
თანამედროვე ცხოვრების თანმდევი სტრესი და არაჯანსაღი ჩვევები არტერიულ ჰიპერტენზიასა და გულის პრობლემებს ახალისებს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია მედიკამენტები, რომლებიც ამ მდგომარეობის მართვაში გვეხმარება.
მაგალითად, მედიკამენტი ვალსაკორი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჰიპერტენზიის მართვასა და გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში. ვალსაკორი 160 და ვალსაკორი 80 მგ საქართველოშიც ხელმისაწვდომია და მრავალფუნქციური ეფექტით გამოირჩევა.
რა არის ვალსაკორი?
ვალსაკორი არის თანამედროვე ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი, რომელიც შეიცავს ვალსარტანს, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტს. მისი ძირითადი ფუნქციაა არტერიული წნევის ეფექტური კონტროლი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკის შემცირება.
ვალსაკორი ხელმისაწვდომია ოთხი სხვადასხვა დოზით. პრეპარატის პირველ ჯგუფში შედის ვალსაკორი 80 მგ და ვალსაკორი 160 მგ - ამ მედიკამენტების შედგენილობაში გვაქვს მხოლოდ ერთი აქტიური ნივთიერება, ვალსარტანი. ხოლო მეორე ჯგუფში შედის ვალსაკორი H 160 /25 მგ და ვალსაკორი h 80/12.5 მგ. ამ შემთხვევაში შედგენილობაში ვალსარტანის 80 ან 160 მგ-თან ერთად შედის აქტიური ნივთიერება ჰიდროქლორთიაზიდი. სწორედ ამაზე მიგვანიშნებს სახელში „ვალსაკორი H” ასო-ბგერა H.
მაგალითად, დასახელება ვალსკაორი H 80/12.5 ნიშნავს, რომ მასში შედის 80 მგ ვალსარტანი და 12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდი, ხოლო შედარებით დიდი დოზით ვალსაკორი 160/25-ში - აქ ორივე აქტიური ნივთიერების დოზა გაორმაგებულია.
როგორია ვალსაკორის ფარმაკოლოგიური თვისებები
ვალსარტანი, ვალსაკორის მთავარი აქტიური ინგრედიენტი, ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების შერჩევითი ანტაგონისტია. ეს ნივთიერება ბლოკავს AT1 რეცეპტორებს, რომლებიც პასუხისმგებელია არტერიული წნევის მომატებასა და გულის სისტემის დატვირთვაზე. ნივთიერება ვალსარტანი ხელს უწყობს:
- არტერიული წნევის დაქვეითებას, გულის შეკუმშვათა სიხშირეზე ზეგავლენის გარეშე.
- გულის ქრონიკული უკმარისობის სიმპტომების შემცირებას.
- მიოკარდიუმის ინფარქტის შედეგად გამოწვეული გართულებების მართვას.
ვალსაკორი 80 მგ-იანი და 160მგ-იანი ეფექტურად მოქმედებს 4-6 საათში, ხოლო მისი ხანგრძლივი გამოყენება უზრუნველყოფს სტაბილურ თერაპიულ ეფექტს.
როდის ინიშნება პრეპარატი და რა უნდა ვიცოდეთ მის მიღების წესზე
მედიკამენტის მიღება ექიმის რეკომენდაციის გარეშე დაუშვებელია - ის რეცეპტით გაიცემა. ასევე, აუცილებელია, სწორედ ექიმმა განსაზღვროს მედიკამენტის რომელი ფორმა და დოზა იქნება თქვენთვის საჭირო, რა ხანგრძლივობით უნდა მიიღოთ ის და ა.შ.
თუმცა, ცხადია, არსებობს ზოგადი სამედიცინო ჩვენებები, როდესაც მედიკამენტი გამოიყენება. ვალსაკორის ინსტრუქცია გვიჩვენებს, რომ მისი მიღება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
- არტერიული ჰიპერტენზია – მედიკამენტი საუკეთესო არჩევანია არტერიული წნევის კონტროლისთვის.
- გულის ქრონიკული უკმარისობა – პაციენტებში, რომლებიც არ იღებენ აგფ ინჰიბიტორებს, ვალსაკორი ეფექტურად ეხმარება გულის ფუნქციის გაუმჯობესებას.
- მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ – ვალსაკორი აუმჯობესებს პაციენტების სიცოცხლისუნარიანობას და ამცირებს რეციდივის რისკს.
ვალსაკორის ანოტაცია გვეუბნება, რომ მედიკამენტი მიიღება მხოლოდ პერორალურად, წყლის დახმარებით. თითოეული ტაბლეტი მიიღება ინდივიდუალურად, საკვებისგან დმაოუკიდებლად.
