ფოსფომედი — პრეპარატის როლი საშარდე გზების ინფექციის მკურნალობაში

საშარდე გზების ინფექცია საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა, რომელსაც საშარდე სისტემაში ბაქტერიების მოხვედრა და გამრავლება იწვევს. იგი შეიძლება განვითარდეს საშარდე სისტემის ნებისმიერ ნაწილში - თირკმელებში, შარდსადენებში, შარდსაწვეთებსა და შარდის ბუშტში. 

აღსანიშნავია, რომ საშარდე გზების ინფექციები უფრო მეტადაა გავრცელებული ქალებში, ვიდრე კაცებში, რაც ქალებსა და კაცებს შორის ანატომიურ განსხვავებას უკავშირდება. კერძოდ, ქალებს უფრო მოკლე შარდსადენი აქვთ, ვიდრე კაცებს.

რა იწვევს საშარდე გზების ინფექციას?  

საშარდე გზების ინფექციას ყველაზე ხშირად ნაწლავებში მცხოვრები ბაქტერიები (ძირითადად, ნაწლავის ჩხირი) იწვევენ, თუმცა შეიძლება გამოიწვიოს სხვა მიკროორგანიზმებმაც, მაგალითად: კლებსიელა, პროტეუსი, ენტეროკოკი, სტაფილოკოკი და სხვა.

რაც შეეხება სიმპტომებს, შეიძლება გამოვლინდეს ჩამოთვლილთაგან ერთი ან ყველა სიმპტომი: გახშირებული შარდვა, მოშარდვის დაუძლეველი სურვილი, წვა და ტკივილი შარდვის დროს, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, მღვრიე და სუნიანი შარდი და ა.შ.  იმ შემთხვევაში, თუ ინფექცია თირკმელში გადავიდა, შეიძლება ზემოჩამოთვლილ სიმპტომებს დაემატოს: წელის ტკივილი, მაღალი სიცხე, გულისრევა და ღებინება.

საშარდე გზების ინფექციას, ძირითადად, ანტიბიოტიკებითა და ტკივილგამაყუჩებლებით (წვის და დისკომფორტის შესამსუბუქებლად) მკურნალობენ. საშარდე გზების ინფექციის სამკურნალო ერთ-ერთი ეფექტიანი და გამოცდილი პრეპარატია - ფოსფომედი. მისი შეძენა პსპ-ს აფთიაქებში შეგიძლიათ, თუმცა გამოყენება ექიმის მითითებით უნდა მოხდეს, რათა თავიდან ავიცილოთ არასასურველი ეფექტები და მივიღოთ მკურნალობის მაქსიმალური ეფექტი.

რა არის და რისთვის გამოიყენება ფოსფომედი? 

ფოსფომედი - გრანულირებული, თეთრი ფხვნილის სახითა წარმოდგენილი პრეპარატია, რომელსაც ფორთოხალ-მანდარინის სუნი აქვს და წყალში უნდა განზავდეს.

პრეპარატის 1 პაკეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებაა: ფოსფომიცინს (ფოსფომიცინის ტრომეტამოლის სახით) და დამხმარე ნივთიერებებს: საქაროზას, სილიციუმის დიოქსიდს, ფორთოხლისა და მანდარინის ესენციებს, ნატრიუმის საქარინს.

იგი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:

    • მწვავე ბაქტერიული ცისტიტი, მორეციდივე ბაქტერიული ცისტიტის მწვავე შეტევები;
    • ბაქტერიული არასპეციფიკური ურეთრიტი;
    • ორსულებში უსიმპტომო მასიური ბაქტერიურია;
  • საშარდე გზების პოსტოპერაციული ინფექციები;
  • საშარდე გზების ინფექციების პროფილაქტიკა ქირურგიული ოპერაციებისა და ტრანსურეთრული დიაგნოსტიკური კვლევებისას.  

ფარმაკოლოგიური თვისებები და მოქმედების მექანიზმი

ფოსფომიცინი ბაქტერიული უჯრედის კედლის სინთეზში მონაწილე ფერმენტების მუშაობას და ბაქტერიციდულ მოქმედებას ახდენს გაყოფის პროცესში არსებულ პათოგენურ მიკროორგანიზმებზე. პეპტიდოგლიკანის სინთეზის ბლოკირების მეშვეობით, ფოსფომიცინი თრგუნავს ბაქტერიული უჯრედის კედლის უჯრედშიდა სინთეზის პირველ სტადიას. ფოსფომიცინი ასევე აქტიურად ტრანსპორტირდება ბაქტერიულ უჯრედში sn-გლიცერინ-3-ფოსფატისა და ჰექსოზა-6-ის სატრანსპორტო სისტემების მეშვეობით.

ფოსფომიცინის მიმართ მიკროორგანიზმების რეზისტენტობა უმეტეს შემთხვევაში განპირობებულია ქრომოსომული მუტაციით, რაც პრეპარატის გადატანაში (უჯრედის შიგნით) მონაწილე სატრანსპორტო სისტემების მუშაობის მოშლას უკავშირდება. მიკროორგანიზმების რეზისტენტობის დამატებითი მექანიზმები, რომელთა გადაცემაც ხდება პლაზმიდების ან ტრანსპოზონების მეშვეობით, განპირობებულია, პრეპარატის ფერმენტული ინაქტივაციით ფოსფომიცინის გლუტათიონთან შეკავშირების ან ფოსფომიცინის მოლეკულაში ნახშირბად-ფოსფორის ბმის გაწყვეტის ხარჯზე, შესაბამისად.

