
ნისტატინი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემის, სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატია, რომელსაც ყველა ასაკის ადამიანი მოიხმარს.
იგი გამოიყენება Candida-ს სახეობის სოკოებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ. ნისტატინს მოქმედების მექანიზმი შემდეგია — იგი აზიანებს სოკოს უჯრედის მემბრანას, რაც შემდგომში სოკოვანი უჯრედების საბოლოო განადგურებას იწვევს.
რა ჩვენებების დროს გამოიყენება ნისტატინი?
ნისტატინის გამოყენება ჯამრთელობის სხვადასხვა პრობლემის დროს არის რეკომენდებული. სოკოვანი ინფექციების გავრცელება მთელ ორგანიზმში ძალზე სწრაფად მიმდინარეობს. ეს კი ზიანის მომტანია როგორც ორგანიზმის შიგნით მიმდინარე პროცესებისთვის, ასევე მის გარეთ.
აქედან გამოდინარე, ნისტატინის მიღება შინაგანი და გარეგანი საჭიროებისთვის სხვადასხვა სახით არის შესაძლებელი. იმის გათვალისწინებით, თუ რა სახის პრობლემისთვის ვიყენებთ პრეპარატს, არსებობს მედიკამენტის გარეგანი და შინაგანი მოხმარებისთვის განკუთვილი ფორმები. მაგალითად: ნისტატინის ტაბლეტები, მალამო, სპრეი და სანთელი.
მოდით კონკრეტულად განვიხილოთ ზემოთ ჩამოთვლილი ნისტატინის სახეობების გამოყენების ჩვენებები:
პირველი და ყველაზე გავრცელებული ტუჩის და პირის ღრუს კანდიდოზია (კანდიდა ე.წ. სტომატიტი). ნისტატინი ხშირად გამოიყენება ტუჩის და პირის ღრუს სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ, ამ დროს შეიძლება გამოვიყენოთ ნისტატინის კრემი ან სუსპენზია, პასტილი.
შემდეგი არის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კანდიდოზი: ამ შემთხვევაში ნისტატინი მიიღება შინაგანი გამოყენებისთვის განკუთვილი ტაბლეტების ან კაფსულების სახით. ნისტატინის ტაბლეტი განკუთვნილია სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ, რომელიც ძირითადად კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ახდენს გავლენას.
ასევე ხშირად გვხდება კანის სოკოვანი ინფექციები. ისინი ძალზე გავრცელებულია თითქმის ყველა ასაკის ადამანში, ამიტომაც მედიკამეტოზური მკურნალობა ერთ-ერთი უპირობო გამოსავალია. ამ შემთხვევაში იყენებენ გარეგანი გამოყენებისთვის განკუთვნილ ნისტატინის მალამოებსა და კრემებს, რომელიც აქტიურად გამოიყენება კანის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ. მაგალითად ისეთი პრობლემის დროს როგორიცაა ინტერტრიგო (სოკოს მიერ გამოწვეული ანთებითი კერები სხეულზე).
უნდა გამოვყოთ ვაგინალური კანდიდოზი, რომელსაც ვაგინალურ სოკოვან ინფექციას ან ვაგინალურ მიკოზს უწოდებენ. ეს უკანასკნელი სოკოვანი ინფექციაა, რომელიც გამოწვეულია Candida-ს ტიპის სოკოს მიერ. ვაგინალური კანდიდოზის მკურნალობისთვის მოიხმარენ ადგილობრივი გამოყენებისთვის საჭირო პრეპარატებს, როგორიცაა ნისტატინის სუპოზიტორიები (ნისტატინის სანთელი) ან ვაგინალური ტაბლეტები. ნისტატინი, სანთელის სახით, პირდაპირ მოქმედებს ინფექციის კერაზე და ანდგურებს ინფექციის გამომწვევ სოკოს.
რამდენად უსაფრთხოა ნისტატინი ბავშვებისთვის?
მიიჩნევა, რომ ნისტატინი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო პრეპარატია ბავშვებისთვის, რა თქმა უნდა, როდესაც შესაბამისი დოზირებით ხდება მისი მიღება და მკურნალობის პროცესი ექიმის რეკომენდაციითა და მეთვალყურეობით მიმდინარეობს.
ნისტატინი ხშირად გამოიყენება ჩვილებშიც კი, ორალური კანდიდოზის, სოკოვანი ინფექციების შედეგად გაჩენილი გამონაყრის სამკურნალოდ. ამ შემთხვევაში ძირითადად ნისტატინის სპრეის, მალამოს ან ტაბლეტს იყენებენ, რომელთა უსაფრთხოება და ეფექტიანობა ამ ასაკობრივ ჯგუფში დადასტურებულია.
ნისტატინის გამოყენება სტომატიტის დროს
უნდა გამოვყოთ ისეთი გავრცელებულ ინფექცია, როგორიც სტომატიტია, (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება). იგი შეიძლება სხვადასხვა მიზეზის გამო განვითარდეს და გამოიხატოს როგორც მცირე წყლულების, სიწითლის, შეშუპების, ანთების, ისე სხვა ცვლილებების სახით პირის ღრუს სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის ღრძილებში, ენაზე, ტუჩებზე, ლოყებზე ან ყელზე.
