ორნოვინი - პრეპარატი თავის ტვინის ჯანმრთელობისთვის

მედიკამენტი ორნოვინი ბუნებრივი ინგრედიენტებისა და ვიტამინების უნიკალურ კომბინაციას წარმოადგენს. ეს შედგენილობა მიზნად ისახავს ნერვული სისტემის, მეხსიერებისა და გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებას. 

პრეპარატი გამოიყენება ნეირომეტაბოლური და ანგიოპროტექტორული მკურნალობისთვის და ხელს უწყობს სტრესულ სიტუაციებში ფსიქოემოციური ბალანსის შენარჩუნებას.

ორნოვინის შედგენილობა და მოქმედების მექანიზმი 

ორნოვინის შემადგენლობში შედის სხვადასხვა ბუნებრივი ინგრედიენტები და ვიტამინები, რომლებიც ნერვული და სისხლძარღვოვანი სისტემების ოპტიმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად არის შექმნილი. მისი ძირითადი კომპონენტებია:

  • ფოსფატიდილსერინი და ფოსფატიდილქოლინი: ეს ფოსფოლიპიდები აუმჯობესებენ ნერვული უჯრედების მუშაობას, იცავენ მათ დაბერებისგან და ხელს უწყობენ მეხსიერების გაუმჯობესებას.
  • გინკო ბილობა: ზრდის სისხლის მიმოქცევას თავის ტვინში, აუმჯობესებს მეხსიერებას და გონებრივ სიცხადეს.
  • დიმეთილგლიცინი: ამცირებს ფსიქოემოციურ დაძაბულობას და აუმჯობესებს ძილის ხარისხს.
  • ვიტამინები B1, B2, B6, B12 და ფოლიუმის მჟავა: მონაწილეობენ ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში, ხელს უწყობენ უჯრედების რეგენერაციას და აუმჯობესებენ ენერგეტიკულ ბალანსს.
  • ინოზიტოლი: მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნეიროსიგნალების გადაცემასა და ღვიძლის რეგენერაციაში.

ეს უნიკალური კომბინაცია პრეპარატი ორნოვინს იდეალურ საშუალებად ხდის ნერვული და სისხლძარღვოვანი დაავადებების მკურნალობისთვის.

როგორია პრეპარატის გამოყენების ძირითადი ჩვენებები 

ორნოვინი რეკომენდებულია შემდეგი გართულებებისა და დაავადებების სამკურნალოდ, ან სამართავად: 

  • ცერებრო-ვასკულარული პათოლოგიები: დისცირკულატორული ენცეფალოპათია, ათეროსკლეროზი და ინსულტების აღდგენითი პერიოდი.
  • ნერვული და ფსიქოლოგიური დარღვევები: დეპრესია, ძილის დარღვევა, კონცენტრაციის პრობლემები.
  • ტრავმული დაზიანებები: თავისა და ზურგის ტვინის დაზიანებების შემდგომი რეაბილიტაცია.
  • ნეიროსენსორული დარღვევები: შუილი ყურებში, თავბრუსხვევა და მხედველობის ასაკობრივი გაუარესება.
  • მეხსიერების და ინტელექტუალური ფუნქციების გაუარესება: განსაკუთრებით სტრესულ სიტუაციებში და გონებრივი დაღლილობის დროს.

ორნოვინის მიღების წესი და გვერდითი მოვლენები 

მიუხედავად იმისა, რომ მედიკამენტი ურეცეპტოდ გაიცემა, მნიშვნელოვანია მის მიღებამდე კონსულტაცია გავიაროთ ექიმთან. თუმცა, არსებობს ორნოვინის მიღების ზოგადი წესიც.

შეფუთვაში, როგორც წესი, ორნოვინის 30 ტაბლეტია - ეს იძლევა ეფექტიანი და მარტივი მკურნალობის შესაძლებლობას. მოზრდილებში რეკომენდირებულია 1 ტაბლეტის მიღება დღეში 2-3-ჯერ ჭამის შემდეგ, ხოლო ბავშვებში 8 წლიდან – 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 1-3 თვეს, თუმცა, უმჯობესია ხანგრძლივობა ექიმის კონსულტაციის შემდეგ განისაზღვროს.

პრეპარატი ორნოვინი იშვიათად იწვევს გვერდით მოვლენებს. ზოგიერთ პაციენტში შესაძლებელია თავბრუსხვევა, თავის ტკივილი ან ალერგიული რეაქცია. ორნოვინის ანოტაციის თანახმად უკუჩვენებები მოიცავს მომატებულ მგრძნობელობას პრეპარატის შემადგენელი ინგრედიენტების მიმართ.

ორნოვინის ფასი საქართველოში საკმაოდ ხელმისაწვდომია და მისი ყიდვა შესაძლებელია რეცეპტის გარეშე. პრეპარატი შეგიძლიათ PSP-ს სააფთიაქო ქსელში შეიძინოთ - როგორც ონლაინ, ისე აფთიაქში მისვლით.