ესტროლი – ინოვაცია ჰორმონოთერაპიაში ესტროლი – ინოვაცია ჰორმონოთერაპიაში

ესტროლი არის თანამედროვე ჰორმონალური პრეპარატი, რომელიც შეიცავს ესტრადიოლის ვალერატს – აქტიურ კომპონენტს, რომელიც ქიმიურად და ბიოლოგიურად აბსოლუტურად იდენტურია ქალის ორგანიზმის ბუნებრივი ესტრადიოლის. 

მეცნიერულად ის მიეკუთვნება კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფს სასქესო ჰორმონები და გენიტალური ორგანოების მოდულატორები, ასევე, ბუნებრივი და ნახევრად-სინთეზური ესტროგენები. 

მისი უნიკალური შედგენილობა და გამოყენების ფართო სპექტრი საშუალებას აძლევს ექიმებს, ეფექტურად მართონ სხვადასხვა ჰორმონალური დისბალანსი, მენოპაუზური მდგომარეობები და სხვა კლინიკური გამოწვევები. 

ესტროლი 2 მგ თანამედროვე მედიცინაში ჰორმონოთერაპიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და ხშირად გამოიყენება როგორც მენოპაუზური სიმპტომების მოსახსნელად, ასევე ძვლის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ტრანსგენდერი ქალების ჰორმონოთერაპიისთვის და სხვა.

რატომ ირჩევენ ესტროლს?

ესტროლის ქიმიური ფორმულა გამოირჩევა მისი ქიმიური და ბიოლოგიური კომპონენტების დახვეწილობით, რაც განაპირობებს კიდეც მის ფართო გამოყენებას სხვადასხვა კლინიკურ სიტუაციაში. 

მისი აქტიური კომპონენტი – ესტრადიოლის ვალერატი – სწრაფად გარდაიქმნება ორგანიზმში და მოქმედებს პირდაპირ, რაც ხელს უწყობს ბუნებრივი ესტრადიოლის დაბალანსებას. 

ესტროლი ბევრი მედიკოსის აზრით წარმოადგენს ქალის ჯანმრთელობის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს და ეს, პირველ რიგში, აიხსნება მისი გამოყენების მრავალფეროვანი ჩვენებებითა და შედეგიანობით.

რა არის ესტროლი და როგორ მოქმედებს ეს პრეპარატი? 

ესტროლი არის სინთეზური 17β-ესტრადიოლის პროწამალი, რომელიც ორგანიზმში სწრაფად გარდაიქმნება და ახდენს ესტროგენის დონის დაბალანსებას. 

ესტროგენი არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც განსაკუთრებულ როლს ასრულებს ქალების ორგანიზმში. ის არეგულირებს რეპროდუქციულ სისტემას, ხელს უწყობს მენსტრუალური ციკლის სტაბილურობას და აუცილებელია ორსულობისა და მშობიარობის პროცესებისთვის. ასევე, ესტროგენი უზრუნველყოფს ძვლების სიმტკიცეს და იცავს მათ დანაწევრებისგან, რაც ხელს უწყობს ოსტეოპოროზის რისკის შემცირებას. ამ ჰორმონის ბალანსი გავლენას ახდენს გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობაზეც, ამცირებს ინფარქტისა და ინსულტის რისკს. გარდა ამისა, ესტროგენი მნიშვნელოვანია კანის, თმის და ზოგადად ორგანიზმის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, რაც ქალებში ხშირად ფიზიკურ და ემოციურ კეთილდღეობასაც უწყობს ხელს.

მენოპაუზურ პერიოდში ქალები ხშირად განიცდიან ესტროგენის დონის ვარდნას, რაც იწვევს მრავალმხრივ სიმპტომებს, მათ შორისაა ე.წ. ცხელი ტალღები, ძილის დარღვევა და ფსიქოემოციური პრობლემები. ესტროლი სწრაფად და ეფექტურად ამსუბუქებს ამ მდგომარეობას და ხელს უწყობს სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას. რაც მთავარია, ესტროლის გამოყენების დროს არ ირღვევა ჰორმონების ენდოგენური წარმოება.

