თმა გარდა იმისა, რომ ადამიანის ერთ-ერთი საუკეთესო სამკაულია, ისტორიულადაც უდიდეს დატვირთვას ატარებს. დაკვირვებიხართ, რომ ბევრი ერი საკუთარ წარმოდგენებს ხელოვნებაში სხვადასხვა სახით აცოცხლებს, თუმცა ძირითადი მინიშნებებს ერთნაირად ტოვებს? მაგალითად, გრძნეული, მათი საზოგადოებიდან განსაკვეთი ქალი გრძელი, ხშირი, სქელი თმით არის წარმოდგენილი, დიდგვაროვნები კი შედარებით თხელ, მბზინავ, შიგადაშიგ დატალღული თმით გამოისახებიან. დიახ, ადამიანებს ისტორიულად გვჯერა, რომ „ჩვენი სამკაული“ დიდი ენერგეტიკის მატარებელია, ამიტომ ვუვლით და განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მას.
მიუხედავად იმისა, რომ წესებს ზედმიწევნით ვიცავთ, არც ჰიგიენის და არც ზოგადი რეკომენდაციები დაგვირღვევია, თმის ცვენა, ბოლოების დაყოფა თუ სკალპის აქერცვლა, ყველასთვის ნაცნობ პრობლემებად იქცა. განსაკუთრებით გამძაფრდა ფონი პოსტკოვიდის პერიოდიში, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ ვირუსის მიერ დასუსტებული ორგანიზმის იმუნური პასუხი თავის კანის პრობლემებისა თუ თმის შეთხელების
თუ თმას ხშირად იბანთ და ამ ფაქტით გამოწვეული დისკომფორტისგან სამუდამოდ გათავისუფლება გსურთ, თქვენთვის საინტერესო რჩევებს მოვუყარეთ თავი.
მითხარი როგორი ვარცხნილობა გაქვს დილას და გეტყვი როგორი დღე გექნება შენ! - იმ ცნობილი გამონათქვამის ჩვენეულ პერიფრაზს ცხიმიანი თმის მქონე ადამიანები ადვილად გაიგებენ. ყოველ დილას დაბანა, გაშრობა, მოწესრიგება იმდენ დროსა და ენერგიას მოითხოვს, რომ ხანდახან არ გყოფნის მოთმინება და უბრალოდ ქუდს იხურავ - დღეს ასე გადაწყდა! ჩვენ გიზიარებთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, რომელმაც დისკომფორტი მკვეთრად უნდა შეგიმციროთ.
პირველ რიგში, დავსვათ სწორი აქცენტები, ცხიმიანი სკალპი გაქვთ თუ თმა? თავის კანის არასრულფასოვნად გაწმენდის შემთხვევაში ფოლეკულები მკვდარი უჯრედებით იფარება, შესაძლოა გაჩნდეს ქერტლის მსგავსი წარმონაქმნი და გაუწყლოვებისას თმის ცხიმიანობამ მკვეთრად მოიმატოს. ეს, რა თქმა უნდა, არ მეტყველებს არასრულფასოვან ჰიგიენაზე, უბრალოდ შესაძლოა პროდუქტი რომელიც შერჩეული გაქვთ, ვერ ასრულებს დაპირებულ ფუნქციას
მოურჯულებელი, სიმშრალისკენ მიდრეკილი, მუდმივი ფიქსაციის მომთხოვნი ხვეული თმა განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს.
იცოდით, რომ განზოგადებული ცნება „ხვეული თმა“ არ არსებობს და კულულის ფორმისა და ზომის მიხედვით კატეგორიებად იყოფა? 2A – მსუბუქად დატალღული, 2B – უბრალოდ ტალღოვანი, 2C – ძლიერ ტალღოვანი, 3A – მსუბუქად ხვეული 3B – ხვეული, 3C – ძალიან ხვეული 4A – ხუჭუჭი 4B – ზიგ-ზაგისებრი 4C – ძალიან ხუჭუჭი.
ამ აღნიშვნებს ხშირად შეხვდებით შამპუნებზე, ნიღბებსა და კონდინციონერებზე, თუმცა თუ თმის მოვლის სწორ რუტინას შეირჩევთ, ნებისმიერი კატეგორიის პროდუქტით სასურველ ვარცხნილობას მიიღებთ. გაითვალისწინეთ, რომ ხვეული თმა მიდრეკილია სიმშრალისკენ, ამიტომ მუდმივად საჭიროებს როგორც სკალპის, ასევე ღერების დატენიანებას. ამისთვის სხვადასხვა ზეთებითა და მინერალებთ მდიდარი საშუალებები გესაჭიროებათ. მაგალითად, თქვენთვის განსაკუთრებით ეფექტურია ბუნებრივი კომპონენტებით - არგანის და ქოქოსის კარაქით შექმნილი ფორმულები, ასევე ომეგა-3, ომეგა - 9-ითა და აღმდგენი კერამიდებით
ყველა მშობელი დაგვეთანხმება, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი პატარები ულტრაიისფერი სხივების მავნე მოქმედებისგან დავიცვათ.
ზაფხულის გრძელ და თბილ დღეებს პატარებისთვის განსაკუთრებული ხალისი მოაქვს, რაც ბუნებრივად დაკავშირებულია ეზოში თამაშთან, სანაპიროზე თუ აუზზე დროის სასიამოვნოდ გატარებასა და სხვა გარე აქტივობებთან. რთულია აუხსნა ბავშვს, დღის რომელი პერიოდია ნაკლებ სახიფათო, ამიტომ დღევანდელ სტატიაში რისკების შესამცირებლად რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას გიზიარებთ.
· ულტრაიისფერი სხივები ორი ტიპის არის, UVA - შედარებით გრძელი სხივია, რომელიც კანს უჯრედულ დონეზე აზიანებს და სხვადასხვა პათოლოგიის ტრიგერს წარმოადგენს. UVB - ძირითადად კანის ზედაპირზე მოქმედებს და დამწვრობის წინაპირობა ხდება. სწორედ ამიტომ, მზისგან დამცავი საშუალების შერჩევისას ყურადღება შემდეგ წარწერებზე უნდა გავამახვილოთ:
1. Broad spectrum UVA/UVB - ასეთი მანიშნებლის მქონე პროდუქტი თქვენი პატარის სრულფასოვან
ამვილაბი ნატურალური საკვები დანამატების მწარმოებელი წამყვანი ამერიკული კომპანიაა, რომელიც მომხარებელს სთავაზობს, როგორც იმუნიტეტის ასამაღლებელ, ჯანმრთელობის გასაუმჯობესებელ,
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account