კამელოტი  -  ყველაფერი, რაც ამ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატის შესახებ უნდა ვიცოდეთ

კამელოტი (CAMELOT) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალებაა, რომელიც სხვადასხვა შემთხვევებში ტკივილისა და ანთებითი პროცესების სამკურნალოდ გამოიყენება. პრეპარატი ძირითადად, ინიშნება: ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის და ანკილოზური სპონდილიტის დროს. გარდა ანთების საწინააღმდეგო თვისებისა, მას ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედებაც გააჩნია.

კამელოტის აქტიური ნივთიერება არის მელოქსიკამი, რომელიც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს მიეკუთვნება. ორგანიზმში მელოქსიკამი მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ეფექტიანად უმკლავდება პრობლემას.

სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია პრეპარატის  ორი ფორმა ესენია: კამელოტის ტაბლეტები და ამპულები. 

ბლოგში დეტალურად გაეცნობით ინფორმაციას კამელოტის მოქმედებისა და თვისებების შესახებ.

რა ჩვენებების დროს ინიშნება და როგორ მოქმედებს კამელოტი?

როგორც წესი, კამელოტის კაფსულები და ტაბლეტები გამოიყენება შემდეგი შემთხვევების დროს:

 სახსრების ანთებითი და დეგენერაციული დაავადებები 

  • ართროზი;
  • ოსტეოართროზი;
  • რევმატოიდული ართრიტი;
  •  მაანკილოზებელი სპონდილიტი.

რაც შეეხება კამელოტის მოქმედების მექანიზმს, იგი დაკავშირებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთან. პრეპარატის აქტიური ნივთიერება მელოქსიკამი მოქმედებს ციკლოოქსიგენაზას (COX) ფერმენტებზე, რომლებიც მონაწილეობენ პროსტაგლანდინების სინთეზში. 

COX-1 და COX-2 ფერმენტები  სხვადასხვა ფუნქციებით ხასიათდებიან:

COX-1 (ციკლოოქსიგენაზა-1) ფერმენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში პროსტაგლანდინების ნორმალური დონის შენარჩუნებაში. ის იცავს კუჭის ლორწოვანს და უზრუნველყოფს თირკმელების ნორმალურ ფუნქციონირებას.

COX-2 (ციკლოოქსიგენაზა-2) არის ფერმენტი, რომელიც ძირითადად ანთებითი პროცესების და დაზიანების საპასუხოდ აქტიურდება. მის მთავარ როლს პროსტაგლანდინების მომატებული სინთეზი წარმოადგენს, რაც ანთებითი რეაქციის გამძაფრებას და აღდგენის პროცესის რეგულირებას უწყობს ხელს.

მელოქსიკამი უფრო COX-2-ის ინჰიბიტორია, ანუ იგი ეფექტიანად  ამცირებს ანთებას, ტკივილს და შეშუპებას, მაგრამ ნაკლებად ახდენს გავლენას COX-1-ზე, რაც ამცირებს კუჭ-ნაწლავის გვერდითი ეფექტების რისკს, სხვა NSAIDs-თან შედარებით.

მელოქსიკამი თრომბოციტების  აგრეგაციაზე გავლენას არ ადენს, შესაბამისად არ თრგუნავს COX-1-ს ისე, რომ მნიშვნელოვნად შეამციროს თრომბოქსანის წარმოება.  თუმცა ამას კარგად უმკლავდება: ინდომეტაცინი, დიკლოფენაკი, იბუპროფენი და ნაპროქსენი; ისინი მნიშვნელოვნად თრგუნავენ თრომბოციტების აგრეგაციას და ახანგრძლივებდნენ სისხლდენის დროს. 

პერორალური მიღების დროს,  მელოქსიკამი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მელოქსიკამის აბსორბციის ხარისხსა და სისწრაფეზე საკვები არ ახდენს გავლენას. იგი  თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება არააქტიურ მეტაბოლიტებად და ორგანიზმიდან თირკმელების და ნაწლავის გზით, თითქმის თანაბარი პროპორციით გამოიყოფა. 

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის დროს პრეპარატი არ ახდენს გავლენას მელოქსიკამის ფარმაკოკინეტიკაზე. რაც ნიშნავს, რომ ამ პაციენტთა ჯგუფში მისი დოზის კორექცია არ არის აუცილებელი.

როგორი დოზირებით მივიღოთ კამელოტი — მისი გამოყენების მეთოდები

ჩვეულებრივ, კამელოტის მიღების დოზა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე, ასაკსა და პრეპარატის ფორმაზე. თუმცა დოზირების ზოგად წესებს აქვე გიზიარებთ: 

კამელოტის ამპულების შემთხვევაში:

ამპულები განკუთვნილია ზრდასრული პაციენტებისთვის, პრეპარატი უნდა შეიყვანოთ ინიექციის სახით კუნთში, მკურნალობის პირველი 2-3 დღის განმავლობაში. 

შემდგომი ძირითადი თერაპიული მკურნალობა გრძელდება პერორალური ფორმის (ტაბლეტები) მიღების სახით. პრეპარატის მაქსიმალური რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 15 მგ-ს.

როგორც წესი, გვერდითი მოვლენების განვითარების მაღალი რისკიდან გამომდინარე, კამელოტით  მკურნალობას 7.5 მგ-ით იწყებენ. 

