დავი — საკვები დანამატი ქალთა რეპროდუქციული სისტემის სიჯანსაღისთვის

დავი ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატია, რომელიც ქალთა რეპროდუქციული სისტემის სიჯანსაღის უზრუნველსაყოფად აქტიურად გამოიყენება. ამას მასში შემავალი კომპონენტები უწყობს ხელს.

ორგანიზმზე მისი დადებითი გავლენის მიუხედავად, იგი მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტის ან ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი არაა. სარგებელს ვერ გაზრდის იმ დოზის გადაჭარბებაც, რომელსაც ექიმი განსაზღვრავს. დავი სწორედ მისი რეკომენდაციით მიიღება, ამიტომ მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ სპეციალისტს.

როგორია დავის ანოტაცია

დავის ტაბლეტები რამდენიმე კომპონენტს შეიცავს, მათ შორისაა ალფა-ლიპოის მჟავა, მაგნიუმი და ვიტამინი B6. ამგვარი შედგენილობის გამო ტაბლეტები სასარგებლოა მაშინ, როცა პაციენტს კვებითი დეფიციტი აღენიშნება ან ორგანიზმს ჩამოთვლილი ნივთიერებების მიმართ გაზრდილი მოთხოვნილება უჩნდება. ეს ხშირად სწორედ ორსულობისას ხდება.

თითოეული კომპონენტის მახასიათებელი ასეთია:

  • ალფა-ლიპოის მჟავა — ის ადამიანის ორგანიზმში ფიზიოლოგიურად, ანუ ბუნებრივად, წარმოიქმნება. ესაა ცხიმოვანი მჟავა, რომელიც არაერთ საკვებ პროდუქტში გვხვდება, თუმცა საკვები ნივთიერებების დეფიციტის ან დარღვეული კვებითი რეჟიმისას მისი შეწოვა ფერხდება. ალფა-ლიპოის მჟავას ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს და უჯრედის შიგნით არსებული ანტიოქსიდანტების აღდგენას უწყობს ხელს. გინეკოლოგიაში ეს საშვილოსნოს გაძლიერებული შეკუმშვისას დადებით გავლენას ახდენს და მდგომარეობას ამსუბუქებს;
  • მაგნიუმი — იგი ორგანიზმში ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებას უზრუნველყოფს და უჯრედის დაყოფის პროცესში მონაწილეობს. ასევე, სათანადო დოზირებით ის ამცირებს დაღლილობასა და სისუსტეს. მაგნიუმი ხელს უწყობს ნორმალურ მეტაბოლიზმსა და ფსიქოლოგიური, ნერვული. ძვალ-სახსროვანი თუ კუნთოვანი სისტემების გამართულ ფუნქციონირებას. ეს ელემენტი საშვილოსნოს კუნთების ძლიერ შეკუმშვას ამსუბუქებს;
  • ვიტამინი B6 — ის ცხოველურ და მცენარეულ საკვებში არსებული, წყალში ხსნადი, ვიტამინია, რომელიც ორგანიზმში მოხვედრისას ბიოლოგიურად აქტიურ პირიდოქსალად და/ან პირიდოქსამინად გარდაიქმნება. ისინი კოენზიმის ფუნქციით მეტაბოლურ რეაქციებზე ზემოქმედებს. B6 ამცირებს სისუსტესა და დაღლილობას, ხელს უწყობს ნერვული და იმუნური სისტემის მუშაობას, განაპირობებს ჰორმონალურ აქტიურობას და ფსიქოლოგიური ქმედებების დარეგულირებას. აგრეთვე, მისი მეშვეობით უჯრედის შიგნით მაგნიუმის გადატანა და დაგროვება ადვილდება, რითაც კუნთებზე არაპირდაპირი გავლენა აქვს.

დავი ჰა დამატებით ორ კომპონენტს შეიცავს. ესენია ჰიალურონის მჟავა და ვიტამინი D.

