
წამალი ენრელაქსი არის ეფექტიანი ფიტოპრეპარატი, რომელიც დამზადებულია ბუნებრივი კომპონენტებისგან. ის განკუთვნილია ნერვული დაძაბულობის, შფოთვისა და უძილობის შესამცირებლად.
უნიკალური შედგენილობა და ენრელაქსის ანოტაციაში მოცემული ინსტრუქციები ნათლად აჩვენებს, რომ ეს პრეპარატი იდეალურია როგორც ყოველდღიური სტრესის მოსახსნელად, ასევე ძილის აღდგენის ხელშესაწყობად.
როდის იღებენ პრეპარატს?
თუ გაწუხებთ შფოთვა, უძილობა ან ფსიქოემოციური დაძაბულობა, ენრელაქსი საუკეთესო არჩევანია. მისი ნატურალური შედგენილობა და ენრელაქსი აქუილეიას დამტკიცებული ეფექტიანობა უზრუნველყოფს სიმშვიდეს და კომფორტს თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე.
ენრელაქსი დაგეხმარებათ სტრესის დამარცხებაში და მშვიდი ცხოვრების დაბრუნებაში. მიმართეთ სპეციალისტს, მიიღეთ ენრელაქსი კაფსულა და დააბალანსეთ თქვენი ემოციური მდგომარეობა უსაფრთხოდ და ბუნებრივად.
ენრელაქსის შედგენილობა და მოქმედების მექანიზმი
კომპანია აქუილეა ენრელაქსის მწარმოებელია - ეს ესპანური ბრენდი საერთაშორისო სტანდარტების დაცვითა აწარმოებს ფარმაცევტულ პროდუქციას. ქართულ ბაზარზე მედიკამენტი სააფთიაქო ქსელ PSP-შია წარმოდგენილი - აქ ენრელაქსი კაფსულის სახით გვხვდება.
ენრელაქსი შეიცავს სამი ძირითადი მცენარის ექსტრაქტს:
- კატაბალახას ექსტრაქტი (100 მგ): ცნობილია თავისი დამამშვიდებელი თვისებებით. იგი ეფექტურად ამცირებს ნერვულ დაძაბულობას და ხელს უწყობს მშვიდ ძილს.
- პასიფლორას ექსტრაქტი (100 მგ): მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ამცირებს შფოთვას და ნევროზულ მდგომარეობას.
- კუნელის ექსტრაქტი (100 მგ): უზრუნველყოფს გულისა და ტვინის სისხლძარღვების გაფართოებას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს აგზნებადობას.
ამ კომპონენტების ურთიერთქმედება ენრელაქსს კიდევ უფრო ეფექტიან პრეპარატად აქცევს. აღსანიშნავია, რომ ის არ იწვევს დამოკიდებულებას და შეიძლება გამოყენებულ იქნას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
როდის გამოვიყენოთ ენრელაქსი?
ენრელაქსის ანოტაციის თანახმად, პრეპარატი რეკომენდებულია შემდეგი მდგომარეობების დროს:
- ნერვული აგზნებადობა და შფოთვა: ნებისმიერი ტიპის ფსიქოემოციური დაძაბულობის დროს.
- უძილობა: პრეპარატი ხელს უწყობს ძილის ხარისხის გაუმჯობესებას და აღდგენას.
- კარდიონევროზი: ენრელაქსი გულის არითმიისა და ნევროზული მდგომარეობების შემსუბუქებას ახერხებს;
- ასთენია: პრეპარატს ნიშნავენ ემოციური და ფიზიკური გამოფიტვის დროს.
ეს პრეპარატი განსაკუთრებით ეფექტიანია კარდილოგიური და ენდოკრინული პრობლემების თანმხლები შფოთვის და აგზნებადობის დროს.
მართალია, მედიკამენტი ურეცეპტოდ გაიცემა, თუმცა, ექიმთან კონსულტაციის გარეშე მისი მიღება არასწორი იქნება - თვითმკურნალობის ნაცვლად, უმჯობესი იქნება, სპეციალისტს გაესაუბროთ.
როგორია ენრელაქსის დოზირება და ინსტრუქცია
კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც სპეციალისტთან გასაუბრება და ენრელაქსის მიღება მისი კონსულტაციით იქნება უმჯობესი, წამლის დოზირებაა. მართალია, არსებობს ზოგადი წესებიც, თუმცა, თქვენი საჭიროებების მიხედვით ენრელაქსის დოზა სწორად ექიმმა უნდა განგისაზღვროთ.
ენრელაქსი ინსტრუქციის თანახმად კი ზოგადი დოზირება შემდეგნაირია:
- მიიღეთ 1 კაფსულა 2-3 ჯერ დღეში, სასურველია ჭამის შემდეგ.
- მკურნალობის კურსი შეზღუდული არ არის. ხანგრძლივი გამოყენება უსაფრთხოა და არ იწვევს დამოკიდებულებას.
უკუჩვენებები და უსაფრთხოება
ენრელაქსის უკუჩვენება შეიძლება იყოს:
- 6 წლამდე ასაკის ბავშვები.
- ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
მნიშვნელოვანია, რომ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ენრელაქსის დანიშვნა შესაძლებელია. თუმცა, ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მედიკამენტი ექიმმა დაგინიშნოთ და არ დაიწყოთ მისი მიღება თვითნებურად, რადგან საქმე ნაყოფსა და ჩვილ ბავშვს ეხება.
პრეპარატი ხელმისაწვდომია 24-კაფსულიან შეფუთვაში. ხოლო რაც შეეხება ღირებულებას - ენრელაქსის ფასი დამოკიდებულია მრავალ გარემოებაზე და ცვალებადია
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account