპირს. მისი გამოყენება მრავალპროფილურია. თუკი გაწუხებთ სიმშრალე, სიწითლე, ჩხვლეტა, აბრაზიები, ტატუ, დერმატოლოგიური პროცედურების შემდგომი მკურნალობის (პილინგი, ლაზერი) ეფექტები, მზის დამწვრობა, თმის მოცილებისა და პარსვის შემდგომი გაღიზიანება, CICAVIT სწორედ ისაა, რაც გჭირდებათ.
კრემს აქვს ქავილის საწინააღმდეგო ძლიერი მოქმედება, რითაც ნაწიბურების შეხორცებასაც უწყობს ხელს. ტექსტურა კი კომფორტულ შეგრძნებას იწვევს კანზე დატანისთანავე.
კრემი დაიტანეთ დაზიანებულ ადგილებში, დღეში ორჯერ სრულ განკურნებამდე. განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის სუფთა, მშრალ კანზე.
Bioderma - ბიოდერმა: Sensibio სიწითლის საწინააღმდეგო კრემი AR
მგრძნობიარე კანის მოვლა საკმაოდ პრობლემატური შეიძლება იყოს. ბიოდერმას სიწითლის საწინააღმდეგო კრემი კი ნამდვილად გახდება თქვენი კანის მეგობარი.
მისი უნიკალური ფორმულის წყალობით Sensibio სიწითლის საწინააღმდეგო კრემი AR ებრძვის კანზე არსებულ პატარა კაპილარებს - ეს კი სიწითლის საწინააღმდეგო როზაქტივის მოქმედების დამსახურებაა.
მსუბუქი ტექსტურის კრემი D.A.F კომპლექსის საშუალებით აუმჯობესებს კანის ზოგად მდგომარეობასაც. ის დამატენიანებელ და დამარბილებელ ინგრედიენტებს შეიცავს, მგრძნობიარე კანზე დამამშვიდებელი ეფექტი აქვს და სინათლის ამრეკლავი ნაწილაკების დახმარებით კანის ფერსაც აუმჯობესებს.
სიწითლის საწინააღმდეგო კრემი გასუფთავებულ კანზე მსუბუქად დაიტანება და თითის ბალიშების წრიული მოქმედებით მარტივად შეიწოვება.
Bioderma - ბიოდერმა: სახის კრემი მსუბუქი Sensibio Light Creme
ბიოდერმას Sensibio-ს ხაზიდან კიდევ ერთი პროდუქტი, რომელიც კანის მოვლის რუტინაში შეიძლება შეუცვლელიც კი გახდეს, სახის მსუბუქი კრემია.
Sensibio Light Creme დამამშვიდებელი და დამატენიანებელი ეფექტის მქონე კრემია ნორმალური, კომბინირებული და მგრძნობიარე კანისათვის. რეკომენდებულია მოზარდებისა და მოზრდილი მომხმარებლებისთვის.
კრემი უნიკალური, Toléridine პატენტის საშუალებით, ამცირებს ანთებით პროცესებსა და კანის რეაქტიულობას. ხოლო მასში შემავალი გლიცერინის მჟავა სიმხურვალისა და დაჭიმულობის შეგრძნებას ხსნის კანიდან. ნაზი, მსუბუქი სტრუქტურის წყალობით, კრემი სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს ცხიმიანობის შეგრძნებას. გამოიყენება მაკიაჟის ბაზადაც. რაც მთავარია, არ არის ალერგიული და არ არის კომედოგენური, ანუ არ კრავს კანის ზედაპირზე არსებულ ფორებს.
შეგიძლიათ გამოიყენოთ სუფთა კანზე დილას ან/და საღამოს რუტინაში. თითის ბალიშების ნაზი, წრიული მოქმედებით შეიზილეთ სახის კანზე სრულ შეწოვამდე.
მიზონი - Mizon: კრემი Hyalugen
მშრალი, ნაოჭებისა და წვრილი ხაზებისკენ მიდრეკილი კანი გაქვთ? - მაშინ მიზონის ჰიალუგენის ინტენსიური კრემია ის საშუალება, რითაც უნდა დაიწყოთ სახის კანზე ზრუნვა.
კრემი შეიცავს ჰიალუგენის უნიკალურ ფორმულას. ეს 2-1-ში ინგრედიენტია, რომელიც სახის კანისთვის ორ უმნიშვნელოვანეს ნივთიერებას - ჰიალურონის მჟავასა და კოლაგენს აერთიანებს. სწორედ ეს ორი ინგრედიენტი უზრუნველყოფს ჩვენი კანის ახალგაზრდულ, ელასტიურ იერს.
