
არ არის დამტკიცებული, რომ ორსულებში ამ ჯგუფის პრეპარატების გამოყენება უსაფრთხო იყოს. არსებობს შანსი, რომ კორტიკოსტეროიდებმა პლაცენტაში შეაღწიოს და ნაყოფზე გარკვეული გავლენა იქონიოს. ამის გამო ფეხმძიმობისას მათი დანიშვნა მხოლოდ მაშინაა მიზანშეწონილი, როცა ქალისთვის პოტენციური სარგებელი ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს აღემატება. ორსულობისას ეს პრეპარატები არ უნდა გამოიყენოთ დიდი დოზებით ან ხანგრძლივად.
არც ისაა ცნობილი, შესაძლებელია თუ არა, რომ ადგილობრივი გამოყენებისას კორტიკოსტეროიდები ორგანიზმმა სისტემურად შთანთქას და ისინი რძეში გადავიდეს. ამის გამო, შესაძლოა, ძუძუთი კვების შეწყვეტა ან პრეპარატის მოხსნა დაგჭირდეთ.
ელოკომი ბავშვებში
ბავშვებში კანის ზედაპირის ფართობი სხეულის მასასთან შედარებით დიდია, ამიტომ, შესაძლოა, ორგანიზმმა პრეპარატი უფრო მეტად შთანთქას. ამის გამო ბავშვებში შეიძლება უფრო ხშირი იყოს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-ადრენალური სისტემის დათრგუნვის ნიშნები და კუშინგის სინდრომი. შესაბამისად, ბავშვებმა იგი მინიმალური რაოდენობით უნდა გამოიყენონ. ამ ასაკში კორტიკოსტეროიდების ქრონიკულმა მოხმარებამ, შესაძლოა, ზრდა-განვითარება შეაფერხოს.
როდის და როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ელოკომი?
ამ პრეპარატს შეგიძლიათ მიმართოთ, თუ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე პრობლემა არ გაქვთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი გამოყენების რეკომენდაცია ექიმმა მოგცეთ.
ცნობისთვის, ამ პრეპარატს ავტომობილის (და სხვა მექანიზმების) მართვის უნარზე გავლენა არ აქვს. ელოკომი არ ურთიერთქმედებს სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
როდის გამოიყენება პრეპარატი?
ეს პრეპარატი ანთებისა და ქავილის სიმპტომური მკურნალობისას გამოიყენება კანის სხვადასხვა დაავადების დროს — მხოლოდ იმ დაავადებების, რომლებიც კორტიკოსტეროიდებით მკურნალობას ექვემდებარება. ასეთებია, მათ შორის: ატოპიური დერმატიტი, კონტაქტური დერმატიტი, ფსორიაზი და ალერგიული გამონაყარი.
ელოკომის კრემის გამოყენება
ელოკომი დაზიანებულ ადგილებზე დღეში ერთხელ უნდა წაისვათ. ექიმი გადაწყვეტს იმას, თუ რამდენხანს გჭირდებათ მისი გამოყენება. ელოკომი სახეზე 5 დღეზე მეტხანს არ უნდა ისვათ. ზოგადად, მისი უწყვეტად გამოყენება მაქსიმუმ 2-3 კვირით შეიძლება.
ელოკომის ლოსიონის გამოყენება
ამ პრეპარატის ლოსიონიც იმავე მდგომარეობების სამკურნალოდ გამოიყენება. მისი რამდენიმე წვეთი დაზიანებულ კანზე უნდა წაისვათ (შეგიძლიათ თავის თმიან ნაწილზეც) დღეში ერთხელ; იგი მსუბუქად უნდა დაიზილოთ მანამ, სანამ სრულად არ შეიწოვება.
ელოკომის ლოსიონი ოკლუზიური ნახვევის ქვეშ არ უნდა გამოიყენოთ.
რა უნდა გავითვალისწინოთ პრეპარატის გამოყენებისას?
