რა უნდა ვიცოდეთ ათეროსკლეროზის შესახებ

 

 

სარჩევი:

რა არის ათეროსკლეროზი

ათეროსკლეროზის სიმპტომები

ათეროსკლეროზის გამომწვევი მიზეზები

დაავადების რისკფაქტორები

ათეროსკლეროზის გართულებები

ათეროსკლეროზის თავიდან აცილება

ათეროსკლეროზის დიაგნოსტიკა

ათეროსკლეროზის მკურნალობა

როდის მივმართოთ ექიმს

 

ათეროსკლეროზი ქრონიკული დაავადებაა. არტერიის კედლებზე წარმოიქმნება ათეროსკლეროზული ფოლაქები, რომლებიც ავიწროებს და ახშობს არტერიების სანათურს. ამის გამო ირღვევა სისხლის მიმოქცევა. ორგანოებს აღარ მიეწოდებათ სისხლი და ჟანგბადი. ეს ყველაფერი აზიანებს ამ ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებას.

რა არის ათეროსკლეროზი

ათეროსკლეროზი გულ-სისხლძარღვთა დაავადების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია, მათ შორის: გულის შეტევის, ინსულტის და პერიფერიული არტერიების დაავადების (PAD).


მიუხედავად იმისა, რომ ათეროსკლეროზი ხშირად განიხილება გულის პრობლემად, მას შეუძლია სხეულის ნებისმიერ წერტილში მოახდინოს გავლენა არტერიებზე. ათეროსკლეროზის მკურნალობა შესაძლებელია. ჯანსაღი ცხოვრების წესი დაგეხმარებათ ათეროსკლეროზის თავიდან აცილებაში.

ათეროსკლეროზის სიმპტომები

მსუბუქ ათეროსკლეროზს, როგორც წესი, არ აქვს რაიმე სიმპტომი.


ათეროსკლეროზის სიმპტომები, უმეტეს შემთხვევაში, არ ვლინდება, სანამ არტერია იმდენად არ შევიწროვდება, რომ საკმარის სისხლს ვეღარ მიაწვდის ორგანოებსა და ქსოვილებს. ზოგჯერ თრომბი მთლიანად ბლოკავს სისხლის ნაკადს. თრომბი შეიძლება დაიშალოს და გამოიწვიოს გულის შეტევა ან ინსულტი.


ზომიერი და მძიმე ათეროსკლეროზის სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი არტერიებია დაზიანებული. მაგალითად:

  1. თუ გულის არტერიებშია ათეროსკლეროზი, ადამიანს აღენიშნება გულმკერდის ტკივილი ან წნევა (სტენოკარდია).
  2. თუ ათეროსკლეროზი თავის ტვინისკენ მიმავალ არტერიებშია, სიმპტომები შემდეგია: მკლავების ან ფეხების უეცარი დაბუჟება, სისუსტე, მეტყველების გაძნელება, მხედველობის დროებითი დაკარგვა ერთ თვალში ან სახის კუნთების დაქვეითება. ეს მიუთითებს გარდამავალ იშემიურ შეტევაზე (TIA). მკურნალობის გარეშე, TIA-მ შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი.
  3. ხელებისა და ფეხების არტერიებში განვითარებული ათეროსკლეროზის დროს სიმპტომებია ფეხის ტკივილი სიარულის დროს (კლუდიკაცია) ან დაქვეითებული არტერიული წნევა დაზიანებულ კიდურზე.
  4. თუ ათეროსკლეროზი თირკმელებისკენ მიმავალ არტერიებშია, ამ დროს ვითარდება მაღალი წნევა ან თირკმლის უკმარისობა.

