ლოტამილი — ვაგინალური სანთლები საშოს ლორწოვანის ჰიდრატაციისა და მიკროფლორის აღსადგენად

ლოტამილი (Lotamile) წარმოადგენს ვაგინალურ სანთელს, რომლის ხელმისაწვდომი ორი ვერსია ერთმანეთისგან აქტიური ნივთიერებით განსხვავება — ლოტამილი ჰიალურონის შემთხვევაში ეს არის ჰიალურონის მჟავა, ხოლო ლოტამილი ბორის შემთხვევაში — ბორის მჟავა. როგორც წესი, მათი ფასები იდენტურია.

 

ლოტამილის ორი ვერსია — რა მსგავსებები და განსხვავებებია მათ შორის?

 

მედიკამენტის ორივე ვერსია:

 

  • საშოს ლორწოვანის ბუნებრივ დამატენიანებელ ეფექტს ქმნის; 
  • ხელს უწყობს საშოს ელასტიკურობის აღდგენას;
  • ხასიათდება ადგილობრივი ანალგეზიური (ტკივილის შემამსუბუქებელი) და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით;
  • ხელს უწყობს საშოს და საშვილოსნოს ყელის ლორწოვანის ეპითელიზაციას (პროცესი, რომლის დროსაც კანის ან ლორწოვანი გარსის დაზიანებულ ზედაპირზე წარმოიქმნება ახალი ეპითელური უჯრედები, რომლებიც ავსებს დეფექტს და აღადგენს ქსოვილის მთლიანობას. ეპითელური უჯრედები კი, თავის მხრივ, წარმოადგენს უჯრედების ნებისმიერ უწყვეტ ფენას, რომელიც სხეულს ან მის ნაწილებს გარედან ფარავს ან სხეულის ღრუებს შიგნიდან ამოფენს);
  • აღადგენს საშოს „მიკრობიომის“ (საშოში მობინადრე ბაქტერიებისა და სხვა მიკროორგანიზმების ერთობლიობა);
  • გამოირჩევა ანტიმიკრობული და ანტივირუსული აქტივობებით;

 

ლოტამილი ბორით კი, გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა:

 

  • ხასიათდება ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებით. მედიკამენტი მათ შორის გამოირჩევა მაღალი მგრძნობელობით C.Glabrata-სა (საფუარის სახეობა, რომელიც ნაწლავის მიკრობიომის ბუნებრივი ნაწილია) და G.Vaginalis-ის (ბაქტერია, რომელიც ვაგინაში ბინადრობს) მიმართ;
  • აღადგენს ვაგინალურ ფლორას და აბალანსებს საშოს PH-ის მაჩვენებელს.

 

რაც შეეხება ჩვენებებს, ისინი ლოტამილის ჰიალურონის მჟავის შემცველი ვერსიისთვის ასეთია:

 

  • საშოს ქავილი, წვა, სიწითლე, ანთება, სიმშრალე;
  • დისპარეუნია (ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს)
  • ვაგინალური ლორწოვანის ჰიდრატაციის აღდგენა;
  • ვულვოვაგინალური ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • ვაგინალური PH-ის რებალანსირება;
  • გინეკოლოგიური ფიზიოპროცედურები (ლაზერული თერაპია, DTC, რადიოთერაპია, კრიოთერაპია)
  • ლოგინობის ხანის (მშობიარობის შემდგომი პერიოდი, რომელიც, როგორც წესი, 6-8 კვირას მოიცავს) მართვა;
  • ლეიკოპლაკია (გარეთა სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსის დაზიანება და ანთება) და კერატოზები (კანის დაავადებათა ჯგუფი, რომელთაც კანის ზედა ფენის გასქელება ახასიათებს).

 

ლოტამილი ბორის სანთლების შემთხვევაში კი ჩვენებები ასეთია:

  • ვაგინალური ფლორის აღდგენა;
  • ვაგინალური PH-ის რებალანსირება;
  • გინეკოლოგიური ფიზიოპროცედურები (ლაზერული თერაპია, DTC, რადიოთერაპია, კრიოთერაპია);
  • მორეციდივე სოკოვანი (RVC) და ბაქტერიული (RBV) ვულვოვაგინიტები.

საგულისხმოა, რომ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ლოტამილის რაიმე უკუჩვენება კლინიკური კვლევებით დადასტურებული არ არის და მედიკამენტი ექიმის მიერ ინიშნება.

გარდა ამისა, პრეპარატის არცერთი ვერსიის ანოტაციაში მითითებული არ არის უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები.

როგორია ვაგინალური სანთლების დოზირება?

ინსტრუქციის თანახმად, ლოტამილი ჰიალურონით დღეში ერთხელ ინიშნება და მისით მკურნალობის ხანგრძლივობა 5-10 დღეა. მედიკამენტის ბორის მჟავის შემცველი ვერსიის დოზაც დღეში 1 სანთელს შეადგენს, თუმცა მკურნალობის ხანგრძლივობა ამ შემთხვევაში 14-21 დღეს აღწევს.