გელის სტრუქტურის კრემი ამკვრივებს მოშვებულ კანს, ატენიანებს მას და ანიჭებს ელასტიურობას. მასში შემავალი ნივთიერება — სკვალანი ატენიანებს კანს, ხოლო ტოკოფეროლი - ტენიანობის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
საჭიროა სუფთა, მშრალ სახეზე დატანა და სრულად გადანაწილება შეწოვამდე.
SVR - ესვიარი: Sebia დამატენიანებელი კრემი
მგრძნობიარე კანის კიდევ ერთი მოვლის საშუალება, რომელიც მომხმარებლებში სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობს, ესვიარი დამატენიანებელი კრემია.
ესვიარის Sebia დამატენიანებელი კრემი სენსიტიური, ცხიმიანობისკენ მიდრეკილი კანის დამატენიანებელი საშუალებაა. ის ღრმად ატენიანებს ზედაპირს და ხსნის დისკომფორტის, დაჭიმულობის შეგრძნებას. გამოიყენება აკნეს მედიკამენტოზური მკურნალობისას სიმშრალის საწინააღმდეგოდ და თავადაც ამცირებს გამონაყარს. კანს ხდის ნაზს და თანაბარს, აძლევს ხავერდოვან ეფექტს.
კრემი კარგი საშუალებაა ლაქების წინააღმდეგაც. ის, სხვადასხვა აქტიური ინგრედიენტის საშუალებით, კანს ღრმად ატენიანებს. მაგალითად, კრემი შეიცავს 8%-იან ომეგა კერამიდებს, რაც ამცირებს სიწითლეს, სიმშრალესა და ამით გამოწვეულ აქერცვლას; 5%-იანი ნიაცინამიდის დახმარებით ებრძვის ლაქებს, აფერხებს ბაქტერიების სახის ზედაპირზე გამრავლებასა და ამცირებს ანთებით გამოწვეულ გამონაყარს. ის, ასევე, შეიცავს ჰიდროფილურ შაქრებს, რომლებიც 72-საათიან დატენიანებას უზრუნველყოფს.
მისი მსუბუქი, კრემოვანი მუსის სტრუქტურა მარტივად შეიწოვება, არ ტოვებს ცხიმის კვალს და ინარჩუნებს კანის ბუნებრივ pH-ს. კრემი ჰიპოალერგიული და არაკომედოგენურია, რაც ნიშნავს, რომ არ კრავს ფორებს და კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს. გამოიყენება მაკიაჟის ბაზადაც. დაიტანება დილასა და საღამოს, გაწმენდილ კანზე.
SVR - ესვიარი: ნაკრები SEBIA hydra დასაბანი და დამატენიანებელი კრემი
თუკი სახის კანზე ზრუნვა გადაწყვიტეთ და პროდუქტების კომბინაციური შერჩევა გიჭირთ, პსპ ესვიარის Sebia დამატენიანებელ კრემთან ერთად იდეალურ გამოსავალს გთავაზობთ - ესვიარი ნაკრები, რომელიც აღნიშნულ დამატენიანებელი კრემთან ერთად დასაბან საშუალებასაც შეიცავს.
ნაკრების უპირატესობა, პირველ რიგში, ისაა, რომ პროდუქტები ერთმანეთს ავსებს, ერთიანი მოქმედება აქვს და შედეგსაც უფრო სწრაფად გაძლევთ. Sebia-ს დამატენიანებელ კრემთან ერთად, გამონაყარის საწინააღმდეგო დასაბანი საშუალების გამოყენებით, გაწმენდთ და დაატენიანებთ კანს.
კრემის მსგავსად, დასაბანი საშუალებაც გამოიყენება აკნეს მკურნალობის დროს გამომშრალი, მგრძნობიარე კანისთვის. SEBIACLEAR გამწმენდი კრემი არ შეიცავს საპონსა და პარფიუმს, ნაზად ასუფთავებს კანს. ის თუთიისა და ნიაცინამიდის წყალობით ამშვიდებს კანს, ხსნის დაჭიმულობისა და გაღიზიანების შეგრძნებას.
გლიცერინით გამდიდრებული ფორმულა იცავს კანს და ხელს უწყობს მკურნალობის პროცესს. გამოყენება რეკომენდებულია მოზარდობის ასაკიდან. დასაბანი კრემი დაიტანეთ სახეზე, ნაზად შეიზილეთ და ჩამოიბანეთ წყლით.
Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე: დამატენიანებელი კრემი ალოე და მწვანე ჩაი
კიდევ ერთი საშუალება, რომელიც თავის მოვლის რუტინაში შეგიძლიათ თამამად ჩასვათ, ლე პეტიტ ოლივიეს დამატენიანებელი კრემია. ალოესა და მწვანე ჩაის ექსტრატზე დამზადებული ეს დამატენიანებელი აბალანსებს კანის სტრუქტურას, აღადგენს ტენიანობას და კანს ახალგაზრდულ ეფექტს ანიჭებს.