ათეროსკლეროზის გამომწვევი მიზეზები

ათეროსკლეროზი პროგრესირებადი დაავადება. ის შეიძლება დაიწყოს ბავშვობიდანვე. ათეროსკლეროზის გამომწვევი მიზეზები ზუსტად არაა ცნობილი. მაგრამ ითვლება, რომ დაავადება იწყება მაშინ, როდესაც ენდოთელიუმი ზიანდება. ენდოთელიუმი უჯრედების ფენაა, რომელიც ქმნის სისხლისა და ლიმფის კაპილარების კედლებს, არტერიების, ვენებისა და გულის კედლის შიგნითა შრეს.


ენდოთელიუმის დაზიანების მიზეზებია:

  • მაღალი ქოლესტერინი
  • სისხლის მაღალი წნევა
  • ანთება, როგორიცაა ართრიტი
  • ჭარბი წონა
  • შაქრიანი დიაბეტი
  • თამბაქოს მოხმარება

მას შემდეგ, რაც არტერიის შიდა კედელი დაზიანდება, სისხლის უჯრედები და სხვა ნივთიერებები გროვდება დაზიანების ადგილზე.


დროთა განმავლობაში, ცხიმები, ქოლესტერინი და სხვა ნივთიერებები ასევე გროვდება გულის არტერიების შიდა კედლებზე. ამ დაგროვების შედეგად არტერიები ვიწროვდება, რაც ბლოკავს სისხლის ნაკადს.

დაავადების რისკფაქტორები

ათეროსკლეროზი იწყება ახალგაზრდა ასაკში. კვლევამ აჩვენა, რომ მოზარდებსაც კი შეიძლება ჰქონდეთ ნიშნები.

40 წლის ჯანმრთელ ადამიანს დაახლოებით 50% აქვს შანსი, რომ დაავადდეს ათეროსკლეროზით. რისკი იზრდება ასაკთან ერთად. 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების უმეტესობას აქვს ათეროსკლეროზი, მაგრამ უმეტესობას არ აქვს შესამჩნევი სიმპტომი.


რისკფაქტორები:

  • მუცლის სიმსუქნე
  • დიაბეტი
  • გულის დაავადების ოჯახური ისტორია
  • ალკოჰოლის აქტიურად მოხმარება
  • სისხლის მაღალი წნევა
  • მაღალი LDL ქოლესტერინი
  • C-რეაქტიული პროტეინის (CRP) მაღალი დონე სისხლში
  • მაღალი ტრიგლიცერიდები
  • ხილისა და ბოსტნეულის მცირე რაოდენობით მიღება
  • ფიზიკური არააქტიურობა
  • მოწევა
  • სტრესი

ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში ათეროსკლეროზით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 25%-ით დაეცა. ეს გამოწვეულია მკურნალობის გაუმჯობესებული მეთოდებითა და ცხოვრების წესის ცვლილებებით.

ათეროსკლეროზის გართულებები

ათეროსკლეროზის გართულებები დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი არტერია არის შევიწროებული ან დაბლოკილი. მაგალითად:

  1. კორონარული არტერიის დაავადება. როდესაც ათეროსკლეროზი ავიწროებს გულთან ახლოს მყოფ არტერიებს, არის რისკი, რომ განვითარდეს კორონარული არტერიის დაავადება. ეს იწვევს გულმკერდის ტკივილს (სტენოკარდია), გულის შეტევას ან გულის უკმარისობას.
  2. საძილე არტერიის დაავადება. როდესაც ათეროსკლეროზი ავიწროებს არტერიებს ტვინთან ახლოს, ზოგჯერ ვითარდება საძილე არტერიის დაავადება. ამან შეიძლება გამოიწვიოს გარდამავალი იშემიური შეტევა (TIA) ან ინსულტი.
  3. პერიფერიული არტერიის დაავადება. როდესაც ათეროსკლეროზი ავიწროებს არტერიებს ხელებსა და ფეხებში, წარმოიქმნება სისხლის ნაკადის პრობლემები. ამას პერიფერიული არტერიის დაავადება ეწოდება. მან შეიძლება ნაკლებად მგრძნობიარე გაგხადოთ სიცხისა და სიცივის მიმართ, რაც გაზრდის დამწვრობის ან მოყინვის რისკს. იშვიათად, მკლავებში ან ფეხებში სისხლის ნაკადის ნაკლებობა განგრენის მიზეზია.
  4. ანევრიზმები. ათეროსკლეროზის ერთ-ერთი სერიოზული გართულებაა ანევრიზმა. ანევრიზმით დაავადებულთა უმეტესობას სიმპტომები არ აქვს. თუ ანევრიზმა იფეთქებს, ამან შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენა სხეულის შიგნით.
  5. თირკმელების ქრონიკული დაავადება. ათეროსკლეროზი ავიწროებს თირკმელებისკენ მიმავალ არტერიებს. ამ არტერიების შევიწროება ხელს უშლის თირკმელებში ჟანგბადით მდიდარი სისხლის მიღწევას. 

