სარჩევი:
ცისტიტი საშარდე ბუშტის დაავადებაა, რომელსაც ბაქტერიული ინფექცია იწვევს. დაავადება ემართება როგორც ქალს, ისე კაცს, მაგრამ ქალებში უფრო ხშირად გვხვდება. ქალის შარდსადენი მილი კაცისაზე მოკლეა და ბაქტერიები შარდის ბუშტში უფრო მარტივად ხვდება.
ბლოგში ვრცლად ვისაუბრებთ თუ რა არის ცისტიტი, როგორ ხდება ცისტიტის მკურნალობა და ბევრ სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას გაგიზიარებთ.
რა არის ცისტიტი
უმეტეს შემთხვევაში, ცისტიტი ვითარდება საშარდე გზების ინფექციის (UTI) გამო. შარდის ბუშტის ინფექცია საკმაოდ მტკივნეულია და ზოგჯერ ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემას იწვევს.
ცისტიტი ასევე შეიძლება განვითარდეს გარკვეული მედიკამენტების ან რადიაციული თერაპიის შედეგად. ბაქტერიებით გამოწვეული ცისტიტის მკურნალობა ჩვეულებრივ ანტიბიოტიკებით ხდება. სხვა სახის ცისტიტის მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე.
ცისტიტის ტიპები
ცისტიტი არის მწვავე ან ინტერსტიციალური. მწვავე ცისტიტი მოულოდნელად ვითარდება. ინტერსტიციალური კი ქრონიკული მდგომარეობაა, რომელიც გავლენას ახდენს შარდის ბუშტის ქსოვილის მრავალ ფენაზე.
როგორც მწვავე, ისე ინტერსტიციალურ ცისტიტს მრავალი შესაძლო მიზეზი აქვს. ცისტიტის მიზეზი განსაზღვრავს ტიპს. ცისტიტის შემდეგი სახეობებია:
ბაქტერიული ცისტიტი
ბაქტერიული ცისტიტი ვითარდება მაშინ, როდესაც ბაქტერიები ურეთრაში ან ბუშტში შედიან და ინფექციას იწვევენ. ეს ასევე შეიძლება მოხდეს, როდესაც ორგანიზმში ნორმალურად მზარდი ბაქტერიები დისბალანსშია.
ამ დროს აუცილებელია შარდის ბუშტის ინფექციის მკურნალობა. თუ ინფექცია თირკმელებში გავრცელდება, სხვა დაავადებების განვითარების რისკი იზრდება.
არაინფექციური ცისტიტი
მიუხედავად იმისა, რომ ბაქტერიული ინფექციები ცისტიტის ყველაზე გავრცელებული მიზეზია, არაინფექციურმა ფაქტორებმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს შარდის ბუშტის ანთება.
წამლისგან გამოწვეული ცისტიტი
არსებობს წამლისგან გამოწვეული წისტიტი. მედიკამენტი გაივლის ორგანიზმში და საბოლოოდ გამოდის შარდსასქესო სისტემის მეშვეობით. ზოგიერთი მედიკამენტი აღიზიანებს ბუშტს, როდესაც ისინი გამოდიან თქვენი სხეულიდან.
რადიაციული ცისტიტი
რადიაციული თერაპია გამოიყენება კიბოს უჯრედების მოსაკლავად და სიმსივნეების შესამცირებლად, მაგრამ მას ასევე შეუძლია დააზიანოს ჯანსაღი უჯრედები და ქსოვილები. მენჯის არეში რადიაციული მკურნალობა ზოგ შემთხვევაში ბუშტის ანთების გამომწვევია.
უცხო სხეულის ცისტიტი
კათეტერის მილი ხშირად გამოიყენება შარდის გამოყოფის გასაადვილებლად. ამ აპარატის მუდმივი მოხმარება ზრდის ბაქტერიული ინფექციის რისკს და აზიანებს საშარდე გზების ქსოვილებს.