  • ჰიალურონის მჟავა — გლიკოზამინოგლიკანების ჯგუფში შემავალი ბუნებრივი პოლიმერი, რომელიც შემაერთებელი ქსოვილის სტრუქტურული მთლიანობისთვის აუცილებელ დისაქარიდის განმეორებით ერთეულებს შეიცავს. სამეცნიერო კვლევების მიხედვით, როცა საშვილოსნოს ყელში მისი კონცენტრაცია მაღალია, ეს ფიზიოლოგიური ორსულობის შენარჩუნებას უწყობს ხელს;
  • ვიტამინი D — ის ცხიმში იხსნება და ორსულობის პერიოდში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მაგალითად, იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას განაპირობებს, რაც ფეხმძიმობისას აუცილებელია. არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ ვიტამინ D-ს საკმარისი დონე დედაზე, ნაყოფსა და ახალშობილზე დადებით გავლენას ახდენს. იგი კუნთებს ფუნქციის შენარჩუნებაში ეხმარება და საშვილოსნოს დაძაბულობას ხნის.

პრეპარატის ინსტრუქცია — როდის გამოიყენება ის? 

დავი წამალია, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტების წყალობით ქალის ორგანიზმზე დადებითად ზემოქმედებს და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ნივთიერების დეფიციტს ავსებს. მისი მიღება ცალკეც შეიძლება, საჭიროებისამებრ კი ტკივილგამაყუჩებელ, მიორელაქსანტ ან ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად გამოიყენება.

ტაბლეტები ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღოთ, რომელიც რეკომენდებულ დღიურ დოზას დაადგენს. ჩვეულებრივ, ეს დღეში 1-2 აბია. თუ პარალელურად გლუკოზის დონის დამწევ საშუალებას იღებთ, ამის შესახებ აუცილებლად აცნობეთ სპეციალისტს, რომელიც გეტყვით, რამდენად რეკომენდებულია თქვენთვის დავით მკურნალობა.

დავი შემდეგ შემთხვევებში გამოიყენება:

  • ორსულობა;
  • ნაადრევი მშობიარობა ან მისი პროფილაქტიკა;
  • მოსალოდნელი აბორტი;
  • ამნიოცენტეზი და პრენატალური დიაგნოსტიკის სხვა ინვაზიური პროცედურები;
  • პირველადი დისმენორეა;
  • პრემენსტრუალური სინდრომი.

დავის გამოყენება ორსულებში — რა უნდა ვიცოდეთ 

დავი, თავისი შედგენილობის წყალობით, ალფა-ლიპოის მჟავის, მაგნიუმისა და ვიტამინ B6-ის გაძლიერებული საჭიროებისას მიიღება. მათ შორის მაშინ, როცა ქალის რეპროდუქციულ სისტემაზე ტკივილი, ანთებითი პროცესები და სპაზმი ახდენს გავლენას.

დავის მეშვეობით მთელი ორსულობის განმავლობაში საშვილოსნოს არეში დაძაბულობა იხსნება, ამიტომ მისი კუმშვითი რეაქციების რისკი მცირდება. ამ დანამატს იმუნოდულაციური, ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედება ახასიათებს, რაც ორსულობის ფიზიოლოგიური მიმდინარეობისას სასურველია.

საჭიროებისამებრ ორსულობისას ინიშნება დავის ვაგინალური კაფსულებიც. ისინი ანთებას ებრძვის, რითაც საშვილოსნოს ყელისა და ვაგინის მიმდებარედ არსებული ქსოვილების ცვლილებას ეწინააღმდეგება.

ამგვარი ცვლილებები და საშვილოსნოს ყელის დამოკლება ფეხმძიმობას რისკის წინაშე აყენებს, შესაბამისად, დავის ვაგინალური კაფსულები უსაფრთხო ორსულობის შენარჩუნებაში გვეხმარება. 

მაშასადამე, დავი ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტს აღადგენს, სანაყოფე გარსს აძლიერებს, საშვილოსნოს ყელის ნაადრევ დამოკლებას უშლის ხელს და ინფექციების წინააღმდეგ  სხეულის ბრძოლისუნარიანობას აძლიერებს. რაც მთავარია, ის უსაფრთხოა როგორც დედისთვის, ისე ნაყოფისთვის.