
ფენოგელი წარმოადგენს ადგილობრივად გამოყენებად გელს, რომელიც ხელს უწყობს ტკივილის შემსუბუქებას და ანთებითი პროცესების შემცირებას. მისი აქტიური კომპონენტი – იბუპროფენი – კარგად ცნობილი ნივთიერებაა, რომელიც გამოირჩევა ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით.
ფენოგელის გელი განსაკუთრებით ეფექტურია კუნთებისა და სახსრების პრობლემების დროს, როდესაც საჭიროა სწრაფი და მიზნობრივი მოქმედება.
ფენოგელის 50 მგ-იანი შეფუთვა აქტიურ ნივთიერებად შეიცავს ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო იბუპროფენს. ხოლო დამხმარე ნივთიერებები, მათ შორის იზოპროპილის სპირტი, დიიზოპროპანოლამინი და მენთოლი, ხელს უწყობენ გელის უკეთ შეწოვას კანში და მის დამამშვიდებელ ეფექტს. თანაც, მენთოლის სიგრილე გვეხმარება მტკივნეული ადგილების სწრაფად დამშვიდებაში და სიამესაც გვრის მტკივნეულ ადგილზე.
როგორია ფენოგელის გამოყენების ჩვენებები
ფენოგელი 50-იანი გელი განკუთვნილია შემდეგი პრობლემების წინააღმდეგ გამოსაყენებლად:
- კუნთებისა და სახსრების ტკივილი;
- მცირე დაჭიმულობა და სილურჯე;
- მყესების დაჭიმვა და კუნთების რიგიდულობა (მაგ., კისრის გაშეშება);
- ლუმბაგო ან ღრძობის შედეგად წარმოქმნილი ტკივილი.
ის აფთიაქიდან რეცეპტის გარეშე გაიცემა, თუმცა, უმჯობესია, თუკი ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის შემდეგ დაიწყებთ გამოყენებას.
პრეპარატის მიღების წესი და დოზები
ფენოგელის მაზი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის - ის მტკივან ადგილას უნდა შეიზილოთ. რაც მთავარია, უნდა ვიცოდეთ, რომ გელი 12 წელს გადაცილებულ მოზარდებსა და მოზრდილებშია რეკომენდირებული - მცირეწლოვან ბავშვებში მისი მოხმარება არ შეიძლება.
ანოტაცია გვეუბნება, რომ გელის თხელი ფენა უნდა დავიტანოთ მტკივნეულ ადგილზე დღეში 3-4-ჯერ. შეზელვა მსუბუქი მოძრაობებით ხელს უწყობს პრეპარატის უკეთ შეწოვას და სწრაფ მოქმედებას.
ფენოგელის გამოყენებისთვის კი შემდეგი რჩევები გამოგადგებათ. მაგალითად, გელის პირველი გამოყენებისას ტუბის გახსნისთვის გამოიყენეთ სახურავის მეორე, წვეტიანი ბოლო. გელი მსუბუქი მასაჟით უნდა დაიტანოთ, რათა გამარტივდეს მისი შეწოვა მტკივნეულ ადგილას. ყოველი გამოყენების შემდეგ კი აუცილებლად უნდა დაიბანოთ ხელები, რათა თავიდან აიცილოთ გელის მოხვედრა თვალებში ან სხვა სენსიტიურ ზონებში.
უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები
ფენოგელის გამოყენება გარკვეულ შემთხვევებში უკუნაჩვენებია. მაგალითად, ის არ უნდა იქნას გამოყენებული, თუკი:
- გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა იბუპროფენის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;
- აღგენიშნებათ ღია ჭრილობები, ლორწოვანი გარსები ან ეგზემატოზური კანი;
- კანის ისეთ ნაწილზე, სადაც მზის დამწვრობის შედეგად დაზიანებულია ზედაპირი;
- გაქვთ ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, რაც გამოიხატა რინიტით, ასთმით ან ჭინჭრის ციებით.
რაც შეეხება გვერდით მოვლენებს - როგოც სხვა პრეპარატებს, ფენოგელსაც შეიძლება ახლდეს არასასურველი ეფექტები. მათ ჩამონათვალშია:
- პერიოდული ზომიერი ადგილობრივი ერითემა;
- დერმატიტი;
- ადგილობრივი გაღიზიანება;
- ქავილი დამუშავებულ ადგილზე, რომელიც ქრება პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ;
- ფოტოსენსიტიური რეაქციები.
სხვა გვერდითი მოვლენების შემთხვევაში საჭიროა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შეფასება - ამისთვის მიმართეთ ექიმს, ან უახლოეს აფთიაქში ფარმაცევტს.
როგორც წესი, ფენოგელი გარეგანი გამოყენების დროს ინტოქსიკაციას არ იწვევს და არ არსებობს ჭარბი დოზა, რაც შეიძლება მტკივნეულ ადგილზე დაიტანოთ. თუმცა, თუკი გელი შემთხვევით გადაგეყლაპათ ან პირის ღრუში ნებისმიერი სხვა გზით მოხვდა, შეიძლება გამოვლინდეს ისეთი ნიშნები, როგორიცაა თავბრუსხვევა, სპაზმი, არტერიული წნევის ცვლილება და ცნობიერების შეზღუდვაც კი.
თუკი მსგავსი შემთხვევა მოხდა და ჩაყლაპვიდან 1 საათზე ნაკლებია გასული, აუცილებელია კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება. ხოლო 1 საათზე მეტის გასვლის შემთხვევაში კი შეიძლება დამატებით დაგჭირდეთ ელექტროლიტების მიღება, რადგან იბუპროფენის ანტიდოტი არ არსებობს.
გამოიყენება თუ არა ეს გელი ორსულობასა და ლაქტაციაში
მიუხედავად იმისა, რომ ფენოგელი კანზე სისტემურად თითქმის არ შეიწოვება, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმის მითითებით.
ფენოგელი პსპ-ს სააფთიაქო ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ. აქ მისი ღირებულება ცვალებადია, თუმცა, მისი გადამოწმება PSP-ს ონლაინ პლატფორმაზეა შესაძლებელი.
გელი ურეცეპტოდ გაიცემა - ის კლასიფიცირებულია III ჯგუფის ფარმაცევტულ პროდუქტად.
ფენოგელი 50 ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account