გაციება ვირუსია — როგორ მკურნალობენ რესპირატორულ ინფექციას

გაციება მწვავე რესპირატორული ინფექციაა, რომელიც ვირუსით არის გამოწვეული. დღეს კაცობრიობისთვის 200-მდე სახეობის ასეთი ვირუსია ცნობილი. ყველაზე ხშირი კი რინოვირუსია.

გაციება გადამდებია და მისი გამომწვევი ვირუსი ადამიანის ორგანიზმში თვალის, პირისა და ცხვირის ღრუს გავლით აღწევს.

გაციების სიმპტომები 

ხშირად გრიპი და გაციება ერთმანეთში ერევათ, რაც დიდწილად მათი სიმპტომების მსგავსების გამო ხდება. თუმცა ეს ორი სხვადასხვა დაავადებაა, რადგან გაციებას გრიპის ვირუსი არ იწვევს. მათი სიმპტომების გარჩევა კი დაავადების სიმწვავითა და ხანგრძლივობით არის შესაძლებელი.

გაციება ორგანიზმში ნელა იკიდებს ფეხს და დაავადებულში შედარებით მსუბუქ ჩივილებს იწვევს. მწვავე რესპირატორული ინფექციის დროს ყველაზე ხშირად ცემინებას, სურდოსა და ყელის ტკივილს უჩივიან. გრიპის შემთხვევაში ეს ჩივილები უფრო იშვიათია.

სანაცვლოდ, გაციების დროს იშვიათია სიცხე, შემცივნება და თავის ტკივილი, რაც გრიპს ხშირად ახლავს თავს. გარდა ამისა, მწვავე რესპირატორული ინფექცია მსუბუქი ტკივილით ხასიათდება, ხველა კი შესაძლოა მსუბუქიდან მწვავე ფორმაში გადაიზარდოს. გრიპის შემთხვევაში ტკივილი ინტენსიურია, ხველა, სისუსტე და დაღლილობა კი ხშირი. სისუსტესა და დაღლილობას გაციებულებიც უჩივიან, თუმცა არც ისე ხშირად.

გაციებამ შეიძლება 2-დან 14 დღემდე გასტანოს, თუმცა უფრო ხშირად ის დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში გრძელდება.

ზოგჯერ შესაძლოა პაციენტს გაციება და ხშირი შარდვა ერთად დაატყდეს თავს. საინტერესოა, რისგან არის ეს გამოწვეული? გაციების დროს გახშირებული შარდვა შეიძლება იყოს საშარდე გზების ინფექციის ნიშანი. მას თან ახლავს დისკომფორტი, წვის შეგრძნება ან ამღვრეული შარდი.

გარდა ამისა, გაციების დროს ხშირად ბევრ სითხეს იღებენ, რათა სხეული დეჰიდრატაციისგან დაიცვან, ამან კი შეიძლება შარდვის გახშირება გამოიწვიოს. 

გაციება ორსულობის დროს

ორსულობის დროს, ფიზიოლოგიური მიზეზების გამო, იმუნური სისტემა დათრგუნულია. ეს არის თავდაცვითი მექანიზმი, რომელიც ნაყოფის მოცილებას უშლის ხელს. აქედან გამომდინარე, ორსულის ორგანიზმი ინფექციების მიმართ მგრძნობიარე და მათ შორის არის გაციებაც.

ორსულების შემთხვევაში გაციების სიმპტომები ხშირად მოიცავს ცემინებას, ხველას, ყელის ტკივილს, ზომიერ ცხელებასა და შეშუპებას. თუ გაციება კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდება ან გაუარესდება, თუ გაქვთ მაღალი სიცხე და გაწუხებთ ქოშინი, გულმკერდის ტკივილი ან სხვა უჩვეულო სიმპტომები, ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ გაციების საწინააღმდეგო ბევრი პრეპარატი, რომელიც გაიცემა რეცეპტის გარეშე, არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში. ამიტომ მედიკამენტების მიღებამდე უმჯობესია მიმართოთ ექიმს.

ორსულების გარდა, ხშირია ჩვილის გაციება, ვინაიდან მათი იმუნური სისტემა ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზე. დაავადება აღიზიანებს ცხვირსა და ყელს და, როგორც წესი, გამოწვეულია რინოვირუსით. თუ სიმპტომები გაუარესდება ან გაგრძელდება 10 დღეზე მეტხანს, თუ აღინიშნება სიცხე, სუნთქვის გაძნელება, უმადობა ან ყურის ინფექცია, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

როგორ ვუმკურნალოთ გაციებას

პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ გაციების დროს არ არის რეკომენდებული ანტიბიოტიკის გამოყენება. ეს უკანასკნელი ვირუსზე არ მოქმედებს, გარდა ამისა, ანადგურებს ორგანიზმის ნორმალურ მიკროფლორას, რაც იმუნური სისტემის დასუსტებას იწვევს. ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ საბრძოლველად კი ძლიერი იმუნიტეტია საჭირო.

საყურადღებოა, რომ სიცხის დასაწევად არ არის რეკომენდებული ასპირინის გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

თუ გაციება მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს, ის თავისით გაივლის. თუმცა მისი არასასიამოვნო სიმპტომების შესამსუბუქებლად გარკვეული გზები არსებობს. გაციების დროს ხშირად გასცემენ ბევრი სითხისა და თხიერი საკვების მიღების რეკომენდაციას, ასევე პაციენტებს ყელის სავლების გამოყენებას ურჩევენ.

PSP-ის აფთიაქებში გაციების სიმპტომებთან საბრძოლველად ტერაფლუ ექსტრა მოიკითხეთ, რომელიც 12 წელს ზემოთ ასაკის პაციენტებში ცხელების დროს, კუნთებისა, სახსრებისა და თავის ტკივილისას, ცხვირის შეგუბებისა და სხვა ჩვენებების შემთხვევაში გამოიყენება.

პატარებისთვის კი PSP-ის აფთიაქებში მოითხოვეთ პრეპარატი სავაჭრო დასახელებით — ქიდსი 0-9 სიროფი ხველა და გაციება.