ცისტიტის სიმპტომები
ცისტიტის ნიშნები და სიმპტომები:
- შარდვის ძლიერი, მუდმივი მოთხოვნილება
- ტკივილი ან წვის შეგრძნება შარდვისას
- ხშირად, მცირე რაოდენობით შარდის გამოყოფა
- სისხლი შარდში
- სუნი შარდვის დროს
- მენჯის დისკომფორტი
- სიმძიმის შეგრძნება მუცლის ქვემო ნაწილში
დაავადება ზოგჯერ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე და ავითარებს დეპრესიასა და შფოთვას.
მცირეწლოვან ბავშვებში დღის განმავლობაში უნებლიე შარვლა ასევე ერთ-ერთი სიმპტომია. მცირეწლოვან ბავშვებში და ჩვილებში ცისტიტის ნიშნები ძალიან სერიოზულად უნდა იქნას მიღებული. ეს შეიძლება იყოს შარდის რეფლუქსის მანიშნებელი. შარდვის რეფლუქსის დროს შარდი უბრუნდება სხეულს, ნაცვლად იმისა, რომ დატოვოს იგი.
რისკ ფაქტორები
მთავარი მიზეზი გახალავთ ფიზიკური ანატომია. ქალებს აქვთ მოკლე ურეთრა. ეს ნიშნავს, რომ ბაქტერიები, რომლებიც ინფექციას იწვევენ, მარტივად აღწევენ შარდის ბუშტამდე.
თქვენ ხართ რისკის ქვეშ, თუ:
- სექსუალურად აქტიური ცხოვრება. სექსის დროს ბაქტერიები შეიძლება შევიდეს ურეთრაში.
- გარკვეული სახის ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება. ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები ზრდის საშარდე გზების ინფექციის რისკს.
- ორსულობა. ორსულობის დროს ჰორმონების ცვლილება ცისტიტის რისკფაქტორია.
- მენოპაუზა. ჰორმონების ცვლილებებმა, რომლებიც ხშირად ხდება მენოპაუზის შემდეგ, ასევე ერთ-ერთი მიზეზია.
ცისტიტის გართულებები
სათანადო მედიკამენტებით დაუყოვნებლივ მკურნალობისას, შარდის ბუშტის ინფექცია იშვიათად იწვევს გართულებებს. მაგრამ თუ დროულად არ დაიწყო მკურნალობა, მას ზოგჯერ სერიოზული პრობლემა მოჰყვება.
- თირკმლის ინფექცია. შარდის ბუშტის ინფექციას დროულად თუ არ მიხედეთ, არის შანსი, რომ განვითარდეს თირკმლის ინფექცია. თირკმელების ინფექციებმა შეიძლება სამუდამოდ დააზიანოს თირკმელები.
- სისხლი შარდში. ცისტიტის დროს ზოგჯერ ადამიანს შარდში სისხლი აქვს. მათი დანახვა ხშირად მხოლოდ მიკროსკოპითაა შესაძლებელი. ეს მდგომარეობა ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის შემდეგ. თუ სისხლის უჯრედები კვლავ გამოჩნდება შარდში მკურნალობის შემდეგ, მიმართეთ სამედიცინო სპეციალისტს.
როგორ ხდება დიაგნოზის დასმა
ექიმი ჩაატარებს ფიზიკურ გამოკვლევას და პაციენტს გამოჰკითხავს სიმპტომების შესახებ. ამის შემდეგ, როგორც წესი, ტარდება შარდის ანალიზი შარდში ბაქტერიების, სისხლის ან ჩირქის შესამოწმებლად.
ცისტიტის გამომწვევი მიზეზი თუ შარდის ბუშტის ინფექცია, ექიმმა შეიძლება სხვა ტესტები არ ჩაატაროს. მაგრამ თუ პაციენტი რომელიმე ამ ჯგუფს მიეკუთვნება, არის შანსი დაინიშნოს სხვა ტესტები ცისტიტის მიზეზის დასადგენად:
- ადამიანები, რომლებსაც აქვთ თირკმლის დაზიანება
- ქალები, რომლებსაც წელიწადში შარდის ბუშტის სამი ან მეტი ინფექცია აქვთ.
