
ჩვენი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია რეგულარული ვარჯიში, სპორტით დაკავება და ზოგადად, აქტიური ცხოვრება. ფიზიკურად დატვირთულ აქტივობებს შეიძლება თან ახლდეს სხვადასხვა შემაწუხებელი ან შემაფერხებელი ტრავმები. ასეთი შემთხვევებისთვის იწარმოება პრეპარატი პერსკინდოლი.
პერსკინდოლი შვეიცარიული წარმოების გლობალურად ცნობილი პრეპარატია. მას გამოყენების 40-წლიანი ისტორია აქვს. ეს გარეგანი გამოყენების სამკურნალო საშუალებაა, რომელსაც ძირითადად ტრავმის შედეგად გამოწვეული ტკივილის გაყუჩებისთვის იყენებენ.
საქართველოს ფარმაცევტულ მაღაზიებში ის შეიძლება სპრეის ან გელის სახით შეგხვდეთ, კონკრეტულად კი: პერსკინდოლი კლასკი სპრეი 150მლ; პერსკინდოლი კლასიკი გელი 100მლ ან პერსკინდოლი აქტივი გელი 100მლ. პრეპარატი გაიცემა უშუალოდ ფარმაცევტული დახლებიდან, რეცეპტის გარეშე.
პერსკინდოლის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, პრეპარატი ამ დასახელებით ბევრი სხვადასხვა შეფუთვით გაიცემა, ამ შემთხვევაში შევეხებით მხოლოდ პირადი მოხმარების პერსკინდოლის სპრეისა და გელს, გამოვყოფთ თუ რა განსხვავებაა მათ შორის. ასევე გიამბობთ თუ რა განსხვავებაა პერსკინდოლის აქტივ და კლასიკ პროდუქტებს შორის.
როდის იყენებენ პერსკინდოლის გელს
პერსკინდოლის გელი გამოიყენება კუნთებისა და სახსრების შემაწუხებელი ტკივილის დასაცხრობად. პერსკინდოლის გელი შესაძლებლობას აძლევს ადამიანს, რომ პრეპარატით ლოკალიზებული ტკივილის კერა დაფაროს. გელის მიღება უშუალოდ დაზიანების ადგილზე, კანზე წასმითა და შეზელით ხდება, რაც აადვილებს პერსკინდოლის საფუძვლიან შეწოვას ჩვენს ორგანიზმში. გელის გამოყენება უმჯობესია მცირე ზომის დაზიანებებისთვის, ასევე უფრო რეგულარული ტკივილების შესამსუბუქებლად.
როგორ გამოიყენება პერსკინდოლის სპრეი
პერსკინდოლის სპრეი, ანოტაციის მიხედვით, გელის მსგავსად კუნთებისა და სახსრების ტკივილისთვის გამოიყენება. სპრეი საშუალებას გვაძლევს რომ სწრაფად და მოხერხებულად დავფაროთ ჩვენი სხეულის დაზიანებული არეები. სპრეი განსხვავებით გელისგან არ საჭიროებს კანზე ხელით შეზელას და კანში მალევე შეიწოვება. მისი გამოყენება უფრო მოსახერხებელია სპორტული აქტივობის დროს. ასევე სპრეის გამოყენება შეიძლება უმჯობესი იყოს თუ დაზიანებული არე სენსიტიურია და ხელით შეხებისას იწვევს დისკომფორტს.
ორივე სახის პერსკინდოლის დაზიანების ადგილზე გამოყენებისას პირველი, რაც უნდა იგრძნოთ, არის გაგრილება, ხოლო შემდეგ კი გათბობა. პერსკინდოლ კლასიკსა და აქტივს შორის მთავარი განსხვავება სწორედ ამ გაგრილება/გათბობის ეფექტს ეხება. პერსკინდოლი კლასიკი პირველ რიგში გაგრილების შეგრძნებას იწვევს, ხოლო შემდეგ კი თანდათან მატულობს გათბობის შეგრძნება. პერსკინდოლ აქტივი უფრო მეტად კონცენტრირებულია დაზიანების არის გათბობაზე, რაც მალევე ახშობს ტკივილის შეგრძნებას.
პერსკინდოლი კლასიკი შეგიძლიათ გამოიყენოთ შედარებით მსუბუქი რეგულარული ტკივილებისთვის, ხოლო პერსკინდოლი აქტივი უფრო სპორტით დაკავებული ადამიანებისთვის არის რეკომენდებული, რადგან უფრო ინტენსიური, შემაფერხებელი ტკივილებისთვის არის განკუთვნილი.
პერსკინდოლის პროდუქტები, ანოტაციის მიხედვით, შეგიძლიათ გამოიყენოთ:
- კუნთების სპაზმების;
- წელისა და კისრის ტკივილის;
- სახსრების ტკივილის;
- რევმატული ტკივილის, ჩოგბურთელის იდაყვის და სხვა დაზიანებების სიმპტომური მკურნალობისთვის.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პერსკინდოლის გამოყენება არ გულისხმობს დაზიანებისგან განკურნებას.
პრეპარატის შედგენილობა და მოქმედების მექანიზმი
როგორც პერსკინდოლის ანოტაციაში ვკითხულობთ, მისი მოქმედი ნივთიერებები მზადდება სხვადასხვა მცენარეული ნაწარმისგან, როგორიცაა: მენთოლი; ფიჭვის წიწვების ზეთი; მარადმწვანე მცენარეების ზეთი (იგივე მეთილის სალიცილატი); როზმარინის ზეთი; ლავანდის ზეთი; ასევე დამატებითი არომატისთვის ლიმონისა და ფორთოხლის ზეთი.
