დ ვიტამინი — როგორია “მზის ვიტამინის” როლი ორგანიზმის გამართულად ფუნქციონირებაში

გაწუხებთ დაღლილობა, უენერგიოდ ყოფნა, კუნთების სისუსტე ან ტკივილი, კანის სიმშრალე, თმის ცვენა, შფოთვა, თავბრუსხვევა, ოფლიანობა? ხშირად მსგავსი წუხილები (სიმტპომების არასრული ჩამონათვალი) ორგანიმზში დ ვიტამინის დეფიციტზე მიგვითითებს.

 

დ ვიტამინი ორგანიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. იგი პაუსხისმგებელია როგორც იმუნიტეტისა და კუნთების გაძლიერებაზე, ძვლოვანი სისტემის მინერალიზაციაზე, ასევე ჩვენს განწყობაზე. რადგანაც დ ვიტამინს ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი როლი აქვს, როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე ბავშებისთვის რეკომენდებულია სისხლში დ ვიტამინის პერიოდული გადამოწმება და  კონტროლი, შემდგომ კი გამოკვლევების შედეგებით ვიზიტი მკურნალ ექიმთან. ანალიზის პასუხებითა და თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, გესაჭიროებათ თუ არა დ ვიტამინი წამლის სახით, ან როგორი დოზირებით. 

 

დ ვიტამინი ბავშვების ჯანსაღი განვითარებისთვის განსაკუთრებით საყურადღებო ელემენტია. დ ვიტამინის დეფიციტი ბავშვებში ძვალ-სახსროვანი სისტემის ზრდა-განვითარებაში ჩამორჩენით, ძირითადად სხვადასხვა ხარისხის რაქიტით ვლინდება, რაც ბევრი სხვა გართულების მიზეზი შეიძლება გახდეს. 

 

Რა საკვებშია დ ვიტამინი?  

 

დ ვიტამინის მიღების ძირითად წყაროს მზის ულტრაიისფერი გამოსხივება წარმოადგენს. მისი მიღების ბუნებრივი წყაროა ასევე საკვები. დ ვიტამინით მდიდარი შემდეგი პროდუქტებია:

 

  • თინუსი, ორაგული, სკუმბრია - ცხიმოვანი თევზი;
  • კრევეტები;
  • რძის ნაწარმი;
  • ფორთოხალი / ფორთოხლის წვენი;
  • ხორბლეული / მარცვლეული;
  • კვერცხის გული;
  • საქონლის ღვიძლი და სხვა;

 

როგორ მივიღოთ დ ვიტამინი? დ ვიტამინის მიღების წესი

 

დ ვიტამინით მდიდარი საკვები პროდუქტის მიღების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ‘მზის აბაზანების’ მიუხედავად, თუ მაინც დაგიდგინდათ დეფიციტი, მაშინ დ ვიტამინის წამალი უნდა მიიღოთ. 

 

სააფთიაქო ქსელებში დ ვიტამინი 1000, დ ვიტამინი 2000 და ა.შ. სხვადსხვა დოზირებებითა და სახელწოდებებით გვხვდება. სახელწოდებებთან ერთად განსხვავდება მწარმოებელი ქვეყნებიც. სოციალურ ქსელების თემატურ ჯგუფებში საუკეთესო დ ვიტამინად, ხშირად, სოლგარის დ ვიტამინს ასახელებენ. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ყველაზე კარგ დ ვიტამინს, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით, მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ, თქვენზე მორგებული დოზირებითა და ხანგრძლივობით. 

 

ონლაინ-წყაროს მიხედვით, დ ვიტამინის დღიური ნორმა საშუალოდ 600 საერთაშორისო ერთეულს(IU) შეადგენს, თუმცა კვლავ უნდა აღვნიშნოთ, რომ პაციენტის ანამნეზიდან გამომდინარე დოზა ინდივიდუალურად ინიშნება: ბავშვებში, ორსულებში, მოხუცებში თუ სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე პირებში.

 

სოლგარი დ ვიტამინი 1000,   სოლგარი დ ვიტამინი 2200, სოლგარი დ ვიტამინი 5000, სოლგარი დ ვიტამინი 10000, სოლგარი დ ვიტამინი წვეთები, სოლგარი დ ვიტამინი ბავშვის საღეჭი ტაბლეტები - PSP- ს სააფთიაქო ქსელში სოლგარის ფართო არჩევანია. დ ვიტამინის ფასი განსხვავდება დოზებისა და რაოდენობების მიხედვით. ეს ბრენდი ამერიკის შეერთებული შტატებიდან არის. 

 

მაგალითად, სოლგარი დ ვიტამინი 1000 -ის შემადგენლობაში: ვიტამინი D3 1000სე, რაფსის ზეთი, ჟელატინი, მცენარეული გლიცერინი, თევზის ღვიძლის ქონი, ქოლეკალციფეროლი და თევზის( ვირთევზამ პალტუსი, ცხიმიანი ჯიშები) შემცველობაა. 

 

ამ პრეპარატს იღებენ: ათლეტები და სპორტსმენები, ხანდაზმულ ასაკში მყოფი ადამიანები, ქალები მენოპაუზის დროს, ოსტეოპოროზისა, ოსტეომალაციის და დ ვიტამინის დეფიციტის სამკურნალოდ (საპროფილაქტიკოდ), ასევე ენდოკრინოლოგიური დაავადებებით გამოწვეული ძვლის პათოლოგიების სამკურნალოდ თუ საპროფილაქტიკოდ.  


დ ვიტამინის მიღება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ უნდა დაიწყოთ. გაითვალისწინეთ, რომ თვითნებურად დ ვიტამინის მიღება დაუშევებელია, რადგანაც პრობლემაა როგორც დ ვიტამინის დეფიციტი, ასევე დ ვიტამინის სიჭარბეც (ჰიპერვიტამინოზი). მაგალითად, სისხლში კალციუმის დონის მომატება — ჰიპერკალციემია, მადის დაკარგვა, გაძლიერებული წყურვილი და შარდვა, გულისრევა და სხვა თანმდევი სიმპტომატიკა სწორედ დ ვიტამინის სიჭარბის დროს იჩენს თავს. ამიტომ ექიმთან კონსულტაციის გარეშე, დამოუკიდებლად დ ვიტამინისა და შესაბამისი დოზირების არჩევა არ შეიძლება.