საკვები დანამატები — მნიშვნელობა და გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე


თანამედროვე ცხოვრების წესი ადამიანებისთვის ხშირად ასოცირდება გამოფიტვასთან, არასწორ კვებასთან, სხვადასხვა ნივთიერების ნაკლებობასთან — ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ჩვენს ჯანმრთელობაზე აისახება და, ცხადია, ნეგატიურად.

ხშირად კვების რეჟიმი დარღვეულია და ორგანიზმს არ მიეწოდება იმ რაოდენობის საჭირო მინერალები და ვიტამინები, რაც მისი სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვისაა საჭირო. 

სწორედ ამ ნაკლებობის აღმოსაფხვრელად არსებობს საკვები დანამატები. მათი მიღებით ადამიანის ორგანიზმი ივსებს დანაკლისს, რაც კვებით, ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელია.

და მაინც, რა არის საკვები დანამატები?  —  ვიტამინები, მინერალების კომპლექსი, სასარგებლო ნივთიერებები, რომლებსაც კვებით, შეიძლება, ვერ ვიღებდეთ. ისინი შეიძლება მივიღოთ კაფსულების, ტაბლეტების, საღეჭი საშუალებების, ჩაის, ფხვნილების, სასმელების სახით. 

საკვები დანამატები და მათი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე

21-ე საუკუნის ცხოვრების წესი ხშირად უქმნის პრობლემას ჩვენს კეთილდღეობას, მენტალურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობას. დილიდან საღამომდე მუშაობა და საქმეზე ფიქრი ადამიანებს ძალიან ცოტა დროს უტოვებს იმისათვის, რომ სწორად იკვებონ. 

საკვები დანამატი არის ის ფარმაკოლოგიური პროდუქტი, რაც საჭირო ვიტამინებისა და მინერალების მიღებაში გვეხმარება. თუმცა, მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმაც, რომ უმაღლესი ხარისხის საკვები დანამატებიც კი ვერ ჩაანაცვლებს სწორ კვებას და ის მხოლოდ დამატებით შეიძლება რაციონში გავითვალისწინოთ. 

შესაბამისად, საკვები დანამატები ექიმთან კონსულტაციის შემდეგ ინიშნება. მისი საჭიროება სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება დადგეს — იქნება ეს ალერგიული რეაქცია საკვებზე, აუტანლობა, თუ კონკრეტული ჯგუფის საკვების აკრძალვა. 

საკვები დანამატები შეიძლება დანიშნულების მიხედვითაც განსხვავდებოდეს. მაგალითად, სპორტული საკვები დანამატები, საკვები დანამატები ბავშვებისთვის, ორსულებისა თუ ასაკოვანი მომხმარებლებისთვის. 

გამომდინარე იქიდან, რომ საკვები დანამატები ჩვენს ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას, მათი შეძენა აფთიაქში უმჯობესია. მიუხედავად იმისა, რომ დანამატები სხვადასხვა პლატფორმაზე იყიდება, ცხადია, სააფთიაქო ქსელები უფრო უსაფრთხო არჩევანია.

საქართველოში საკვები დანამატების ყველაზე ფართო არჩევანი PSP-ს სააფთიაქო ქსელში დაგხვდებათ. აქ წარმოდგენილია 20-ზე მეტი მსოფლიო დონის ბრენდის 400-ზე მეტი პროდუქტი. პსპ-ში საკვები დანამატების დახლზე დაგხვდებათ ამერიკული, გერმანული, ფრანგული საერთაშორისო ბრენდები, რომელთა ხარისხს მსოფლიოს წამყვან ქვეყანაში ენდობიან. 

სოლგარის საკვები დანამატები 

სოლგარი ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი საკვები დანამატების ბრენდებს შორის ერთერთი ყველაზე დიდი და მომხმარებლისთვის სანდო ბრენდია. მისი შეძენა ექსკლუზიურად პსპ-ში არის შესაძლებელი.

პსპ-ში მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს ბრენდის წარმოებული ისეთი საკვები დანამატები თუ ვიტამინები, როგორიცაა კალციუმი, მელატონინი, მაგნიუმი, თუთია, ბიოტინი, ომეგა 3 (თევზის ქონის შემცველობით), სელენიუმი, D3 და E ჯგუფის ვიტამინები.

თითოეულ მათგანს ადამიანის ჯანმრთელობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, სოლგარის წარმოებული ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავების კომპლექსში ის აუცილებელი ნივთიერებებია თავმოყრილი, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს თავის ტვინის, გულ-სისხლძარღვთა ფუნქციონირებასა და იმუნიტეტის სიძლიერეში. ეს მჟავები სისხლში ქოლესტერინის ნორმალური დონის შენარჩუნებაში უდიდეს როლს თამაშობს და ამით გულის დაავადების რისკს ამცირებს. გარდა ამისა, ხელს უშლის ასაკის მატებასთან ერთად კოგნიტური ფუნქციების დაქვეითებას და თავის ტვინის ჯანმრთელობისთვის ერთერთ საუკეთესო დანამატად გვევლინება.

ამერიკული ბრენდი 75 წელია, მსოფლიო ბაზრის უცვლელი დიდი მოთამაშეა. სოლგარის მისიაა, გახადოს ხარისხი, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ხელმისაწვდომი ყველასათვის —  ამას კი კვებითი დანამატების სახით ახერხებს. 

 

კომპანია ოქროს ხარისხის დაცვით მუშაობს, ეს კი ნიშნავს, რომ თითოეულ დანამატში გამოყენებულია სამეცნიერო კვლევებით დადასტურებული ფორმულები, საუკეთესო ხარისხის ინგრედიენტები და შექმნილია ოჯახის კეთილდღეობაზე ზრუნვით. 

ინაოს საკვები დანამატები 

გერმანული კომპანია „ინაოს“ საკვები დანამატების შეძენაც პსპ-ს სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი. 

ევროკავშირში აღიარებული ხარისხითა და სტანდარტით ინაო მრავალი წელია, ზრუნავს ოჯახების როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. 

კომპანია აწარმოებს საკვებ დანამატებს, რომლებიც დაგეხმარებათ თმისა თუ კანის ხარისხის გაუმჯობესებაში, ძილის რეჟიმის მოწესრიგებასა და ენერგიის შენარჩუნებაში, ამავდროულად, გაგიძლიერებთ იმუნურ სისტემას.

ინაოში სჯერათ, რომ ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ აისახება გარეგნობაზეც, სწორედ ამიტომ სთავაზობენ მომხმარებელს არა მხოლოდ გარეგნულ, არამედ შიდა პრობლემებთან ბრძოლის მეცნიერულ გზებსაც.