სწორედ მისი ამ თვისებების გამო, ესტროლი ინიშნება შემდგომი ჩვენებების დროს:

  • ანოვულაცია;
  • IVF-ის (ე.წ. ხელოვნური განაყოფიერების) დროს, როგორც დამხმარე საშუალება   ენდომეტრიუმის მოსამზადებლად და ემბრიონის წარმატებული იმპლანტაციისთვის
  • ტრანსგენდერ ქალებში მაფენიზირებელი ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიისთვის (კომბინაცია ანტიანდროგენებთან) - ის გამოიყენება სხეულის ფემინიზაციისთვის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტრანსგენდერ ქალებისთვის.
  • პრე- და პოსტმენოპაუზური პერიოდი -  ესტროლი ეფექტურად უმკლავდება ე.წ. ცხელი ტალღებს, ძილის დარღვევებს, განწყობის ცვლილებებს და სხვა მენოპაუზურ სიმპტომებს. ესტროლი ხელს უწყობს სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას ქალებში.
  • ვაგინალური ატროფია
  • ოსტეოპოროზის პრევენცია მენოპაუზის და ოვარექტომიის (საკვერცხის ქირურგიული ამოკვეთის) შემდეგ - მენოპაუზის შემდეგ ესტროგენის დონის დაცემა ხშირად იწვევს ძვლის მასის შემცირებას. ესტროლი იცავს ძვლებს, ხელს უშლის მათ მყიფეობას და თავიდან აიცილებს ოსტეოპოროზს.
  • სარძევე ჯირკვლის კიბოს მკურნალობა
  • პროსტატის კიბოს მკურნალობა

მიუხედავად მისი ფართო გამოყენებისა, ესტროლი მხოლოდ ექიმის რეცეპტით გაიცემა - საქართველოში აფთიაქში მის შესაძენად ფორმა N3 რეცეპტია საჭირო. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ეს მედიკამენტი ძლიერმოქმედი ჰორმონალური პრეპარატია და მისი თვითნებურად გამოყენება არ შეიძლება.

როგორია ესტროლის ფარმაკოლოგიური თვისებები?

მედიკამენტის ფარმაკოლოგიურ თვისებებს ორი მიმართულებით განიხილავენ - ფარმაკოდინამიკა და ფარმაკოკინეტიკა. ამ მიმართულებებით ესტროლის ანოტაცია შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის:

ფარმაკოდინამიკა: ესტროლი 2 მგ-იანი ტაბლეტი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და უკვე 0.5-3 საათში აღწევს პლაზმაში პიკურ კონცენტრაციას. მისი მოქმედების მეორე პიკი 6-8 საათში ვლინდება, რაც განპირობებულია ენტერო-ჰეპატური ცირკულაციით. პლაზმაში ესტრადიოლი ძირითადად გვხვდება ცილებთან შეკავშირებული ფორმით, რაც უზრუნველყოფს მის ხანგრძლივ ეფექტს.

ფარმაკოკინეტიკა: ეს პრეპარატი მეტაბოლიზდება ღვიძლში, სადაც ის გადაიქცევა აქტიურ ესტროგენულ მეტაბოლიტებად. მისი ძირითადი დაშლის პროდუქტი – ვალერიანის მჟავა – ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელებით, ხოლო ესტრადიოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 27 საათს. ესტროლი ინარჩუნებს სასურველ პლაზმურ კონცენტრაციას, რაც უზრუნველყოფს მის ხანგრძლივ ეფექტურობას.

რეკომენდებული დოზები და მიღების წესი

რა დოზითა და სიხშირით, ან როგორი ხანგრძლივობით უნდა მივიღოთ ესტროლი? - ამის შესახებ, პირველ რიგში, მკურნალი ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას. სწორედ მან უნდა განსაზღვროს, როგორია თქვენი საჭიროებები და როდის შეიძლება ამ მედიკამენტის თერაპიაში ჩართვა, ან მისი რუტინიდან ამოღება.

თუმცა, ცხადია, არსებობს ესტროლის გამოყენების ზოგადი ინსტრუქციაც, რის შესახებაც მედიკამენტის ანოტაციაშიც ამოიკითხავთ. მაგალითად, ის სხვადასხვა მდგომარეობაში განსხვავებული დოზით გამოიყენება.

დოზები კი ასე გამოიყურება:

  • მენოპაუზური სიმპტომებისთვის: მკურნალობა იწყება 1 მგ-ით (ტაბლეტი შუაზე იხლიჩება) და საჭიროების შემთხვევაში იზრდება 2 მგ-მდე. ხანგრძლივი მიღება დამოკიდებულია კლინიკურ მდგომარეობაზე.
  • ენდომეტრიუმის მომზადებისთვის: 2 მგ 12-14 დღის განმავლობაში 28-დღიანი ციკლის დროს.
  • ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა: 2 მგ დღეში.
  • ტრანსგენდერ ქალებში: 1-4 მგ დღეში, რაც დამოკიდებულია ინდივიდუალურ საჭიროებებზე.
  • პროსტატისა და სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ მიიღება 2-6მგ დღეში, ხანგრძლივად - მაქსიმუმ  5 წლის განმავლობაში.