- მამაკაცები (რადგან მათ ხშირად არ აქვთ ცისტიტი, სიმპტომები შეიძლება სხვა რამის ნიშანი იყოს.)
დამატებითი მეთოდები მიზეზების დასადგენად:
- ცისტოსკოპია. ცისტოსკოპი, თხელ მილი კამერით, შეჰყავთ ურეთრაში პრობლემების მოსაძებნად ან ქსოვილის ნიმუშის მისაღებად დამატებითი ტესტირებისთვის.
- კომპიუტერული ტომოგრაფია და MRI აჩვენებს თირკმლის ქვებსა და სხვა პრობლემებს.
- ცისტოურეთროგრაფია. შარდის ბუშტისა და ურეთრის რენტგენოგრაფია რენტგენოკონტრასტული ნივთიერების გამოყენებით.
- რეტროგრადული ურეთროგრაფია. ურეთრაში არსებული პრობლემების დასადგენად გამოიყენება.
ცისტიტის მკურნალობა
ბაქტერიული ინფექციით გამოწვეულ ცისტიტს, როგორც წესი, ანტიბიოტიკებით მკურნალობენ. სხვა სახის ცისტიტის მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა იწვევს მას.
ბაქტერიული ცისტიტის მკურნალობა
ანტიბიოტიკები ბაქტერიებით გამოწვეული ცისტიტის მკურნალობის პირველი ხაზია. რომელი წამლები გამოიყენება და რამდენ ხანს, ეს დამოკიდებულია პაციენტის ჯანმრთელობაზე და შარდში აღმოჩენილ ბაქტერიებზე.
პირველადი ინფექცია. სიმპტომები ხშირად მნიშვნელოვნად უმჯობესდება ანტიბიოტიკების მიღებიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში. მაგრამ პაციენტმა უნდა მიიღოს ანტიბიოტიკები სამი დღიდან ერთ კვირამდე, იმისდა მიხედვით, თუ რამდენად მძიმეა ინფექცია.
ამ დროს აუცილებელია, რომ პაციენტმა არ შეწყვიტოს მედიკამენტის მიღება და გაითვალისწინოს ექიმის მითითებები.- განმეორებითი ინფექცია. თუ ადამიანს აქვს საშარდე გზების განმეოებითი ინფექციები, ექიმი ხანგრძლივი დროისთვის ნიშნავს ანტიბიოტიკებს. ზოგჯერ პაციენტს გადაამისამართებენ ექიმთან, რომელიც სპეციალიზებულია საშარდე გზების დარღვევებში (უროლოგი ან ნეფროლოგი).
- საავადმყოფოში შეძენილი ინფექცია. საავადმყოფოში შეძენილი შარდის ბუშტის ინფექციები ხშირად რთული სამკურნალოა. ეს იმიტომ ხდება, რომ საავადმყოფოებში შეძენილი ბაქტერიები ხშირად რეზისტენტულია ანტიბიოტიკების მიმართ.
ინტერსტიციული ცისტიტის მკურნალობა
არ არსებობს ერთი სტანდარტული მეთოდი, რითიც ხდება მკურნალობა. იმის გამო, რომ ანთების მიზეზი უცნობია, ექიმი ზოგჯერ პაციენტს აძლევს რეკომენდაციებს, თუ როგორ მოიქცეს. პირველი ეტაპი არის ცხოვრების წესის შეცვლა:
- ცხარე საკვებისა და კალიუმის შემცველი საკვების შეზღუდვა
- მოწევისა და ალკოჰოლის მიღების შეზღუდვა
- ე.წ. შარდის ბუშტის ვარჯიშები, რაც ნიშნავს მოშარდვის ჩვევების შეცვლას.