არ არის დადასტურებული არსებობს თუ არა ჯვარედინი რეზისტენტობა ფოსფომიცინსა და სხვა კლასების ანტიბიოტიკებს შორის.

მიკროორგანიზმების ჩვეულებრივ მგრძნობიარე შტამებია:

  • აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები - Escherichia coli.

მიკროორგანიზმების შტამები, რომლებსაც შეუძლიათ გახდნენ რეზისტენტულები:

  • აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები - Enterococcus faecalis;
  • აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები - Klebsiella pneumoniae, Proteus mirabilis.

მიკროორგანიზმების შტამები ბუნებრივი რეზისტენტობით:

  • აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები - Staphylococcus saprophyticus.

პერორალურად ერთჯერადად მიღების შემდეგ, ფოსფომიცინის ტრომეტამოლის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 33-53%-ს შეადგენს. ფოსფომიცინის შეწოვის ხარისხი და სიჩქარე მცირდება საკვებთან ერთად მიღებისას, მაგრამ პრეპარატის საერთო ოდენობა, რომელიც გამოიყოფა შარდის მეშვეობით, რჩება უცვლელი. შარდში ფოსფომიცინის საშუალო კონცენტრაცია აღემატება მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაციის ზღვრულ დონეს (128 მკგ/მლ) სულ მცირე 24 საათის განმავლობაში, ფოსფომიცინის პერორალური მიღების შემდეგ.

ფოსფომიცინი არ განიცდის მეტაბოლურ ბიოტრანსფორმაციას. იგი ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებში, მათ შორის თირკმელებში და შარდის ბუშტის კედელში. გამოიყოფა ორგანიზმიდან უცვლელი სახით, ძირითადად თირკმელებით გლომერულური ფილტრაციის გზით და, უფრო ნაკლები ხარისხით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტით. პერორალურად მიღებისას ფოსფომიცინის გამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 4 საათს. 

საკვებთან ერთად პრეპარატის მიღება აფერხებს ფოსფომიცინის შეწოვას, თუმცა პრეპარატის საერთო ოდენობა, რომელიც გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდით დროთა განმავლობაში, უცვლელი რჩება.

როგორ მივიღოთ ფოსფომედი - წესები და დოზირება

ფოსფომედის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას. გრანულები უნდა გაიხსნას 1/3 ჭიქა წყალში. 

მწვავე ინფექციების დროს, მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზაა: 1 პაკეტი (3გ) დღე-ღამეში 1-ჯერ, უზმოზე, ჭამამდე 2 საათით ადრე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ. უმჯობესია თუ პრეპარატს ძილის წინ, შარდის ბუშტის დაცლის შემდეგ მიიღებთ.

ქირურგიული ჩარევების, ტრანსურეთრული დიაგნოსტიკური პროცედურების დროს შარდგამომყოფი გზების ინფიცირების პროფილაქტიკისთვის რეკომენდებული დოზაა: 1 პაკეტი  ჩარევამდე 3 საათით ადრე, ხოლო მეორე პაკეტი ჩარევიდან 24 საათის შემდეგ. 

5-18 წლის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება დოზით: 2 გ დღეში 1-ჯერ. მკურნალობის კურსი შეადგენს 1 დღეს.

რა გვერდითი მოვლენები აღინიშნება ფოსფომედით მკურნალობისას? 

ფოსფომედით მკურნალობისას შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივი - გულისრევა, გულძმარვა, დიარეა, ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი (როგორც წესი, დროში შეზღუდულია და სპონტანურად ქრება);

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები - ყველაზე ხშირად, ვულვოვაგინიტი.

იმუნური სისტემის მხრივი: ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

ნერვული სისტემის მხრივი: ხშირად, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.

კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივი: გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება.

ვისთვის არ შეიძლება ფოსფომედის მიღება? 

ფოსფომედის მიღება უკუნაჩვენებია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ:

  • ჰიპერმგრძნობელობა ფოსფომიცინის ტრომეტამოლის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ;
  • თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <10 მლ/წთ);
  • 5 წლამდე ასაკი.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ფოსფომედის მიღება დაშვებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს. ლაქტაციის პერიოდში თუ პრეპარატის მიღება აუცილებლობას წარმოადგენს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. 

განსაკუთრებული მითითებები 

საკვებთან ერთად ფოსფომედის მიღება  პრეპარატის შეწოვას ანელებს, აუცილებლად მიიღეთ იგი ჭამამდე 2 საათით ადრე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ მოხდეს.

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა პრეპარატი უნდა მიიღონ სიფრთხილით, რადგან 3 გ-იანი დოზის 1 პაკეტი შეიცავს 2,173 გ საქაროზას.

არ შეიძლება ფოსფომედით მკურნალობა, თუ პაციენტი მეტოკლოპრამიდს იღებს. ამ ორი პრეპარატის ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვის შარდსა და სისხლის შრატში ფოსფომიცინის კონცენტრაციის შემცირება.