ათეროსკლეროზის თავიდან აცილება

ათეროსკლეროზის თავიდან აცილება შესაძლებელია ცხოვრების წესის ცვლილებებით.

  • შეამცირეთ სტრესი. იოგას და ღრმა სუნთქვის ვარჯიშები იდეალური მეთოდია სტრესთან გასამკლავებლად. ეს პრაქტიკა ასევე დაგეხმარებათ არტერიული წნევის შემცირებაში.
  • შეწყვიტეთ მოწევა. მოწევა ზრდის გულის დაავადების რისკს. ნიკოტინი ავიწროებს სისხლძარღვებს, აიძულებს თქვენს გულს უფრო სწრაფად იმუშაოს. მოწევისთვის თავის დანებება არის
  • ცხოვრების წესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება.
  • დაიცავით ჯანსაღი დიეტა, რომელიც მდიდარია უცხიმო ცილებით, თევზით, ხილით, ბოსტნეულით და მთელი მარცვლეულით. ეს დაგეხმარებათ მართოთ თქვენი წონა და შეამციროთ ქოლესტერინი, არტერიული წნევა და სისხლში შაქრის დონე.
  • დაიკელით წონაში და შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა.
  • რეგულარულად ივარჯიშეთ ჯანსაღი არტერიული წნევის შესანარჩუნებლად და სისხლის ნაკადის გასაუმჯობესებლად. 

ათეროსკლეროზის დიაგნოსტიკა

ექიმი დაიწყებს ფიზიკური გამოკვლევით.  შეამოწმებს არტერიებს და პულსს.


სხვადასხვა ტესტები, რომელიც ტარდება დიაგნოსტიკის დროს:

  1. ანგიოგრამა. ანგიოგრამა საჭიროა ექიმი დეტალურად დააკვირდეს არტერიებს.
  2. მხარ-გოჯის ინდექსი. ამ დროს ანალიზდება სისხლის მიმოქცევის ადეკვატურობა. ექიმის ნახავს ხომ არ არის დაზიანებული, ან შევიწროებული სისხლძარღვები კიდურებზე, ხომ არ ჩამოყალიბებულა პერიფერიული არტერიების დაავადება.
  3. სისხლის ანალიზები ათეროსკლეროზის განვითარების რისკის დასადგენად.
  4. მუცლის ღრუს ულტრაბგერა. მოწმდება აორტაში გამობურცულობის ან ჭარბი ნადების არსებობა. აორტა მთავარი არტერიაა, რომელიც სისხლს აწვდის ქვედა სხეულს.
  5. გულმკერდის რენტგენი.
  6. CT სკანირება ან მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია (MRA) გამაგრებული ან შევიწროებული არტერიების მოსაძებნად.
  7. დოპლეროგრაფია. ეს არის სწრაფი და უსაფრთხო კვლევის მეთოდი, რომლის დროსაც ხდება ორგანოების სისხლძარღვების და სისხლის მიმოქცევის შეფასება.
  8. ექოკარდიოგრაფია
  9. ელექტროკარდიოგრამა - გულის ელექტრული აქტივობის ჩანაწერი
  10. სტრეს-ტესტი. პაციენტი ამ დროს ფიზიკურად ვარჯიშობს, ხოლო ექიმი აკვირდება მის გულისცემას, არტერიულ წნევასა და სუნთქვას.