კამელოტის ტაბლეტების შემთხვევაში:

კამელოტის ტაბლეტები  ინიშნება რევმატოიდული ართრიტის და მაანკილოზებელი სპონდილიტის დროს. სასურველია პაციენტმა პრეპარატის  მიიღება დაიწყოს დღეში 15 მგ-ით. დადებითი თერაპიული ეფექტის მიღების შემდეგ კი  შესაძლებელია დოზის შემცირება დღეში 7.5 მგ-მდე. 

ოსტეოართროზის შემთხვევაში დღიური დოზა შეადგენს 7.5 მგ-ს, საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია დოზის გაზრდა დღეში 15 მგ-მდე. მაქსიმალური დღიური დოზა წარმოადგენს 15 მგ. 

ისევე  როგორც ამპულების, კამელოტის ტაბლეტების მიღების შემთხვევაში გვერდითი ეფექტების გამოვლინების მაღალი რისკის გამო, უმჯობესია, მკურნალობა დაიწყოს 7.5 მგ-ით დღეში. 

რაც შეეხება პაციენტებს, რომელთაც აქვთ თირკმლის უკმარისობა ან უტარდებათ ჰემოდიალიზი, ამ დროს პრეპარატი ინიშნება 7.5 მგ/დღეში. 

თირკმლების ფუნქციის უმნიშვნელო ან ზომიერი დაქვეითების დროს (კკ 25 მლ/წთ-ზე მეტი) დოზა კორექციას არ  საჭიროებს. 

ჩვეულებრივ, ტაბლეტები ინიშნება ჭამის დროს წყალთან ერთად, დღეში ერთხელ.

როგორია პრეპარატის შესაძლო გვერდითი ეფექტები - რა უნდა ვიცოდეთ მის მიღებამდე

კამელოტის ამპულები და ტაბლეტები, მიუხედავად იმისა, რომ ის COX-2-ის სელექტიური ინჰიბიციის გამო შედარებით უსაფრთხოდ ითვლება, გარკვეულ გვერდით მოვლენებს მაინც იწვევს. ქვემოთ გიზიარებთ მათ :

კუჭ-ნაწლავის სისტემა:

ცენტრალური ნერვული სისტემა:

  • თავბრუსხვევა;
  • თავის ტკივილი;
  • დაღლილობა ან ძილიანობა.

ალერგიული რეაქციები:

  • კანის გამონაყარი ან ქავილი;
  • იშვიათად - ანგიოედემა (სახის ან კიდურების შეშუპება).

გულ-სისხლძარღვთა სისტემა:

ინექციის ადგილზე რეაქციები:

  • სიწითლე;
  • ტკივილი;
  •  შეშუპება.

იშვიათად, მაგრამ მაინც, შეიძლება გამვლინდეს ისეთი სერიოზული გვერდითი ეფექტები, როგორიცაა:

კუჭ-ნაწლავის სერიოზული დარღვევები

  • კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული;
  • სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან (შეიძლება გამოვლინდეს შავი განავალით ან სისხლიანი ღებინებით).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

  • თირკმლის უკმარისობა ან სითხის შეკავება, რაც შეშუპებას იწვევს.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

  • ღვიძლის ფერმენტების მომატება (ALT, AST);
  • ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი).

გულ-სისხლძარღვთა გართულებები:

  • თრომბოზი;
  •  მიოკარდიუმის ინფარქტი ;
  • ინსულტი (გრძელვადიანი გამოყენების შემთხვევაში).

ალერგიული რეაქციები:

  • იშვიათად, ანაფილაქსიური შოკი.

ექიმები ხაზს უსვამენ კამელოდის ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენების  უკუჩვენებას. შესაბამისად, პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს აკრძალულია.   

 

კამელოტის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

რაც შეეხება კამელოტის ურთიერთქმედებას  სხვა სამკურნალო საშუალებებთან, არსებობს გარკვეული პრეპარატები, რომელთან ერთადაც კამელოტის მიღება რეკომენდებული არ არის, რადგან იგი მკვეთრად  ამცირებს მათ მოქმედებას. ქვემოთ გამოვყოთ ისინი:

 სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები

  • კამელოტის ერთდროული მიღება სხვა NSAIDs-თან (მაგ., იბუპროფენი, ნაპროქსიენი, დიკლოფენაკი) ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენის ან წყლულის განვითარების რისკს

 ანტიკოაგულანტები და ანტიაგრეგანტები

  • მედიკამენტები, როგორიცაა ვარფარინი ან აცეტილსალიცილის მჟავა, ზრდის სისხლდენის რისკს კამელოტთან ერთად მიღებისას.

 დიურეტიკები და ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები

  • დიურეტიკები და ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (ACE) ინჰიბიტორები, ან ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტები, შეიძლება შეამციროს მათი ჰიპოტენზიური ეფექტი და გაზარდოს თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი.

 მეტოტრექსატი

  • მეტოტრექსატის მაღალი დოზების მიღებისას იზრდება მისი ტოქსიკურობა, რადგან კამელოტი ამცირებს მეტოტრექსატის ელიმინაციას.

 ლითიუმის პრეპარატები

  • კამელოტი ზრდის ლითიუმის კონცენტრაციას სისხლში, რაც ზრდის ლითიუმის ტოქსიკურობის რისკს.

 სელექციური სეროტონინის უკუპიპვის ინჰიბიტორები (SSRI)

შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი სახის გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რათა თავიდან აიცილოთ სხვა გართულებები და დროულად აღმოიფხვრას პრობლემა.