ატორისი — პრეპარატი სისხლში ქოლესტერინის დონის სამართავად

ატორისი სლოვენიური წარმოების პრეპარატია, რომელიც აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახითაა წარმოდგენილი. ის, კალციუმის მარილის სახით,  აქტიურ ნივთიერება ატორვასტატინს შეიცავს.

აღნიშნული ნივთიერების დოზირება ტაბლეტებში განსხვავებულია. PSP-ის აფთიაქებში ატორვასტატინის შემცველი 10 მგ, 20 მგ და 40 მგ ატორისის ტაბლეტებია ხელმისაწვდომი. ატორისი 10 მგ-ის, ატორისი 20 მგ-ისა და ატორისი 40 მგ-ის ერთ შეკვრაში 30 ტაბლეტია.  

ატორისი ჰიპოლიპიდემიური საშუალებების ჯგუფს მიეკუთვნება და აფთიაქებში ექიმის რეცეპტის საფუძველზე გაიცემა.

რომელი დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ ატორისს? 

პრეპარატი ატორისი ატორვასტატინთან ერთად დამხმარე ნივთიერებებსაც შეიცავს. მათ შორისაა: პოვიდონი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კალციუმის კარბონატი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, პოლივინილის სპირტი, მაკროგოლ 3000 და ტიტანის დიოქსიდი (E171).

ამ ნივთიერების მეშვეობით ატორისი გამოიყენება პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჰიპერქოლესტერინემია სისხლში ქოლესტერინის ჭარბი რაოდენობით დაგროვებაა, რაც ხშირად ათერომების (კისტოზური წარმონაქმნი, ე.წ. ცხიმგროვა) წარმოქმნის მიზეზი ხდება.

ატორისს უნიშნავენ შერეული ჰიპერლიპიდემიის მქონე პაციენტებსაც, მათ შორის ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს. ჰიპერლიპიდემია სისხლში ქოლესტერინის ფრაქციების მომატებაა.

აღნიშნული პრეპარატი ასევე გამოიყენება ჰეტეროზიგოტური და ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის სამკურნალოდ. ჰეტეროზიგოტურობა არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმს ერთი ან რამდენიმე გენი არაწყვილი აქვს (არ გააჩნია ალელური პარტნიორები); ჰომოზიგოტურობა კი ორგანიზმის მემკვიდრული აპარატის ისეთი მდგომარეობა, რომლის დროსაც ჰომოლოგიური ქრომოსომები გენის ერთსა და იმავე ფორმას (ალელი) შეიცავენ.

როგორ აბალანსებს პრეპარატი ქოლესტერინის დონეს? 

მედიკამენტი ატორისი ხელს უწყობს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL) ქოლესტერინის დონის შემცირებას, რომელსაც ხშირად „ცუდ ქოლესტერინს“ უწოდებენ. ის შეიძლება არტერიებში დაგროვდეს და მათი ბლოკირება გამოიწვიოს.

ამის პარალელურად, ატორისი ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (HDL) დონეს, რომელიც ცნობილია როგორც „კარგი ქოლესტერინი“.

გარდა ქოლესტერინის დონის მართვისა, ატორისს შეუძლია გულის შეტევის, ინსულტისა და გულთან დაკავშირებული სხვა პრობლემების რისკის შემცირება.

როგორ და რა დოზებით უნდა მივიღოთ ატორისი?  

ატორისით მკურნალობის კურსის დაწყებამდე, აუცილებელია პაციენტი დიეტურ კვებაზე გადავიდეს. ეს სისხლში ლიპიდების შემცველობის კლებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ დიეტის დაცვა საჭიროა პრეპარატით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

რაც შეეხება ატორისის მიღების წესს, ის ორგანიზმში პირის ღრუს გავლით აღწევს. პრეპარატის გამოყენება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად ხდება, უზმოზე ან ჭამის შემდეგ.

ატორისის რეკომენდებული საწყისი დოზა დღეში 10 მგ-ის შეადგენს. საბოლოოდ მისაღწევი ეფექტის გათვალისწინებით, დღიური დოზა შეიძლება 80 მგ-მდე გაიზარდოს. ატორისის მიღება დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ, თუმცა რეკომენდებულია წამალი ორგანიზმში ერთსა და იმავე დროს მოხვდეს.

საგრძნობი თერაპიული ეფექტი მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგაა შესამჩნევი, მაქსიმალური ეფექტი კი 4 კვირის შემდეგ მიიღწევა. აქედან გამომდინარე, დოზის შეცვლა არ არის რეკომენდებული მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის გასვლამდე.

ჰომოზიგოტური მემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემიის შემთხვევაში დოზები ისეთივეა, როგორიც სხვა ტიპის ჰიპერლიპიდემიის დროს. საწყისი დოზა ინდივიდუალურად განისაზღვრება, დაავადების გამოვლენის მიხედვით. თუმცა აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრობლემების მქონე პაციენტების მკურნალობის ოპტიმალური ეფექტი გამომჟღავნდა სადღეღამისო დოზად 80 მგ-ის გამოყენებისას (ერთჯერადად).

მედიკამენტის პოტენციური გვერდითი მოვლენები  

ატორისის საერთო გვერდითი მოვლენები მოიცავს კუნთების ტკივილს, თავის ტკივილსა და საჭმლის მონელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემებს.

სერიოზული გვერდითი ეფექტები შეიძლება მოიცავდეს ღვიძლის დაზიანებასა და კუნთების პრობლემებს, როგორიცაა მიოპათია ან რაბდომიოლიზი, თუმცა ეს იშვიათად ხდება.

ატორისით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ექიმს აცნობოთ მანამდე არსებული ჯანმრთელობის ნებისმიერი პრობლემის შესახებ, მათ შორის როგორიცაა ღვიძლის ან თირკმელების დაავადება. სპეციალისტის მითითებები საჭიროა ასევე ატორისისა და სხვა მედიკამენტების პარალელურად გამოყენებისას, რადგან შეიძლება მათი ურთიერთქმედება მოხდეს.