ბიფლაზიმი (Biflazym) ეგვიპტური წარმოების პრეპარატია, რომელიც სხეულის ნებისმიერ ნაწილში არსებული ანთებითი პროცესის, მასთან დაკავშირებული ტკივილისა და შეშუპების სამკურნალოდ გამოიყენება, მიუხედავად გამომწვევი მიზეზებისა.
ბიფლაზიმი გარსის მქონე ტაბლეტის სახითაა წარმოდგენილი, რომლის შედგენილობაშიც გვხვდება: 300 ერთი BP (14 მიკროკატალი) ქიმოტრიფსინი და 300 ერთი BP (5 მიკროკატალი) ტრიფსინი. Biflazym დამხმარე ნივთიერებებსაც შეიცავს, კერძოდ ესენია: აეროსილი, დექსტრატი, მაგნიუმის სტეარატი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, სტეარინის მჟავა, აცეტონი, ცელაცეფატი, დიეთილფტალატი და სეპისპერსი ცისფერი K1009.
ბიფლაზიმი პსპ-ს აფთიაქებშიცაა წარმოდგენილი. ბიფლაზიმის ფასი პსპ-ს ქსელში დაახლოებით 31 ლარია და ამ ფასად მეიკამენტის 1 შეკვრის შეძენაა შესაძლებელი. მასზე პერიოდულად მოქმედებს ფასდაკლებებიც.
როგორია ბიფლაზიმის ინსტრუქცია
ბიფლიზიმი სხეულში მიმდინარე ანთების ექსუდაციური ფაზის დროს მოქმედებს, ანუ როცა ორგანიზმის ქსოვილურ ან ღრუ არეებში მსგავსი პროცესებისას სპეციფიკური სითხე - ექსუდატი - გროვდება.
Biflazym ორალური გზით მიიღება და ანთების კერის მიმდებარედ მასთან ასოცირებულ პეპტიდურ კავშირებს შლის, მიუხედავად იმისა, თუ რითაა ანთება განპირობებული. ეს პრეპარატი ამას მასში შემავალი ორი პროტეოლიზური ფერმენტის მეშვეობით ახერხებს, რომელთაც ძლიერი სინერგიული მოქმედება ახასიათებს. ასეთი ერთობლივი ეფექტის წყალობით, ისინი ცილებსა და პეპტიდებს მარტივად ხლეჩს, რითაც პროტეოლიზს უწყობს ხელს.
ბიფლაზიმი წამალია, რომელიც კარგ ამტანობას უზრუნველყოფს და მაღალი ეფექტიანობით გამოირჩევა. მისი ფარმაკოლოგიური თვისება ასეთია: გასტრორეზისტენტული ტაბლეტები ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ნაწლავში მარტივად იხსნება და საჭმლის მომნელებელი სისტემის მხოლოდ ამ ნაწილში შეიწოვება. შედეგად, მასში არსებული ნივთიერებები ანთების კერას აცხრობს.
რაში გამოიყენება ბიფლაზიმი
Biflazym სხვადასხვა მიზეზით გამოწვეულ ანთებასა და მის თანმხლებ ტკივილს ებრძვის, რომელიც სხეულის ამა თუ იმ ნაწილში შეიძლება გამოვლინდეს.
პრეპარატი სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის გამოიყენება ტრავმატოლოგიასა და ქირურგიაში, როცა პაციენტს ტრავმის მიღებისა და ოპერაციის შემდგომი შეშუპება ან ჰემატომები აღენიშნება. ასევე, დაჭიმულობისა და მოტეხილობების შემთხვევაში.
იგი გამოიყენება ყელ-ყურ-ცხვირის პრობლემებისასაც. მაგალითად, ბიფლაზიმი საჭიროებისამებრ ინიშნება ფარინგიტის, ლარინგიტის, სინუსიტის, ოტიტისა და ევსტაქიიტის დროს. ოფთალმოლოგიაში Biflazym მაშინ გამოიყენება, როცა პაციენტს თვალზე მიღებული ტრავმა, ოპერაციის შემდეგ განვითარებული სისხლჩაქცევა ან თვალის მინისებურ სხეულში არსებული სისხლჩაქცევა აწუხებს.
პულმონოლოგიაში ეს მედიკამენტი ბრონქებსა და ფილტვებში მიმდინარე ანთებითი პროცესების შემთხვევაში ინიშნება ისევე, როგორც ტრაქეობრონქიტისას. ბიფლაზიმი ეფექტიანია სტომატოლოგიური პრობლემების მკურნალობისასაც. კერძოდ, როცა პაციენტს დაზიანებული კბილის ამოღება სჭირდება, პერიონდიტი ან ღრძილის ანთება აქვს და ყბა-სახის ან სტომატოლოგიურ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. გინეკოლოგიაში პრეპარატის ჩვენება მასტიტი, პერინეალური შეშუპება და მცირე მენჯის ღრუში მდებარე ორგანოების ანთებითი ხასიათის დაავადებებია.
ბიფალზიმის ანოტაცია ცხადყოფს, რომ პრეპარატის მიღება ანთების კერაში არსებულ ქსოვილში ანტიბიოტიკების გახსნას აუმჯობესებს, ყველაზე კარგი შედეგები კი ყელ-ყურ ცხვირის მიმდებარედ, ფილტვებში, ბრონქებსა და პირის ღრუში ფიქსირდება.
როგორ მივიღოთ პრეპარატი
ბიფლაზიმი ორალური გზით მიიღება, ანუ ორგანიზმში პირის ღრუდან, ტაბლეტის სახით, ხვდება. მისი დაღეჭვა საჭირო არაა, არამედ პირდაპირ იყლაპება. ჩვეულებრივ, 1-2 აბი წამალი დღეში 3-ჯერ უნდა მიიღოთ, მაგრამ შესაძლოა, ექიმმა თქვენი საჭიროების მიხედვით სხვაგვარი დოზები დანიშნოს.
ბიფლაზიმი III ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტია, რომელიც რეცეპტის გარეშე გაიცემა.
რა უკუჩვენებები აქვს ბიფლაზიმს
ბიფალზინი გვერდითი მოვლენების კუთხით მნიშვნელოვნად დატვირთული არ არის. შესაძლოა, გამოვლინდეს წამალში შემავალი ტრიფსინის ან ქიმოტრიფსინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. თუკი ორგანიზმში ინფექცია აღინიშნება, Biflazym-თან ერთად ანტიბიოტიკის მიღებაა რეკომენდებული.
Biflazym-ის ერთ კოლოფში 2 ფირფიტაა, თითოეულში კი 10 აბია, სულ 20 ტაბლეტი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ პრეპარატი არ გამოიყენება. იგი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას უნდა შეინახოთ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account