ბეიბი ქალმი — წვეთები ახალშობილის სიმშვიდისთვის

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რომელსაც ჩვილებში მშობლები აწყდებიან, არის კოლიკები და საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტირილი და ძილის რეჟიმის დარღვევა. 

კოლიკი ხშირად მომდინარეობს მოუმწიფებელი საჭმლის მომნელებელი სისტემისგან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაზების დაგროვება, შებერილობა და ზოგადი დისკომფორტი.

მშობლებისთვის ეს შეიძლება იყოს რთული ფაზა, რადგან ჩვეულებრივი დამამშვიდებელი ტექნიკა ხანდახან არ მუშაობს და მხოლოდ დიეტის ცვლილებებმა შეიძლება არ მოგვცეს დაუყოვნებელი შვება.

მცენარეული დანამატები, როგორიცაა ბეიბი ქალმი, შექმნილია სპეციალურად მცირეწლოვანი ბავშვებისთვის. ბუნებრივი ინგრედიენტებით ფორმულირებულ ამ ხსნარს შეუძლია დაამშვიდოს პატარა და მოუხსნას დისკომფორტი, შეამციროს გაზები და ხელი შეუწყოს ბავშვის სიმშვიდეს.

როდის იყენებენ ბეიბი ქალმს?

სამედიცინო ენაზე რომ ვთქვათ, ბეიბი ქალმის გამოყენება შეგიძლიათ, თუკი პატარას აწუხებს შემდეგი ჩვენებები:

  • სპაზმური ტკივილები საჭმლის მომნელებელ ტრაქტში (ახალშობილთა კოლიტები); 
  • საჭმლის მონელების გაძნელება;
  • ყაბზობის ელემენტებით;
  • ხშირი ამოქაფება და/ან ღებინება;
  • ძილის დარღვევა ახალშობილებში.

ბეიბი ქალმის გამოყენება და შეძენა რეცეპტის გარეშეა შესაძლებელი. თუმცა, როცა საქმე ჩვილებს ეხება, ყოველთვის მნიშვნელოვანია ექიმთან კონსულტაციის გავლა.

როგორ გამოვიყენოთ წვეთები?

ბეიბი ქალმის ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ წვეთები ჩვილებთან ასე უნდა გამოვიყენოთ:  ბოთლი უნდა შეივსოს ანადუღარი და გაგრილებული წყლით ეტიკეტის ზედა საზღვრამდე, ისე, რომ საბოლოოდ მივიღოთ 50 მლ ხსნარი. ყოველი გამოყენების წინ ბოთლი კარგად უნდა შევანჯღრიოთ. გამზადებული ხსნარი თავისივე პიპეტით ჩავაწვეთოთ ბავშვს პირის ღრუში - 10 წვეთი ყოველი ჭამის წინ ან ჭამათა შორის შუალედებში - ნელ-ნელა, წვეთ-წვეთობით (არ გამოიყენოთ კოვზი). დღეღამის განმავლობაში გამოყენების ჯერადობა შეზღუდული არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მედიკამენტის გამოყენების ზოგადი წესია, ექიმმა თქვენს პატარას, შეიძლება, განსხვავებული დოზირებით დაუნიშნოს წვეთები - საჭიროებიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ექიმთან კონსულტაციის გავლა გამოყენების დაწყებამდე.

როგორია ბეიბი ქალმის შედგენილობა?

მედიკამენტი რამდენიმე სასარგებლო ზეთსა და ნივთიერებს შეიცავს. ესენია: კამის ზეთი, ბაღის პიტნის ზეთი, ანისულის ზეთი, გლიცერინი. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ბეიბი ქალმის შემადგენლობაში არ შედის შაქარი და დამატკბობლები, ალკოჰოლი, კონსერვანტები და საღებავები. 

რისთვის არის თითოეული ეს ზეთი განკუთვნილი? მაგალითად, კამის ზეთი მიიღება მცენარის მარცვლებისგან და ანეიტრალებს აირებს, არეგულირებს მონელების პროცესს. ეს ზეთი ეფექტურია ყველა იმ პრობლემის წინააღმდეგ, რაც ჩვილს შეიძლება აწუხებდეს -   აირების დაგროვების, მუცლის შებერილობის, ნაწლავური სპაზმების და შეკრულობის ჩათვლით.

კიდევ ერთი შემადგენელი კომპონენტია ანისულის ზეთი, რომელიც ამ მცენარის ხმელი ნაყოფისგან მიიღება. ის ასტიმულირებს მონელების პროცესს, ხსნის სპაზმებს ნაწლავებში და აქვს როგორც ტკივილგამაყუჩებელი, ისე ანტისეპტიკური მოქმედება. 

რაც შეეხება პიტნის ზეთს, რომელიც მთლიანი მცენარისგან მიიღება - ის არის ძლიერ ზემოქმედების მქონე მთელ მომნელებელ ტრაქტზე და აქვს სპაზმოლიზური მოქმედება. პიტნის ზეთი ხსნის კოლიკებს, აქვს ამოქაფების და ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება, ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ ბეიბი ქალმის მოხმარებით გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა. ხოლო უკუჩვენებები შეიძლება იყოს გამოვლენილი და დადასტურებული ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა) პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

სად შევიძინოთ ბეიბი ქალმის წვეთები?

ამ მედიკამენტის შეძენა შეგიძლიათ სააფთიაქო ქსელებში. მაგალითად, PSP-ს სააფთიაქო ქსელში, როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურად აფთიაქში მისვლით.

რაც შეეხება ბეიბი ქალმის ფასს - ამ მედიკამენტის ღირებულებაზე მრავალი კომპონენტი და გარე ფაქტორი მოქმედებს. ეს შეიძლება იყოს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი, ქვეყანაში არსებული ფინანსურ-ეკონომიკური პარამეტრები, ბიზნესისთვის გადასახადების გაზრდა ან შემცირება, მომწოდებლის მიერ პროდუქტის თვითღირებულების ცვლილება და ა.შ. სწორედ ამიტომ, ბეიბი ქალმის ფასი შეიძლება ცვალებადი იყოს.