ჩამოთვლილი ინგრედიენტების საშუალებით პერსკინდოლის პრეპარატი აღწევს გაგრილებისა და გათბობის ეფექტს, რაც აყუჩებს ტკივილს და ხელს უწყობს ანთებითი პროცესის ჩაცხრომას. ეს მოქმედების მექანიზმი შეგვიძლია ავხსნათ პერსკინდოლის ორ წამყვან ინგრედიენტზე - მენთოლსა და მეთილის სალიცილატზე - დაყრდნობით.
როდესაც მენთოლის ნივთიერება კონტაქტში შედის ჩვენს კანთან, ის მტკივნეულ არეზე არსებულ კანის კონკრეტულ რეცეპტორებს ააქტიურებს. ეს რეცეპტორები იწვევენ სიცივის შეგრძნებას, ზუსტად იმავენაირად, როგორც მენთოლის კევის დაღეჭვისას შევიგრძნობთ ხოლმე. ტკივილის დამაფიქსირებელი რეცეპტორები (ნოციცეპტორები) კონკურენციაში შედიან მენთოლის მიერ გააქტიურებულ “სიცივის რეცეპტორებთან”. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მენთოლს, ჩვენი ნერვული რეცეპტორების ყურადღება გადააქვს ტკივილიდან სიცივის შეგრძნებაზე, რაც იწვევს დროებით გაყუჩებას.
გარეგანი გამოყენების მენთოლმა ასევე შეიძლება შეაფერხოს ანთებითი პროცესი, რადგან მისგან მონიჭებული სიცივე ავიწროებს სისხლძარღვებს და ასევე კანში შეწოვილი მენთოლი არეგულირებს ანთების წამახალისებელი ცილების გამოყოფას ორგანიზმში.
მეთილის სალიციტი ჩვენს ორგანიზმთან კონტაქტის შემდეგ მოქმედებს, როგორც ტკივილგამაყუჩებელი, რადგან აფერხებს ერთ-ერთი ფერმენტის მიერ პროსტაგლანდინების სინთეზს. პროსტაგლანდინი არის ჰორმონი, რომელიც პასუხისმგებელია ტკივილისა და ანთებითი პროცესის “გაჟღერებაზე” ჩვენს ორგანიზმში. მათი გადაჭარბებული რაოდენობა იწვევს გადამეტებულ ანთებას და გადამეტებულ ტკივილს შეგრძნებას.
განსხვავებით მენთოლისგან მეთილის სალიციტი ათბობს მის გამოყენების არეს. მონიჭებული სითბოს ეფექტი აფართოებს სისხლძარღვებს და შეიძლება ხელი შეუწყოს და მოადუნოს დაჭიმული კუნთები.
პროსტაგლანდილი, როგორც ვახსენეთ ანთების წამახალისებელი ჰორმონია, მეთილის სალიციტი მათი შეფერხებით მსუბუქად ახდენს გავლენას ანთებითი პროცესის ჩაცხრომაზე.
როგორია პრეპარატის გამოყენების წესი
პერსკინდოლის გელის გამოყენებისთვის საჭიროა ხელების დაბანა საპნითა და წყლით, შემდეგ კი შეგიძლიათ მისი მცირე ოდენობა აიღოთ და ნაზად შეიზილოთ დაზიანებულ ადგილზე, იქამდე სანამ გელი მთლიანად არ შეიწოვება კანში.
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ კანისთვის. ეცადეთ, რომ არ მოხვდეს თვალების, ცხვირის, პირის ან გენიტალიების არეში. ასევე პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ღია ჭრილობებზე ან დაზიანებულ კანზე.
მსუბუქი ტკივილებისთვის ამ პროცედურის გამეორება შეგიძლიათ დღეში 3-4-ჯერ, თუმცა დოზირებისთვის, თქვენი ასაკიდან გამომდინარე, მაინც რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.
პერსკინდოლის სპრეის გამოყენებისთვის შეგიძლიათ, უბრალოდ, სპრეით თანაბრად დაფაროთ დაზიანებული არე. დაელოდეთ, როდის შეიწოვს მას კანი, არ არის საჭირო სპრეის ხელით შეზელა. მოერიდეთ სპრეის შესუნთქვას. ეს პროცედურა, როგორც გელის შემთხვევაში, შეგიძლიათ გაიმეოროთ დღეში რამდენჯერმე.
პერსკინდოლის უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები
პერსკინდოლის ალერგიული რეაქციების გარდა სხვა უკუჩვენებები არ ახასიათებს, თუმცა მიცრე ასაკის ბავშვებისთვის, მიღებამდე რეკომენდებულია ექიმთან შეთანხმება. ასევე რეკომენდებულია მოერიდოთ სხვა გარეგანი გამოყენების პრეპარატებთან ერთად პერსკინდოლის მიღებას.
პერსკინდოლის გვერდითი მოვლენები ასევე საკმაოდ იშვიათია, თუმცა შესაძლებელია გამოვლინდეს ზომიერი ქავილის, კანის სიწითლის ან წვის შეგრძნების სახით. გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account