ბენეტი — პრეპარატი თქვენი პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის

ადამიანის პირის ღრუში არის უამრავი სახეობის მიკროორგანიზმი, რომლებიც სწრაფად მრავლდებიან და იწვევენ პირის ღრუს დაავადებებს. მათ შორის ყველაზე გავრცელებული დაავადებებია: გლოსიტი, გინგივიტი, სტომატიტი, ეროზიული ბრტყელი ლიქენი და სხვა.

პირის ღრუს დაავადებების პროფილაქტიკის ოქროს სტანდარტი პირის ღრუს სწორი და რეგულარული მოვლაა, რაშიც იგულისხმება სწორად შერჩეული ჯაგრისები, კბილის პასტა, სავლებები და ა.შ. 

თუმცა პირის ღრუს დაავადებების განვითარების მთავარი მიზეზი ჰიგიენა როდია, მნიშვნელოვანია ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: გენეტიკური წინასწარგანწყობა, კუჭ-ნაწლავის დაავადებები, დაბალი იმუნიტეტი, შაქრიანი დიაბეტი, მიკროელემენტების და ვიტამინების დეფიციტი, კვების ხასიათი და სხვა.

ბენეტის სპრეი — ეს არის ბაქტერიოციდული და ანტიბაქტერიული სპრეი, რომელიც ხშირად გამოიყენება პირის ღრუს ინფექციების, როგორიცაა გინგივიტი, სტომატიტი, პირის ღრუს ჭრილობები და სხვა სიმპტომების მკურნალობისთვის. იგი მოქმედებს როგორც ანტიმიკრობული საშუალება და ეხმარება ბაქტერიების ზრდის შეჩერებაში.

პირის ღრუს დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის ხშირად გამოიყენება  ბაქტერიოციდული და ანტიბაქტერიული სპრეები და სავლებები. ერთ-ერთი ასეთი სპრეია - ბენეტი, რომელიც შეგიძლიათ პსპ-ს აფთიაქებში შეიძინოთ

მოდით, გავიგოთ როგორ უნდა გამოვიყენოთ ბენეტის სპრეი, რა გვერდითი მოვლენები ახლავს ამ პრეპარატს და ვისთვის არ შეიძლება მისი მიღება?

რა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ ბენეტის სპრეი?

ბენეტის სპრეი გამოიყენება შემდეგი დაავადებებისა და მდგომარეობების დროს: 

  • ყელის ტკივილის, ფარინგიტის, ლარინგიტის და ტონზილიტის ანტიბაქტერიული მკურნალობის დამატებითი თერაპია;
  • ტონზილექტომიის შემდგომი პერიოდი;
  • ქიმიოთერაპიით, რადიოთერაპიით და სხვა სამედიცინო მიზეზებით გამოწვეული ორალური მუკოზიტი (პირის ლორწოვანის ანთება და გაღიზიანება);
  • აფთოზური წყლულების, გლოსიტის, გინგივიტის და სტომატიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
  • რეკურენტული აფთოზური სტომატიტი;
  • ბეხჩეტის დაავადებით გამოწვეული პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანება;
  • პემფიგუსის ჯგუფის დაავადებებით გამოწვეული პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანება;
  • მულტიფორმული ერითემის, სტივენს-ჯონსონის სინდრომის, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზის დროს განვითარებული ორალური დაზიანებების მკურნალობა;
  • ორალური ეროზიული ბრტყელი ლიქენის მკურნალობა;
  • პირის ღრუს და ხახის სხვადასხვა მანუპულაციების შემდეგ (პერიოდონტალური პროცედურები, ოპერაციები პირის ღრში, კბილებზე, ყბებზე) ტკივილის შესამსუბუქებლად;
  • ორალური ლორწოვანი ანთებების (სტომატიტის) მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება — როგორ უნდა გამოიყენოთ პრეპარატი?

ბენეტის სპრეის გამოყენებისას მნიშვნელოვანია რეკომენდირებული დოზებისა და მკურნალობის ხანგრძლივობის დაცვა, რადგან პრეპარატის ზედმეტი დოზებით, ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს ნორმალური ბაქტერიოლოგიური ფლორის დარღვევა.

მოზრდილებისა და ხანდაზმულებისთვის რეკომენდირებული დოზაა: თითო შესხურება 1.5-3 საათის ინტერვალით, 4-8-ჯერ დღეში.

 6-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის: თითო შესხურება 1.5-3 საათის ინტერვალით, 4-ჯერ დღეში.

6 წლამდე ბავშვებისთვის: ერთი შესხურება სხეულის ყოველ 4 კგ წონაზე, 1.5-3 საათის ინტერვალით, მაქსიმუმ 4 შესხურება დღეღამეში.

სპრეი უშუალოდ უნდა მივასხუროთ ყელისა და პირ-ხახის ანთებით უბანს ან წყლულს.

შეფერვის მინიმიზაციის მიზნით რომელსაც იწვევს ქლორჰექსიდინი, სასურველია კბილების გახეხვა ბენეტი პლიუსის გამოყენებამდე.

მკურნალობის ხანგრძლივობა 4-5 დღეა. იმ შემთხვევაში, თუ ამ პერიოდში სასურველი ეფექტი ვერ მიიღეთ, კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს დაუკავშირდით.

რა გვერდითი ეფექტები შეიძლება მოჰყვეს ბენეტით მკურნალობას? 

გვერდითი ეფექტები, რომლებიც შეიძლება ბენეტის სპრეის გამოყენებას მოჰყვეს, იშვიათი და ძირითადად მსუბუქია. ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტებია: ორალური მგრძნობელობის დაქვეითება და დაბუჟება. ეს ეფექტები ძირითადად ტრანზიტორულია და მათი გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა.

სხვა არასასურველი ეფექტებია: გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და ძილიანობა, ალერგიული რეაქციები. თუმცა ეს რეაქციები ძალიან იშვიათად ვლინდება.

 

ვისთვის არ შეიძლება ბენეტის სპრეის გამოყენება? 

ბენეტის სპრეის ერთ-ერთ ძირითად უკუჩვენებას წარმოადგენს ჰიპერმგრძნობელობა ბენზიდამინის ან ქლორჰექსიდინის მიმართ ან პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

ასევე არ არსებობს კონტროლირებული კვლევების მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.  ამიტომ, აღნიშნული პრეპარატი ორსულობის პერიოდში უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ხოლო ლაქტაციის დროს - სიფრთხილით.

დამატებითი სიფრთხილის ზომები  

სანამ ბენეტის სპრეის გამოყენებას დაიწყებთ, მნიშვნელოვანია იცოდეთ:

  • პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისთვის;
  • არასაკმარისი კლინიკური მონაცემების გამო, ბენეტი არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში; 
  • პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ პირის ღრუში შესასხურებლად და იგი უნდა მოარიდოთ თვალებსა და ყურებს; 
  • შეიძლება გამოიწვიოს ენის ან კბილების გარდამავალი შეფერვა;
  • არ შეიძლება ბენეტის სპრეის დალევა;
  • თუ ყელის ტკივილი გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით, ბენეტით მკურნალობასთან ერთად შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიბაქტერიული მკურნალობის დაწყებაც; 
  • პრეპარატის ზეგავლენა ავტომობილის მართვასა და სხვა მექანიზმებთან მუშაობაზე აღწერილი არ არის.