
ციპრინოლი SR (CiprinolÒ SR) არის აპკიანი გარსით დაფარული პროლონგირებული მოქმედების მედიკამენტი, რომლის საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელებაც არის ციპროფლოქსაცინი (Ciprofloxacin).
ციპრინოლი (500 მგ) არის სისტემური გამოყენების ანტიმიკრობული მედიკამენტი და გამოიყენება იმ ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ციპროფლოქსაცინის მიმართ მგძნობიარე მიკროორგანიზმებით.
ციპრინოლი იწარმოება 250, 500 და 750 მგ-იანი, მრგვალი ან ოვალური ფორმის, თეთრი, ორმხრივამობურცული აპკისებური გარსით დაფარული, ერთ მხარეს ნაჭდევის მქონე ტაბლეტების ფორმით.
რა შედის მედიკამენტის შედგენილობაში?
ციპრინოლის 1 ტაბლეტის ბირთვი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას - ციპროფლოქსაცინის მონოჰიდრატის ჰიპროქლორიდს, რომელიც შეესაბამება 250მგ, 500მგ, 750მგ ციპროფლოქსაცინს და დამხმარე ნივთიერებებს - მიკროკრისტალურ ცელულოზას, ნატრიუმის სახამებელ გლიკონატს, პოვიდონს, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზას, სილიციუმის კოლოიდურ დიოქსიდს, მაგნიუმის სტეარატს, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზას, პროპილენგლიკოლს, ტალკსა და ტიტანის დიოქსიდს (E171).
რა ინფექციების დროს მიმართავენ ციპრინოლით მკურნალობას?
როგორც აღინიშნა, ციპრინოლი გამოიყენება იმ ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ციპროფლოქსაცინის მიმართ მგძნობიარე მიკროორგანიზმებით.
ასეთი ინფექციები შეიძლება იყოს:
- საშარდე სისტემის ინფექციები - საშარდე სისტემის ზემო და ქვემო განყოფილების გაურთულებელი და გართულებული ინფექციები (ურეთრიტი, ცისტიტი, ეპიდიდიმიტი, პროსტატიტი, პიელონეფრიტი);
- სასუნთქი სისტემის ინფექციები - პნევმონია (პნევმოკოკური პნევმონიის გარდა), მწვავე ბრონქიტი ან ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, ბრონქოექტაზიები, კისტოზური ფიბროზის გამწვავება;
- ყელის, ყურის და ცხვირის ინფექციები - გრამუარყოფითი ბაქტერიებით გამოწვეული სინუსიტი, მასტოიდიტი;
- მცირე მენჯის ღრუს ორგანოების და რეპროდუქციული სისტემის ინფექციები - სალპინგიტი, ენდომეტრიტი, ოოფორიტი, მილოვანი აბსცესი, მენჯის პერიტონიტი;
- აბდომინური ინფექციები - პერიტონიტი, მუცლის აბსცესი, ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი (მეტრონიდაზოლთან ან კლინდამიცინთან კომბინაციაში;
- ძვლების და სახსრების ინფექციები - ოსტეომიელიტი, სეპტიური ართრიტი;
- კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები - დაინფიცირებული წყლულები და ჭრილობები, აბსცესები, ანთება, გარეთა სამენი მილის ანთება, დაინფიცირებული დამწვრობები;
- ბაქტერიამტარებლობის მკურნალობა - S. typhi და სხვა სალმონელები;
- ინფექციური დიარეა;
- ქირურგიული ჩარევებისას ინფექციების პროფილაქტიკა, (ძირითადად უროლოგიურის და საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე – მეტრონიდაზოლთან კომბინაციაში) ასევე ორთოპედიული ოპერაციების დროს;
- ციმბირის წყლული.
როგორ მივიღოთ ციპრინოლი? - მიღების წესი და დოზირება
ციპრინოლის ტაბლეტები მიიღება პერორალურად (წამლის მიღება პირის ღრუს საშუალებით), 1-ჯერ დღეში. ტაბლეტი უნდა მიიღოთ ჭამის შემდეგ და გადაყლაპოთ მთლიანად/დაუღეჭავად, წყლის დაყოლებით.
რაც შეეხება დოზირებას, ციპროფლოქსაცინის დოზა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, ინფექციის ტიპზე, პაციენტის ორგანიზმის მდგომარეობაზე, ასაკზე, წონასა და თირკმელების ფუნქციაზე.