მისი დოზირება ხდება ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობის მიხედვით - სწორედ მკურნალი ექიმი შეგირჩევთ, პრეპარატის რომელი ფორმა და დოზა შეირჩეს თქვენი მადგომარეობის შესაბამისად. მაგალითად, ვალსაკორი 80მგ ითვლება, რომ არის საწყისი დოზა არტერიული ჰიპერტენზიის მართვისთვის. იმავე ხაზის 160მგ-იანი ტაბლეტები არის სტანდარტული დოზა, რომელიც უზრუნველყოფს არტერიული წნევის მაქსიმალურ კონტროლს. ხოლო ვალსაკორი H 80/12.5 მგ და ვალსაკორი H 160/25 მგ არის კომბინირებული ფორმები, რომლებიც შეიცავს შარდმდენს და აძლიერებს ჰიპოტენზიურ ეფექტს.
ანტიჰიპერტენზიული ეფექტი მაქსიმალურ დონეს აღწევს 4 კვირის შემდეგ, რაც აჩვენებს, რომ ვალსაკორი არის ხანგრძლივი თერაპიისთვის შესანიშნავი არჩევანია. თუმცა, არ მიიღოთ მედიკამენტი არანაირი ხანგრძლივობითა და შემადგენლობით თვითნებურად - ამის შესახებ ექიმმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
გვერდითი მოვლენები და უსაფრთხოების ზომები
ვალსაკორის ინსტრუქცია გვაფრთხილებს, რომ იშვიათად, მაგრამ შესაძლებელია ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა:
- თავბრუსხვევა და თავის ტკივილი – განსაკუთრებით საწყის ეტაპზე.
- გულისრევა და ფაღარათი – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.
- არტერიული ჰიპოტენზია – პაციენტებში, რომლებიც იღებენ შარდმდენებს.
პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში, აგრეთვე ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.
შეიძლება თუ არა ვალსაკორი ორსულებისთვის და ლაქტაციაზე მყოფი დედებისთვის?
არ არის რეკომენდებული მედიკამენტის გამოყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში, ხოლო მეორე და მესამე ტრიმესტრებში იგი უკუნაჩვენებია. ორსულობის დადგომის შემთხვევაში თერაპია უნდა შეწყდეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ალტერნატიული თერაპია შეუძლებელია. ორსულობის დაგეგმვისას პაციენტები უნდა გადავიდნენ ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებზე, რომელთა უსაფრთხოება დადასტურებულია.
ვალისკორის გამოყენების შესახებ რისკებზე არ არსებობს საკმარისი მონაცემები, თუმცა მისი ფეტოტოქსიურობა და ნეონატალური ტოქსიურობა დადასტურებულია. ფეტოტოქსიკურობა მოიცავს თირკმლის ფუნქციის დარღვევას, ოლიგოჰიდრამნიოზს, თავის ქალას ძვლოვანების განვითარების შეფერხებას, ხოლო ნეონატალური ტოქსიკურობა – თირკმლის უკმარისობას, ჰიპოტენზიას და ჰიპერკალიემიას.
თუ ვალსაკორის გამოყენება ხდებოდა ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან, რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციისა და თავის ქალას ძვლების ულტრაბგერითი გამოკვლევა. ახალშობილებში საჭიროა არტერიული წნევის კონტროლი ჰიპოტენზიის პრევენციისთვის.
მონაცემები ვალსარტანის დედის რძეში გამოყოფის შესახებ არ არსებობს, თუმცა ვირთხებში მისი გამოყოფა დაფიქსირებულია. შესაბამისად, უნდა შეწყდეს ან ლაქტაცია, ან ვალსარტანით თერაპია.
სად შევიძენთ პრეპარატს?
ვალსაკორის ფასი განსხვავდება სააფთიაქო ქსელებში, თუმცა მისი ღირებულება ხელმისაწვდობია, მისი ეფექტურობის გათვალისწინებით.
როგორც წესი, შედარებით მაღალია ვალსაკორი 160-ის ფასი. მისი შეძენა შესაძლებელია საქართველოშიც, PSP-ს სააფთიაქო ქსელში - როგორც ვებგვერდზე, ისე ფიზიკურად აფთიაქში მისვლით. გარდა ამისა, ფასი მუდმივად განახლებადია PSP.ge-ზე, სადაც ყიდვამდე შეგიძლიათ შეამოწმოთ კიდეც.
ვალსაკორი უნდა ინახებოდეს 30°C-მდე ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა ყოველთვის მითითებულია შეფუთვაზე და მისი გამოყენება ვადის გასვლის შემდეგ არ არის რეკომენდებული.
რატომ ვალსაკორი? — მედიკამენტის უპირატესობები
ვალსაკორი მრავალი მიზეზით ითვლება მედიკოსების ერთ-ერთ რჩეულ პრეპარატად. პირველ რიგში, ეს არის ხანგრძლივი მოქმედება – მისი ეფექტი ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში. გარდა ამისა, დაბალია გვერდითი მოვლენების განვითარების რისკიც.
მნიშვნელოვანი ფაქტორია მკურნალობის მოქნილობაც – მედიკამენტი გვხვდება როგორც მხოლოდ ერთი აქტიური ნივთიერება ვალსარტანით, ისე დამატებით ჰიდროქლორთიაზიდით. ეს კი მკურნალ ექიმს საშუალებას აძლევს, მედიკამენტი მრავალმხრივი გამოყენებისთვის დანიშნოს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account