რატომ ცხიმიანდება შუბლი და ცხვირი — ყველაფერი სახის T ზონაზე

სახის T-ზონა მოიცავს შუბლს, ცხვირსა და ნიკაპს — ეს ნაწილები ყველაზე მეტი ცხიმიანობით გამოირჩევა, რაც ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერაქტიურობითაა განპირობებული. სწორედ ამიტომაცაა, რომ სახის ამ ზონებზე ყველაზე ხშირად ჩნდება შავი წერტილები, ანთებითი გამონაყარი და ფართოვდება ფორები.

 

ზოგადად, ზემოხსენებული ჯირკვლების მოქმედება კანს გამოშრობისგან იცავს და მის ელასტიკურობას უზრუნველყოფს. უბრალო, როცა ეს პროცესი ჭარბად მიმდინარეობს, T ზონა ზედმეტად ცხიმიანდება. თავის მხრივ, ამას შეიძლება რამდენიმე წინაპირობა ჰქონდეს:

 

  1. ჰორმონალური დისბალანსი — ჰორმონების, განსაკუთრებით ანდროგენების, ჭარბი წარმოება აძლიერებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას. ძირითადად, ეს თავს იჩენს მოზარდობის, ორსულობის, მენსტრუალური ციკლის დროს ან სტრესულ მდგომარეობებში;
  2. კანის არასწორი რუტინა — არასწორად შერჩეული კოსმეტიკა, ზედმეტი წმენდა ან შეუსაბამო თავის მოვლის საშუალებების გამოყენება შეიძლება მნიშვნელოვნად ამძაფრებდეს ცხიმიანობას;
  3. გარემო პირობები — ცხელი და ტენიანი კლიმატი ცხიმის წარმოებას აძლიერებს, რაც T ზონაზე განსაკუთრებით მოქმედებს;
  4. კვების რაციონი — ცხიმიანი, შაქრის შემცველი ან გადამუშავებული საკვები ხშირად დაკავშირებულია ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერაქტიურობასთან.

 

როგორ მოვუაროთ T-ზონას სწორად? 

 

პირველ რიგში, აუცილებელია T ზონის რეგულარული წმენდა, რათა ფორები არ დაიხშოს. ამისათვის გამოიყენეთ ნაზი გამწმენდი საშუალებები, რომლებიც ფორებს ეფექტურად ასუფთავებს და, ამავდროულად, არ აშრობს კანს. ამასთან, მოერიდეთ ალკოჰოლის შემცველ პროდუქტებს, რადგან კანსაც აღიზიანებს და ცხიმიანობასაც აძლიერებს. ხოლო, მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად, კვირაში 1-2-ჯერ გამოიყენეთ ნაზი სკრაბი.

 

გარდა ამისა, კანის მახასიათებლებზე მორგებული ტონერი კარგად უმკლავდება ფორების დახურვასა და ცხიმის წარმოების რეგულირებას. ამ თვალსაზრისით, კარგია, თუ ტონერი შეიცავს ვიტამინ C-ს ან სალიცილის მჟავას; ასევე — ალოე ვერას ან ნიაცინამიდს დამამშვიდებელი ეფექტისთვის.

 

რაც შეეხება დატენიანებას, მიუხედავად ცხიმიანობისა, T ზონასაც აუცილებლად სჭირდება სწორად შერჩეული დამატენიანებელი. აქვე გაგიზიარეთ რამდენიმე მათგანს:

 

  1. La Roche-Posay-ის K+ Effaclar K+ — ეს არის არის მსუბუქი დამატენიანებელი, რომელიც განკუთვნილია ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის, შავი წერტილებისა და არათანაბარი ტექსტურის შესამცირებლად. მისი უნიკალური ფორმულა უზრუნველყოფს კანის განახლებას, ცხიმის რეგულირებასა და ანტიოქსიდანტურ დაცვას. 

 

ეს ყველაფერი კი გელ-ემულსიის ძირითადი ინგრედიენტების წყალობით: კერძოდ, სალიცილის მჟავა და LHA კომპონენტი უზრუნველყოფს ნაზ ექსფოლიაციას, ფორების გაწმენდასა თუ შავი წერტილების წარმოქმნის პრევენციას. ასევე, ვიტამინი E ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც კანს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან იცავს და ხელს უწყობს კანის ბარიერის გაძლიერებას.

 

ხოლო კარნოზინი ანტიოქსიდანტურ დაცვას უზრუნველყოფს, Airlicium კი მატირების ეფექტით გამოირჩევა — ჭარბს ცხიმს შთანთქავს და ამცირებს ბზინვარებას.

 

  1. ISIS PHARMA-ს აკნეს საწინააღმდეგო კრემი Teen Derm K — კრემი განკუთვნილია კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის, რომელიც მიდრეკილია მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გამონაყარისა თუ შავი წერტილებისკენ. მისი უნიკალური α-PURE® კომპლექსი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტებს, რომლებიც არეგულირებს ცხიმის წარმოებას, ასუფთავებს კანს, ამცირებს ანთებას და ატენიანებს მას. 

კრემის შემადგენლობაში შედის სალიცილის მჟავა, რომელიც ასუფთავებს ფორებს და ხელს უწყობს კანის ზედაპირის განახლებას; ასევე ავოკადოს ზეთი, რაც ცხიმის წარმოების რეგულირებაში მონაწილეობს. ხოლო ბოსველიას ექსტრაქტი ამცირებს ანთებას. 

  1. SVR-ის Sebiaclear Active გელი — ეს გელი განკუთვნილია მგრძნობიარე, აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის, რომელსაც თან ახლავს გამონაყარი, შავი წერტილები და ანთებითი პროცესი. მისი ფორმულა შეიცავს 14% გლუკონოლაქტონს, 4% ნიაცინამიდს და 0.5% სალიცილის მჟავას, რაც უზრუნველყოფს კანის ტექსტურის გაუმჯობესებას, ფორების გასუფთავებასა თუ ანთების შემცირებას. 

თანაც პროდუქტის გამოყენების შემდეგ, 7 დღეში უკვე შესამჩნევია ეფექტი: გამონაყარი და შავი წერტილები მცირდება, კანის ზედაპირი ხდება უფრო გლუვი. გელი ასევე ხელს უწყობს წითელი და ყავისფერი ლაქების შემცირებას.