უნიკალური ფორმულის წყალობით, ნორმალური და კომბინირებული კანისთვის განკუთვნილი დამატენიანებელი კრემი უზრუნველყოფს განახლებულობის შეგრძნებას და ავსებს კანს საჭირო მინერალებითა და ვიტამინებით. ის მდიდარია ანტიოქსიდანტებითაც.
გამოიყენება როგორც დილის, ისე საღამოს რუტინაში სუფთა, მშრალ კანზე.
Missha - მისშა: CICA ალოე გელი
კიდევ ერთი საშუალება, რომელსაც პსპ-ს სააფთიაქო ქსელში შეხვდებით და მრავალმხრივ გამოიყენებთ, მისშას ალოეს გელია.
CICA ალოე გელი დამატენიანებელი, დამამშვიდებელი გელია სახის, სხეულისა და თმისთვის. მის შემადგენლობაში ალოეს გარდა გვხვდება ცენტელაც - ამ ორი ინგრედიენტის კომბინაციით გელი გაღიზიანებული, აქერცლილი, გამომშრალი კანის დამამშვიდებელი საშუალებაა, რომელიც ანთებით პროცესებსაც ებრძვის.
გელი ყველა ტიპის კანისთვისაა განკუთვნილი, შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც არა მხოლოდ დამატენიანებელი, არამედ პარსვისა და დეპილაციის შემდგომი საშუალება. აქვს რეგენერაციის უნარი და ანტიბაქტერიული ეფექტი.
შესაბამისი რაოდენობით გელი შეგიძლიათ დაიტანოთ როგორც სახის კანსა და სხეულზე, ისე თმაზეც.
Bioderma - ბიოდერმა: სებიუმი დასაბანი გელი Sebium Purifying Cleansing Foaming Gel
დერმატოლოგები გვირჩევენ, რომ დატენიანებაზე არანაკლები ყურადღება მივაქციოთ კანის გაწმენდას. ამაში კი ბიოდერმას დასაბანი გელი დაგვეხმარება.
სებიუმი დასაბანი გელი - Sebium Purifying Cleansing Foaming Gel ცხიმიანი და კომბინირებული კანის მოვლისთვისაა რეკომენდებული. მისი ინოვაციური ფორმულა უზრუნველყოფს კანის სრულყოფილ გაწმენდას. ამასთან ერთად, გელი არეგულირებს ცხიმის გამოყოფას, აქრობს მისგან გამოწვეულ სიპრიალეს და სათუთად წმენდს კანის ზედაპირს.
მნიშვნელოვანია, რომ დასაბანი გელი ამდიდრებს კანს მინერალებითა და იმ კომპონენტებით, რაც ცხიმიანი კანისთვისაა აუცილებელი. მისი გამოყენების შემდეგ თქვენი კანი გამოიყურება უფრო სუფთად, შეგრძნების დონეზე კი არის ბევრად მკვრივი და ელასტიური.
სებიუმის დასაბანი გელის გამოყენება შეიძლება როგორც დილით, ისე საღამოს. ის არ შეიცავს პარაბენებს და არ არის ალერგიული. სველ კანზე შეგიძლიათ მსუბუქად დაიტანოთ, წრიული მოძრაობით ააქაფოთ და წყლით ჩამოიბანოთ.
Bioderma - ბიოდერმა: გამწმენდი მიცელარული სითხე Sensibio H2O Micelle Solution
დერმატოლოგები გვირჩევენ, რომ სახის დაბანამდე (ან მის გარეშეც) გამოვიყენოთ გამწმენდი საშუალებები, რომლებიც ზედაპირიდან ნაზად აშორებენ მტვერსა და ჭუჭყს. ასეთი პროდუქტია ბიოდერმას გამწმენდი მიცელარული სითხე Sensibio H2O Micelle Solution.
სითხე წმენდს კანს, აშორებს მას მტვერსა და მაკიაჟს, უზრუნველყოფს კანის pH-ის შენარჩუნებას და აქვს დამამშვიდებელი მოქმედება. რეკომენდებულია ნორმალური და კომბინირებული სახის კანისათვის მოზარდებსა და მოზრდილებში.
გარდა გამწმენდისა, ამ მიცელარულ წყალს აქვს დამცველობითი ფუნქციაც და ამცირებს ანთების რისკს. შეიცავს 3 სხვადასხვა ბიომიმეტურ დამამშვიდებელ შაქარს, რასაც ასევე ანთების საწინააღმდეგო, საპროფილაქტიკო მოქმედება აქვს.
მიცელარული წყალი გამოიყენება დილისა თუ საღამოს რუტინაში და არ საჭიროებს ჩამობანას. სითხით დასველებული ბამბის დისკით გაიწმინდეთ სახე, თვალები და ყელის მიდამო. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ, გამოიყენოთ დასაბანი გელიც.