ნისტატინის გამოყენება რეკომენდებულია, როდესაც გამოიხატება სოკოვანი სტომატიტი (ორლალური კანდიდოზი), რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამოწვეულია Candida-ს სოკოთი და ხშირად გვხვდება ჩვილებსა თუ ზრდასრულებში, ასევე იმ პირებში, ვისაც სუსტი იმუნური სისტემა აქვთ. იგი გამოიხატება თეთრი ლაქების ან ნადების სახით, რომელიც მარტივად სცილდება ლორწოვანი გარსიდან.
ნისტატინის გამოყენება სტომატიტის დროს განსაკუთრებით ეფექტიანია, თუ მკურნალობა დროულად იწყება და დანიშნულებისამებრ მიმდინარეობს. ამ მედიკამენტის მიღება მიზანშეწონილია ექიმის რჩევით, რათა მიაღწიოთ საუკეთესო შედეგს და თავიდან აიცილოთ ინფექციის განმეორება.
ნისტატინის დოზირება
ნისტატინის დოზირება და გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ექიმის რეკომენდაციაზე და ინფექციის სიმძიმეზე. ჩვეულებრივ, ნისტატინი გამოიყენება დღეში 4-ჯერ რამდენიმე დღის ან კვირების განმავლობაში, სანამ ინფექცია სრულად არ განიკურნება. უფრო დეტალურად კი ქვემოთ განვიხოლოთ ნისტატინის მიღების შესაძლო დოზები.
პირის ღრუს სტომატიტისთვის რეკომენდებულია ნისტატინი სუსპენზიის სახით, რომელსაც ჩვეულებრივ იღებენ დღეში 4-ჯერ. 1-2 მლ სუსპენზია უნდა გააჩეროთ პირში რამდენიმე წუთით, შემდეგ კი გადაყლაპოთ. ეს უზრუნველყოფს პრეპარატის კარგ კონტაქტს ინფიცირებულ უბნებთან., მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 48 საათის განმავლობაში მას შემეგაც კი, როდესაც სიმპტომები გაქრობა, რათა თავიდან აიცილოთ ინფექციის განმეორება.
ტაბლეტების ან პასტილების შემთხვევაში ნისტატინი იხსნება პირის ღრუში. მნიშვნელოვანია, რომ ტაბლეტი ნელ-ნელა გაიხსნას, რათა ნისტატინი მაქსიმალურად კონტაქტში შევიდეს ინფიცირებულ უბნებთან, მიიღება ერთი ტაბლეტი ან პასტილი დღეში 3-4-ჯერ.
ნისტატინის კრემი ან მალამო დაიტანება სუფთა და მშრალ კანზე, თხელი ფენის სახით, ჩვეულებრივ, დღეში 2-4-ჯერ. სასურველია, გამოიყენოთ მანამ, სანამ ინფექცია მთლიანად არ განიკურნება და სიმპტომების გაქრობიდან რამდენიმე დღის განმავლობაშიც, რათა თავიდან აიცილოთ ინფექციის განმეორება.
ნისტატინის გვერდითი მოვლენები
მიუხედავად იმისა, რომ ნისტატინი ზოგადად უსაფრთხო პრეპარატად მიიჩნევა, შესაძლოა მცირედ მაინც გამოვლინდეს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა გემოს ცვალებადობა, ნერწყვდენის გაძლიერება და იშვიათად, კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული დისკომფორტი.
ნისტატინის მიღების მეთოდი და დოზა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფორმით არის პრეპარატი და რა ტიპის ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენება.
უმეტესწილად, ნისტატინის გამოყენების შესაძლო გვერდითი მოვლენები შემდეგია:
- კუჭ-ნაწლავის სიმპტომები: გულისრევა, დიარეა, მუცლის ტკივილი ღებინება;
- ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ან ჭინჭრის ციება, ქავილი, შეშუპება (განსაკუთრებით სახისა, ტუჩებისა, ენის ან ყელის) და სუნთქვის გაძნელება (ძალიან იშვიათი, მაგრამ საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარება);
- კანის რეაქციები (ადგილობრივი გამოყენების დროს): კანზე წვა ან გაღიზიანება, სიწითლე და ძალიან იშვიათად სერიოზული ალერგიული რეაქციები;
- რეგიონული რეაქციები (ორლალური სუსპენზიის გამოყენებისას): პირის ღრუს გაღიზიანება, გემო შერბილება და უცნაური გემო პირში.
მსუბუქი სიმპტომები: უმეტეს შემთხვევაში, მსუბუქი გვერდითი მოვლენები თავისით ქრება და არ საჭიროებს მკურნალობას. მნიშვნელოვანია გააგრძელოთ პრეპარატის მიღება, თუ ექიმი არ გირჩევთ მის შეწყვეტას.
მძიმე ალერგიული რეაქციები: თუ აღმოაჩენთ სერიოზულ ალერგიულ რეაქციებს, როგორიცაა სახის, ან ყელის შეშუპება, ან სუნთქვის გაძნელება, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account