
იცოდით თუ არა, რომ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა თვალების სიწითლე, მხედველობის დაბინდვა, თვალების ძლიერი ტკივილი, მხედველობის თანდათანობით დაკარგვა, ან უეცარი გამოვლენა, გულისრევა, სხვა ჩვენებებთან ერთად, თვალის ისეთი დაავადებათა კომპლექსისთვის არის დამახასიათებელი, როგორიც გლაუკომაა.
დიახ, ეს არის დაავადებათა ჯგუფი და არა მხოლოდ ერთი დაავადება. რადგანაც გლაუკომისთვის დამახასიათებელია სწრაფი, ზოგჯერ უსიმპმტომო პროგრესირება და შეუქცევადი მდგომარეობა, მას ხშირად მხედველობის ჩუმ ქურდსაც უწოდებენ. გლაუკომა იდენტიფიცირებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა.
რა არის გლაუკომა?
გლაუკომა თვალის დაავადებათა კომპლექსია. იგი ოპტიკური ნერვის დაზიანებას გულისხმობს, რაც გადამწყვეტია მხედველობისთვის. ამის მიზეზი ხშირად თვალის შიგნით წნევის მომატებაა. პათოლოგიური პროცესი შესაძლოა დაიწყოს პერიფერიული მხედველობის გაუარესებით. გლაუკომას როგორც წესი, საწყის პერიოდში არ ახასიათებს სიმპტომები, ხშირად სახეზეა ეგრევე შემდეგი შემთხვევები: მხედველობის რადიკალური გაუარესება, შემცირება, ან სრული დაკარგვა.
რისკჯგუფი და სიმპტომატიკა
გლაუკომას განვითარების რისკი ხშირია 45 - 60 წელს გადაცილებულ პაციენტებში, თუმცა ასევე საყურადღებოა ოჯახის წევრების ანამნეზი და მემკვიდრული წინასწარგანწყობები. გასათვალისწინებელია ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობებიც, როგორიცაა დიაბეტი, ჰიპერტენზია, ჰიპოთირეოზი, გულის დაავადებები და სხვა. გაითვალისწინეთ, რომ თვალის ტრავმაც შესაძლოა იყოს გლაუკომას გამომწვევი, რადგან ასეთ დროს იზრდება თვალის შიდა წნევის შემთხვევები.
გლაუკომას გავრცელებული ტიპებია: ღიაკუთხოვანი, ანუ ქრონიკული, ვიწროკუთხოვანი და მწვავე დახურულკუთხოვანი. სიმპტომატიკა ტიპების მიხედვით განსხვავდება. ყურადღება უნდა მიაქციოთ თუკი თქვენი გვერდით, ანუ პერიფერიული მხედველობა უარესდება. არც თვალების ძლიერი ტკივილი(გულისრევის შეგრძნება თანმხლებად), სიწითლე, ბუნდოვანი მხედველობა, რგოლების დანახვა მკვეთრი განათებისას - დატოვოთ უყურადღებოდ. აუცილებლად მიმართეთ ოფთალმოლოგს და ჩაიტარეთ შესაბამისი გამოკვლევები.
ტრავატანის თვალის წვეთები
აუცილებელია გლაუკომას დიაგნოსტირების შემთხვევაში თქვენი მკურნალი ექიმის დანიშნულებას მიჰყვეთ.
ერთ-ერთი სამკურნალო საშუალება, რომელიც თვალშიდა ჰიპერტენზიისა და ღიაკუთხოვანი გლაუკომას ჩვენების დროს ინიშნება ტრავატანის თვალის წვეთებია. ბუნებრივია ამ წვეთების გამოყენებას თავისი უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები ახლავს, ამიტომ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და ანოტაციის გაცნობის შემდეგ უნდა გამოიყენოთ. მაგალითად ტრავატანის გამოყენება ორსულებსა და ლაქტაციის პროცესში მყოფი ქალებისთვის არ არის რეკომენდებული.
გლაუკომას მკურნალობა
გლაუკომას მკურნალობისას მთავარი მიზანი თვალის წნევის დაქვეითება და სითხის ნორმალური ცირკულაციის აღდგენაა. გზები ამის მისაღწევად შესაძლოა იყოს მედიკამენტოზური, ლაზერული, ან ქირურგიული მეთოდები. მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია მიჰყვეთ თქვენი მკურნალი ექიმის დანიშნულებას და ჯანსაღი ცხოვრების წესიც დაიცვათ.
გახსოვდეთ, რომ გარდა ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი საკვებისა, მხედველობის შესანარჩუნებლად და დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად, პერიოდულად ოფთალმოლოგთან ვიზიტი და თვალის შიდა წნევის მონიტორინგი გადამწყვეტია.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account