Bioderma - ბიოდერმა: Atoderm ტუჩის ბალზამი
ჩვენი ტუჩების ზედაპირი ისეთივე ზრუნვასა და დატენიანებას მოითხოვს, როგორც სახის კანის ნებისმიერი უბანი. მნიშვნელოვანია, რომ რუტინა აუცილებლად ითვალისწინებდეს ტუჩის მოვლასაც.
ბიოდერმას Atoderm ტუჩის ბალზამი სწორედ ის პროდუქტია, რომელიც რუტინაში აუცილებლად უნდა შეიტანოთ. ტუჩის მოვლის ეს საშუალება გამომშრალი, მშრალი ან ძალიან მშრალი ტუჩებისთვისაა განკუთვნილი. შიის კარაქის მეშვეობით ის ატენიანებს და კვებავს ტუჩებს, ვიტამინი E იცავს ზედაპირს მავნე ზემოქმედებისგან, ხოლო ავოკადოს ზეთი ერთდროულად ასრულებს დამცავ და მკვებავ ფუნქციას.
ტუჩის ბალზამი არ შეიცავს პარფიუმსა და პარაბენებს.
Ziaja - ზიაია: ოლივა ტუჩის ბალმი
ტუჩების მოვლის კიდევ ერთი პროდუქტი, რომელსაც პსპ-ს სააფთიაქო ქსელში შეხვდებით, ზიაიას ტუჩის ბალმია.
ოლივა ტუჩის ბალმი კვებავს ტუჩებს და აღადგენს დაზიანებულ, გამომშრალ ზედაპირს. მასში შემავალი ზეითუნის ექსტრაქტი ტუჩის ხანგრძლივ, ღრმა დატენიანებას უწყობს ხელს.
გამოიყენება დღის ნებისმიერ მონაკვეთში, კომპაქტური ზომისაა და მარტივია თან სატარებლად.
Bioderma - ბიოდერმა: Atoderm ხელის მკვებავი კრემი
ბიოდერმას კიდევ ერთი პროდუქტი, რომელიც შეუცვლელ ადგილს დაიკავებს თქვენს თავის მოვლის საშუალებებში, ხელის მკვებავი კრემია.
დერმატოლოგების თქმით, ხელის კანი ერთ-ერთი პირველია, რომელზეც ასაკი და დაბერების პროცესი აისახება. ამიტომაც მისი დატენიანება და მოვლა მნიშვნელოვანია.
Atoderm მკვებავი კრემი ხელის კანისა და ფრჩხილებისთვისაა განკუთვნილი - ის მშრალ და დაზიანებულ ზედაპირს აღადგენს და აქვს დამატენიანებელი, დამარბილებელი ეფექტი. ხელზე დატანის შემდეგ კრემი ასრულებს ბარიერულ ფუნქციასაც და ქმნის "ხელთათმანის ეფექტს", ანუ ზედაპირზე დამცველობით ჰიდროგელს წარმოქმნის. სწორედ მისი წყალობით კანი დიდხანს ინარჩუნებს ტენიანობას.
გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში 3 წლის ასაკიდან. საჭიროებისამებრ დაიტანეთ კრემის მასა ხელზე და სრულ შეწოვამდე კარგად შეიზილეთ.
Curasept - კურასეპტი: კბილის პასტა Biosmalto Caries და კბილის ჯაგრისი MEDIUM 0.17
თავის მოვლის რუტინის შედგენისას აუცილებელია, გავითვალისწინოთ კბილებსა და პირის ღრუზე ზრუნვაც. სწორედ ამაში დაგვეხმარება კურასეპტის კბილის პასტა და ჯაგრისი.
კბილის პასტა Biosmalto Caries იცავს მინანქარს, ხელს უშლის ეროზიულ პროცესებს და უზრუნველყოფს მინანქრის შესაბამისი მინერალებით გამდიდრებას. მისი ფორმულა ხელს უშლის კარიესის განვითრებას და ბაქტრიული ნადების წარმოქმნას. კბილის პასტა ორ ძირითად აქტიურ ნივთიერებას - ფტორჰიდროქსიაპატიტს და ბიოაქტიურ კომპონენტებს შეიცავს. მისი ძირითადი დანიშნულება სწორედ კარიესის პროფილაქტიკაა.
რაც შეეხება კურასეპტის კბილის ჯაგრის Medium 0.17-ს - ის სრულიად ახალი სისტემით დამზადებული საშუალებაა. შედგება რბილი და მოქნილი ჯაგრულებისგან. მათი ერთდროული სირბილე და სიმკვრივე უზრუნველყოფს კბილების ღრმა, საფუძვლიან, მაგრამ ნაზ წმენდას.
ჯაგრისი განკუთვნილია მომხმარებლებისთვის, რომელთაც ღრძილების განსკაუთრებული პრობლემები არ აღენიშნებათ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account