თუ პრეპარატს სხეულის დიდ ფართობზე ანდა დიდი დოზით იყენებთ, სასურველია, პერიოდულად თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციონირება აკონტროლოთ. ასეთი გამოყენებისას კორტიკოსტეროიდების სისტემური შეწოვის რისკი მეტია, ამას კი თირკმელზედა ჯირკვლების დაზიანება შეუძლია.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ფსორიაზის შემთხვევაში, რადგან სტეროიდების ადგილობრივი გამოყენებით ამ დროს, შესაძლოა, დაავადების რეციდივი დაიწყოს და პრეპარატისადმი ტოლერანტობა განვითარდეს; არის იმის რისკიც, რომ პუსტულოზური ფსორიაზი გავრცელდეს და ლოკალური თუ სისტემური ტოქსიკურობა განვითარდეს. ეს ყველაფერი კანის ბარიერული ფუნქციის დარღვევის შედეგია.
ცნობისთვის, ამ ჯგუფის მედიკამენტები კანის ზოგიერთ დაავადებას გარეგნულ სახეს უცვლის. შესაძლოა, ამის გამო დიაგნოზის დასმა გართულდეს.
რას უნდა ველოდეთ ელოკომის გამოყენების შემდეგ?
პრეპარატის გამოყენების შემდეგ, შესაძლოა, ადგილობრივი რეაქციები გამოვლინდეს. ესენია: პარესთეზია, ქავილი, კანის ატროფიის ნიშნები, წვა, ფოლიკულიტი, ფერიმჭამელას მსგავსი გამონაყარი პაპულების, პუსტულების და ტელეანგიექტაზიის სახით (ეს ძალიან იშვიათია).
ამ ტიპის სხვა ძლიერმოქმედი პრეპარატების გამოყენებისას შემდეგი გვერდითი მოვლენებიც დაფიქსირებულა: კანის გაღიზიანება, ჰიპერტრიქოზი, ჰიპოპიგმენტაცია, პერორალური დერმატიტი, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, კანის მაცერაცია, მეორადი ინფექცია, სტრიები და კანის გამოყელვა (ეს იშვიათად ხდება). შესაძლოა, მსგავსმა პრობლემებმა ელოკომის გამოყენების დროსაც იჩინოს თავი.
სისტემური გვერდითი მოვლენებია (მათ შორის, ჰიპოთალამო-ჰიპოფიზური სისტემის დათრგუნვა) მოსალოდნელი, თუ ელოკომს დიდ ზედაპირებზე, ხანგრძლივად და ოკლუზიური სახვევის ქვეშ გამოვიყენებთ. მსგავსი გვერდითი მოვლენების გამოვლენის რისკი ბავშვებში უფრო დიდია.
თუკი ელოკომის გამოყენებისას ინფექციების განვითარების რისკიც არსებობს. ამ დროს შესაბამისი სოკოს საწინააღმდეგო ან ანტიბაქტერიული საშუალება უნდა გამოიყენოთ. ინფექციის ნიშნების გაქრობამდე პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყვიტოთ, თუ პროგრესს მალევე ვერ დაინახავთ.
თუ პრეპარატის გამოყენებისას კანი გაგიღიზიანდათ ან მიხვდით, რომ წამლის რომელიმე კომპონენტზე ალერგია გაქვთ, მისით მკურნალობა უნდა შეწყვიტოთ. ექიმი იმის მიხედვით დაგეხმარებათ, თუ რა სიმპტომები გექნებათ.
როგორ უნდა მოვიქცეთ დოზის გადაჭარბებისას?
თუკი პრეპარატს გადაჭარბებულად ან ხანგრძლუვად გამოიყენებთ, შესაძლოა, ჰიპოფიზურ-თირკმელზედა სისტემის ფუნქციონირება შეფერხდეს. ამის გამო ზოგჯერ თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის მეორადი უკმარისობაც ვითარდება ხოლმე.
დოზის გადაჭარბებას გამოვლენილი სიმპტომების მიხედვით მკურნალობენ. მაგალითად, თუ ელექტროლიტური ბალანსია დარღვეული, მისი დარეგულირება გახდება საჭირო. როგორც წესი, ზედოზირებით გამოწვეული პრობლემები მოგვარებადია.
კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივად გამოყენებისას უმჯობესია, ეს პრეპარატები თანდათანობით მოიხსნას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ პრეპარატებს შეჩვევა ახასიათებს, ამიტომ სწრაფად მოხსნისას, შესაძლოა, უსიამოვნო სიმპტომებმა იჩინოს თავი.
როგორ უნდა შევინახოთ პრეპარატი?
წამალი ელოკომი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას უნდა შეინახოთ, ტემპერატურა კი 25°C-ზე მეტი არ უნდა იყოს. იგი გამოშვებიდან 2 წლის გან
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account