მეორე ეტაპი მოიცავს მედიკამენტებს და სხვა მკურნალობას.
ქირურგია არის უკანასკნელი საშუალება, რომელიც განიხილება მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა მკურნალობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
- MONURAL - მონურალი ინიშნება რიგ შემთხვევებში: მწვავე ბაქტერიული ცისტიტი, მორეციდივე ბაქტერიული ცისტიტის გამწვავება; • ბაქტერიული არასპეციფიური ურეთრიტი; • უსიმპტომო ბაქტერიურია ორსულობისას.
- ცისტიქეა ბუნებრივ და მაღალი ხარისხის მცენარეული ექსტრაქტებს შეიცავს. ერთ-ერთია შტოშის ექსტრაქტი, რომელიც აფერხებს ქრონიკული ცისტიტის განვითარებას.
- Fosfomed - ფოსფომედი გამოიყენება მწვავე ბაქტერიული ცისტიტი, მორეციდივე ბაქტერიული ცისტიტის მწვავე შეტევები; ბაქტერიული არასპეციფიკური ურეთრიტისა და სხვადასხვა შემთხვევების დროს.
- Cystop - ცისტოპი არის მედიკამენტი, რომლითაც ხდება პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი, მორეციდივე საშარდე გზების ინფექციების პროფილაქტიკა.
- ცის-კონტროლი ასევე გახლავთ ცისტიტის სამკურნალო მედიკამენტი.
- ფოსფორალი არის ცისტიტის წამალი და ინიშნება მწვავე ბაქტერიული ცისტიტის, მორეციდივე ცისტიტის მწვავე შეტევებისა და ბაქტერიული არასპეციფიკური ურეთრიტის დროს.
შეგახსენებთ, მედიკამენტები ინიშნება ექიმის მიერ და თვითნებურად მიღება დაუშვებელია.
როდის მივმართოთ ექიმს
დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ გაქვთ თირკმლის ინფექციის ნიშნები და სიმპტომები. ესენი მოიცავს:
- ზურგის ან გვერდის ტკივილი
- ცხელება და შემცივნება
- გულისრევა და ღებინება
თუ გაგივითარდათ ხშირი და მტკივნეული შარდვა, რომელიც გრძელდება რამდენიმე საათს ან მეტხანს, ან თუ შეამჩნევთ სისხლს შარდში, სასწრაფოდ დაურეკეთ ექიმს. თუ წარსულში დაგისვეს საშარდე გზების ინფექციის დიაგნოზი და გამოგიჩნდათ მსგავსი სიმპტომები, ამ შემთხვევაშიც დაუკავშირდით ექიმს.
ხშირად დასმული კითხვები
1. ცისტიტი ახდენს გავლენას სექსუალურ ცხოვრებაზე?
დიახ, ცისტიტის მქონე ბევრ ადამიანს აქვს სქესობრივი აქტის წინ, დროს და მის შემდეგ. სქესობრივი ლტოლვის დაკარგვა ასევე ერთ-ერთი სიმპტომია.
2. არსებობს ცისტიტის სახლში მკურნალობის საშუალებები?
ბევრი წყლის დალევა, მუცელზე გამათბობელი ბალიშის გამოყენება კომფორტისთვის და ტკივილგამაყუჩებლების მიღება, რომლებიც გაიცემა რეცეპტის გარეშე, დაგეხმარებათ სიმპტომების შემსუბუქებაში. თუმცა, სრულად სამკურნალოდ მნიშვნელოვანია ექიმთან კონსულტაცია.
3. კვება მოქმედებს ცისტიტზე?
დიახ, კვების რაციონი მოქმედებს ცისტიტის სიმპტომებზე. საკვები და სასმელები, რომლებიც აღიზიანებენ შარდის ბუშტს, როგორიცაა კოფეინი, ალკოჰოლი, ცხარე საკვები და მჟავე ხილი, ხშირად აუარესებს სიმპტომებს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account