თუ პრეპარატის მიღება გამოგრჩათ, დოზა, როგორც წესი, მიიღება მომდევნო 12 საათის განმავლობაში. 12 საათზე მეტი დროის დაგვიანების შემთხვევაში, უბრალოდ გაგრძელდება მიღება ჩვეულ რეჟიმში. 

გამოტოვებამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენა ან ლაქები. ამიტომაც, ეცადეთ, ამ მდგომარეობის შესახებაც აცნობოთ მკურნალ ექიმს და მისგან მიიღოთ რეკომენდაცია, თუ როგორ მოიქცეთ.

უკუჩვენებები და სიფრთხილის ზომები

როგორც ყველა მედიკამენტს, ესტროლსაც აქვს უკუჩვენებები, როცა მედიკამენტი არ ინიშნება. ასეთ შემთხვევებს მიეკუთვნება:

  • ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების ან რეცეპტში გამოყენებული რომელიმე შემავსებლის მიმართ
  • არა-დიაგნოსტირებული გენიტალური სისხლდენა
  • ენდომეტრიუმის განუკურნებელი ჰიპერპლაზია
  • მიმდინარე , გადატანილი ან სავარაუდო ძუძუს კიბო
  • ამჟამინდელი ან სავარაუდო ესტროგენ- დამოკიდებული ავთვისებიანი სიმსივნეები, მაგ.: ენდომეტრიუმის კიბო
  • გადატანილი იდიოპათიური ან მიმდინარე ვენური თრომბოემბოლია (ღრმა ვენური თრომბოზი, ფილტვის ემბოლია)
  • მიმდინარე თრომბოფილური დარღვევები (მაგ. პროტეინი C1 ცილის S ან ანტიტრომბინის დეფიციტი)
  • აქტიური ან ბოლოდროინდელი არტერიული თრომბოემბოლიური დაავადება, მაგ.: სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი
  • ღვიძლის მწვავე დაავადება ან ღვიძლის დაავადების ანამნეზი, თუ ღვიძლის ფუნქციის ტესტებით არ დგინდება ნორმისკენ დაბრუნება
  • პორფირია

გარდა ამისა, მკურნალობის პერიოდში მთელი რიგი სიფრთხილის ზომების დაცვა შეიძლება მოგიწიოთ, თქვენივე საჭიროებებიდან გამომდინარე - ამის შესახებ კონსულტაციას მკურნალი ექიმი გაგიწევთ. სწორედ ის დაგაკვალიანებთ, როდის და რა სიხშირით უნდა გადააკონტროლოთ მდგომარეობა, რა კვლევები შეიძლება დაგჭირდეთ დამატებით და ა.შ.

შეიძლება თუ არა პრეპარატი ორსულობისა და ლაქტაციის დროს და რა პოტენციული გვერდითი მოვლენები აქვს მას?

ესტროლის ანოტაცია გვეუბნება, რომ პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში. თუ ორსულობა მაინც დადგა, პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.  ესტრადიოლის ვალერატი ასევე არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდშიც. 

ესტროლის გამოყენება შესაძლოა დაკავშირებული იყოს ისეთ გვერდით მოვლენებთან, როგორიცაა: შაკიკი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, ვიზუალური დარღვევები, კონტაქტური ლინზებისადმი შეუთავსებლობა, გულისცემა, ჰიპერტენზია, დისპეფსია, მუცლის ღრუს ტკივილი, ღებინება, გულისრევა, მუცლის შებერილობა, მეტეორიზმი, კუნთების კრუნჩხვები, ტკივილი ქვემო კიდურის არეში.

თუკი რომელიმე გვერდითი მოვლენა გამოგივლინდათ, აუცილებლად შეატყობინეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს.

ესტროლი პსპ-ს სააფთიაქო ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ. აქ მედიკამენტის 2მგ-იანი ტაბლეტებია წარმოდგენილი. ესტროლის ფასი პსპ-ში შეიძლება ცვალებადი იყოს - მისი გადამოწმება კომპანიის ონლაინ პლატფორმაზე შეგიძლიათ.

რომ შევაჯამოთ, ესტროლი არის სანდო და ეფექტიანი პრეპარატი, რომელიც ქალის ჯანმრთელობის და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად შეუცვლელიც შეიძლება იყოს. მისი უნიკალური შედგენილობა, მრავალფეროვანი ჩვენებები და მაღალი ეფექტიანობა მას ერთ-ერთ წამყვან ჰორმონოთერაპიულ საშუალებად აქცევს.