ათეროსკლეროზის მკურნალობა

ათეროსკლეროზის მკურნალობა მოიცავს ცხოვრების წესის შეცვლას, მედიკამენტებს, სხვადასხვა პროცედურებსა და ზოგ შემთხვევაში ოპერაციას. ათეროსკლეროზის ადგილმდებარეობის მიხედვით, მკურნალობის პროცესში ჩაერთვება კარდიოლოგი (გული), ნეფროლოგი (თირკმელები), ნევროლოგი (ტვინი და ხერხემალი) ან სისხლძარღვთა ქირურგი (სისხლძარღვები).


ექიმი შეიმუშავებს გეგმას თქვენს საჭიროებებზე დაყრდნობით. მკურნალობის საერთო მიზნები მოიცავს:

  • სისხლის შედედების რისკის შემცირება.
  • ისეთი გართულებების პრევენცია, როგორიცაა გულის შეტევა ან ინსულტი.
  • ჯანსაღი დიეტის შემუშავება
  • სისხლის ნაკადის გაუმჯობესება თქვენი არტერიების გაფართოებით ან ბლოკირების გვერდის ავლით (აცილებით).
  • ცხოვრების წესის ცვლილება

კარდიოლოგიური მედიკამენტები მიზნად ისახავს ათეროსკლეროზის პროგრესირების შენელებას. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ არტერიულ წნევას ან ქოლესტერინს, აკონტროლებენ სისხლში შაქრის დონეს და ხელს უშლიან სისხლის შედედებას. 

ომარონი ინიშნება ტვინის სისხლის მიმოქცევის უკმარისობის დროს: თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, იშემიური და ჰემორაგიული ინსულტები, ქალა-ტვინის ტრავმების აღდგენითი პერიოდი, სხვადასხვა გენეზის ენცეფალოპათიები.

იზოფილი გამოიყენება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ: მაკროციტული ჰიპერქრომული ანემია, ჰომოცისტეინემია, მეტაბოლური სინდრომი, მენოპაუზა, ათეროსკლეროზი.

Solgar - სოლგარი L-არგინინი ინიშნება სხვადასხვა შემთხვევებში: უშვილობა, ერექციული დისფუნქცია, ათეროსკლეროზი, არტერიული ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადება.

Tivortin - ტივორტინი ხსნარი ასევე გახლავთ მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება გულის და თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, პერიფერიული სისხლძარღვების ათეროსკლეროზის დროს.

შეგახსენებთ, რომ მედიკამენტები ინიშნება ექიმის მიერ და თვითნებურად მიღება დაუშვებელია.

პროცედურები და ოპერაციები

სხვადასხვა მინიმალურად ინვაზიური პროცედურები და რთული ოპერაციები საჭიროა ბლოკირების და გართულებების მსამკურნალოდ. მკურნალობის საერთო ვარიანტები მოიცავს:

  1. ანგიოპლასტიკა.
  2. ათერექტომია.
  3. კორონარული არტერიის შემოვლითი გადანერგვა (CABG).
  4. სტენტის განთავსება.

როდის მივმართოთ ექიმს

თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ ათეროსკლეროზი, დროულად მიმართეთ ექიმს. ყურადღება მიაქციეთ ადრეულ სიმპტომებს, რომლებიც გამოწვეულია სისხლის ნაკადის ნაკლებობით, როგორიცაა გულმკერდის ტკივილი (სტენოკარდია), ფეხის ტკივილი ან დაბუჟება.


ადრეულმა დიაგნოზმა და მკურნალობამ შეიძლება შეაჩეროს ათეროსკლეროზის გაუარესება და თავიდან აიცილოს გულის შეტევა, ინსულტი ან სხვა გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობა.