მარიალი - გელი გულძმარვისა და ხველის სამკურნალოდ

მარიალი არის იტალიური წარმოების გასტროეზოფაგური რეფლუქსისა და ლარინგოფარინგეალური რეფლუქსი დროს გამოსაყენებელი სამკურნალო საშუალება.

 

მარიალის გელი გამოიყენება ჯანმრთელობის შემდეგი გართულებების დროს:

  • საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებებისას, რომლებსაც თან სდევს მომატებული ან ნორმალური სეკრეტორული ფუნქცია;

 

  • დისპეფსიისას, რომელიც გულისხმობს დისკომფორტს, ტკივილს ეპიგასტრიუმის მიდამოში, გულძმარვას, გულისრევას, ბოყინს, ღებინებას, მუცლის შებერილობა (მათ შორის ორსულობის პერიოდში);

 

  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებებისას, როგორიცაა პეპტიური წყლული, ეროზია, დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი, მწვავე გასტრიტი, ქრონიკული გასტრიტი გამწვავების ფაზაში, რეფლუქს-ეზოფაგიტი, დუოდენო-გასტრალური რეფლუქსი, ტოქსიკური გასტროენტერიტი და კოლიტი

 

  • ასევე ჭარბი ალკოჰოლის, ყავის, ნიკოტინის და არასწორი კვებით გამოწვეული დისპეფსია, ლარინგო-ფარინგეალური რეფლუქსი და გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება ორსულებში.

 

მარიალი იწარმოება გელის სახით, იგი არის 15 მლ-იანი სტიკი.

 

რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატის შედგენილობაზე? 

 

მარიალი შედგება შემდეგი ნივთიერებებისგან:

  • E-gastryal (ჰიალურონის მჟავა, ჰიდროლიზური კერატინი, ტარას და ქსანტანის ფისი, გამოხდილი წყალი)
  • მაგნიუმის ალგინატი
  • სუკრალოზა
  • კალიუმის სორბიტი
  • ნატრიუმის ბენზოატი
  • არომატორი
  • გამოხდილი წყალი.

 

მარიალის შედგენილობაში შემავალი ნივთიერებები ამცირებენ გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადებისა (გულძმარვა, ტკივილი ეპიგასტრიუმში, გულისრევა) და ლარინგოფარინგეალური რეფლუქსის (ხველა, დისფონია, ოდინოფაგია, ლარინგოსპაზმი, არასასიამოვნო სუნი პირიდან, ასთმა, დისპნოე, რინორეა) სიმპტომებს. 

 

კერძოდ:

  • მაგნიუმის ალგინატი ბოჭავს წყალბადის იონებს, ქმნის ბარიერულ დამცავ გარსს ლორწოვანზე.

 

  • საშუალო მოლეკულური წონის ჰიალურონის მჟავა ხელს უწყობს კუჭის ლორწოვანი გარსის რეგენერაციას.

 

  • ჰიდროლიზური კერატინი იცავს ეპითელიუმს დაზიანებისგან.

 

  • ტარას და ქსანტანის ფისი კი არის ნატურალური პოლიმერული ნივთიერება, რომელიც უზრუნველყოფს ძირითადი მოქმედი ნივთიერების სწრაფ და ხანგრძლივ კონტაქტს ლორწოვან გარსზე.

შესაბამისად, აღნიშნული ნივთიერებების კომპოზიცია ეწებება საყლაპავის  ტრაქტის ლორწოვან გარსს, მოქმედებს ლოკალურად და იცავს ლორწოვან გარსს აგრესიული ფაქტორების (ნაღვლის მჟავები, მარილმჟავა) დამაზიანებელი მოქმედებისაგან და ამასთანავე, ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის ფუნქციის აღდგენას. 

 

მარიალი არ შეიცავს გლუტენს, GMO-სა და ლაქტოზას.

 

მარიალის უკუჩვენება, მიღების წესი და დოზირება

 

მარიალის გელის უკუჩვენება ვლინდება ჰიპერმგრძნობელობაში მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ.

 

მარიალის გელის გამოყენებისას მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ, რომ სტიკი აუცილებლად უნდა შეანჯღრიოთ გამოყენების წინ.

რაც შეეხება დოზებს, მარიალის გელის დოზები განსხვავდება ასაკის მიხედვით. კერძოდ:

 

  • 3-12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება ½ სტიკი (7.5მლ) 2-ჯერ დღეში, ჭამიდან 30 წუთის გასვლის შემდეგ.

 

  • 12 წლიდან ზევით მოზრდილებში კი გამოიყენება 1 სტიკი (15 მლ) 2-ჯერ დღეში, ჭამიდან 30 წუთის გასვლის შემდეგ.

 

გასათვალისწინებელია, რომ მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.

 

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ ექიმის მიერ დანიშნულ რეკომენდებულ დოზას. 

 

არასასურველი ეფექტის ან გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში კი აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

 

მარიალის გელის გვერდითი მოვლენა შესაძლოა გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობით მედიკამენტის შემადგენელი რომელიმე ნივთირების მიმართ.

 

მარიალის გელი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. რაც შეეხება ვარგისიანობის ვადას, მნიშვნელოვანია, რომ გელი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ასევე, არ გამოიყენება თუ შეფუთვა დაზიანებულია. 

 

მარიალის გელი განეკუთვნება მედიკამენტების III ჯგუფს, შესაბამისად, აფთიაქიდან მისი გაცემა შესაძლებელია ურეცეპტოდ.