თუ თმას ხშირად იბანთ და ამ ფაქტით გამოწვეული დისკომფორტისგან სამუდამოდ გათავისუფლება გსურთ, თქვენთვის საინტერესო რჩევებს მოვუყარეთ თავი.
მითხარი როგორი ვარცხნილობა გაქვს დილას და გეტყვი როგორი დღე გექნება შენ! - იმ ცნობილი გამონათქვამის ჩვენეულ პერიფრაზს ცხიმიანი თმის მქონე ადამიანები ადვილად გაიგებენ. ყოველ დილას დაბანა, გაშრობა, მოწესრიგება იმდენ დროსა და ენერგიას მოითხოვს, რომ ხანდახან არ გყოფნის მოთმინება და უბრალოდ ქუდს იხურავ - დღეს ასე გადაწყდა! ჩვენ გიზიარებთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, რომელმაც დისკომფორტი მკვეთრად უნდა შეგიმციროთ.
პირველ რიგში, დავსვათ სწორი აქცენტები, ცხიმიანი სკალპი გაქვთ თუ თმა? თავის კანის არასრულფასოვნად გაწმენდის შემთხვევაში ფოლეკულები მკვდარი უჯრედებით იფარება, შესაძლოა გაჩნდეს ქერტლის მსგავსი წარმონაქმნი და გაუწყლოვებისას თმის ცხიმიანობამ მკვეთრად მოიმატოს. ეს, რა თქმა უნდა, არ მეტყველებს არასრულფასოვან ჰიგიენაზე, უბრალოდ შესაძლოა პროდუქტი რომელიც შერჩეული გაქვთ, ვერ ასრულებს დაპირებულ ფუნქციას ან არ შეესაბამება თქვენი კანის ტიპს. მეორე რიგში, შესაძლოა შეცდომას ისეთ მარტივ პროცესში ვუშვებდეთ, როგორიც - დაბანაა.
შამპუნი განკუთვნილია - გაწმენდისთვის, ბალზამი/კონდინციონერი/ნიღაბი - დატენიანებისთვის. შესაბამისად, შამპუნი მასაჟის მოძრაობებით მთელ სკალპზე უნდა გადავინაწილოთ, აი სხვა საშუალებები კი თმის შუა ნაწილიდან - ბოლომდე. ლოგიკურია, რომ თუ სხვანაირად ვიქცევით, ხელოვნურად „ვატენიანებთ“ ისედაც ცხიმიანობისკენ მიდრეკილ ძირებს. კიდევ ერთი რჩევა, შამპუნი ჯერ ხელის გულებზე დაისხით, წყლის მცირე მასით გააქტიურეთ, ააქაფეთ და ისე გადაინაწილეთ თავის კანზე.
არ უნდა დაგვავიწყდეს ტემპერატურის სწორად შერჩევაც, რადგან ცხელი წყალი, ორთქლი - აფართოებს ფოლიკულებს, ცივი წყალი - სათანადოდ ვერ აშორებს ჭუჭყს და ზედმეტად ხისტია, არჩევანი ნელ-თბილ ტემპერატურაზე უნდა შევაჩეროთ. რაც შეეხება დაბანის ინტენსივობას, ყოველდღე - ცალსახად ცუდი იდეაა და ვიცით, რომ ადვილია რჩევის მიცემა მაშინ, როცა საკუთარ თავზე არ საუბრობ. თქვენი თმის ღერებს სჭირდება ტენიანობა, სკალპის გამოშრობით სებუმის ჰიპერსეკრეცია, ან მარტივად რომ ვთქვათ ცხიმოვანი ჯირკვლების გააქტიურება შეიძლება გამოიწვიოთ.
დავარცხნისასაც არ უნდა დაგვავიწყდეს წესები და რაც შეიძლება ხშირად გავწმინდოთ სავარცელი, რომელზეც შესაძლოა პროდუქტის ან ცხიმიანობის კვალი იყოს დარჩენილი.
რა თქმა უნდა, პროდუქტების შერჩევისას თქვენი თმის და კანის ტიპით უნდა იხელმძღვანელოთ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში - მოერიდეთ სილიკონს. ეს რთულად მოსაშორებელი ინგრედიენტი კიდევ უფრო აქტიურდება ცხელი ჰაერის (ფენის, უთოს, სახვევის) ჭავლით და განსაკუთრებით რთულად შორდება ღერებს, რაც თმას უფრო ხშირად დასაბანს ხდის.
დაიმეგობრეთ მშრალი შამპუნი! თუ მის სწორად გამოყენებას ისწავლით, ინსტრუქციის მიხედვით განსაზღვრავთ შესხმის დიაპაზონსა და რაოდენობას, მარტივად მოიშორებთ ცხიმიანობას დღის მანძილზე და განიახლებთ ვარცხნილობას.
თმა ჩვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს რომ ასრულებს - ვთანხმდებით. სამწუხაროდ, ჩვენგან დამოუკიდებლად, ხშირად განსაზღვრავს დღის განწყობასაც, სწორედ ამიტომ, მარტივი ხრიკები შესაძლოა დიდი შედეგის მიღწევაში და
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account