თუმცა არსებობს დოზირების გარკვეული რეკომენდებული სქემა, კერძოდ:
- ყურის, ყელის და ცხვირის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები - 1000 მგ ერთხელ დღეში, 10 დღის განმავლობაში;
- სასუნთქი გზების ქვედა განყოფილებების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები - 1000 ან 1500 მგ ერთხელ დღეში, 7-14 დღის განმავლობაში (დამოკიდებულია დაავადების ისმძიმეზე);
- თირკმელების და შარდგამომყოფი გზების ინფექციები მწვავე გაურთულებელი ცისტიტი - 500 ან 1000 მგ ერთხელ დღეში, 7-14 დღის განმავლობაში (დამოკიდებულია დაავადების ისმძიმეზე);
- ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი - 1000 მგ ერტხელ დღეში, 28 დღის განმავლობაში;
- მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები - 1000 მგ ერთხელ დღეში, 7-14 დღის განმავლობაში;
- კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები - 1000 ან 1500 მგ ერთხელ დღეში, 7-14 დღის განმავლობაში (დამოკიდებულია დაავადების ისმძიმეზე);
- საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები - 1000 ან 1500 მგ ერთხელ დღეში, 4-6 კვირის განმავლობაში (დამოკიდებულია დაავადების ისმძიმეზე);
- ინფექციური დიარეა - 1000 მგ ერთხელ დღეში, 5-7 დღის განმალობაში;
- მუცლის ტიფი - 1000 მგ ერთხელ დღეში, 10 დღე;
- გონორეა გართულებული - 500 მგ ერთხელ დღეში, 3-5 დღე
ჭარბი დოზირების შემთხვევაში სპეციფიკური ანტიდოტი უცნობია. ასეთ დროს აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის კონტროლი, კუჭის ამორეცხვა, გადაუდებელი თერაპიის ღონისძიებები და სითხის მიწოდება.
რა გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს ციპრინოლის გამოყენებისას?
სხვა მედიკამენტების მსგავსად, მკურნალობის პროცესში ციპრინოლის გამოყენებასაც შეიძლება ახლდეს გარკვეული გვერდითი მოვლენები, კერძოდ:
- გულისრევა;
- ღებინება;
- დიარეა;
- ფსევდომემბრანული კოლიტი;
- მეტეორიზმი;
- უმადობა;
- ქოლესტაზური სიყვითლე (განსაკუთრებით ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში);
- თავის ტკივილი;
- თავბრუხვევა;
- მომატებული დაღლა;
- ტრემორი;
- ცნობიერების არევა;
- დეპრესია;
- ძილის დარღვევები;
- ღამის კოშმარები;
- ჰალუცინეციები;
- გულის წასვლა;
- გემოვნების და ყნოსვის დარღვევა;
- მხედველობის დარღვევა (გაორება, ფერების აღქმის დარღვევა);
- ყურებში შუილი ან სმენის დაქვეითება;
- ტაქიკარდია, გულისცემის რითმის დაღვევა, არტერიული ჰიპოტენზია;
- ალერგიული რეაქციები და ა.შ.
როდის არ უნდა მივიღოთ პრეპარატი — უკუჩვენებები
ციპრინოლი არ გამოიყენება:
- ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში;
- ბავშვებსა და მოზარდებში 18 წლამდე;
- ციპროფლოქსაცინის ან ფტორქინოლინის ჯგუფის ნებისმიერი მედიკამენტის მიმართ მაღალი მგრძნობელობის დროს.
გარდა ამისა, მედიკამენტი სიფრთხილით ინიშნება თავის ტვინის სისხლძარღვების გამოხატული ათეროსკლეროზის, თავის ტვინის სისხლისმიმოქცევის მოშლის, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაავადებების, ეპილეფსიური სინდრომის, ეპილეფსიის, თირკმლის ან/და ღვიძლის გამოხატული უკმარისობის დროს და ხანდაზმული ასაკის პირებში.
ციპრინოლის შენახვის პირობები და ვადები
ციპრინოლი ინახება სინათლისაგან და ნესტისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25° C-ზე. რაც შეეხება შენახვის ვადებს, მედიკამენტი ვარგისია წარმოებიდან 5 წლის განმავლობაში. გაითვალისწინეთ, რომ არ გამოიყენოთ მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ციპრინოლი განეკუთვნება ფარმაცევტული მედიკამენტების II ჯგუფს, შესაბამისად, აფთიაქიდან მისი გაცემა ხდება რეცეპტის საფუძველზე.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account