მოურჯულებელი, სიმშრალისკენ მიდრეკილი, მუდმივი ფიქსაციის მომთხოვნი ხვეული თმა განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს.
იცოდით, რომ განზოგადებული ცნება „ხვეული თმა“ არ არსებობს და კულულის ფორმისა და ზომის მიხედვით კატეგორიებად იყოფა? 2A – მსუბუქად დატალღული, 2B – უბრალოდ ტალღოვანი, 2C – ძლიერ ტალღოვანი, 3A – მსუბუქად ხვეული 3B – ხვეული, 3C – ძალიან ხვეული 4A – ხუჭუჭი 4B – ზიგ-ზაგისებრი 4C – ძალიან ხუჭუჭი.
ამ აღნიშვნებს ხშირად შეხვდებით შამპუნებზე, ნიღბებსა და კონდინციონერებზე, თუმცა თუ თმის მოვლის სწორ რუტინას შეირჩევთ, ნებისმიერი კატეგორიის პროდუქტით სასურველ ვარცხნილობას მიიღებთ. გაითვალისწინეთ, რომ ხვეული თმა მიდრეკილია სიმშრალისკენ, ამიტომ მუდმივად საჭიროებს როგორც სკალპის, ასევე ღერების დატენიანებას. ამისთვის სხვადასხვა ზეთებითა და მინერალებთ მდიდარი საშუალებები გესაჭიროებათ. მაგალითად, თქვენთვის განსაკუთრებით ეფექტურია ბუნებრივი კომპონენტებით - არგანის და ქოქოსის კარაქით შექმნილი ფორმულები, ასევე ომეგა-3, ომეგა - 9-ითა და აღმდგენი კერამიდებით დაკომპლექტებული საშუალებები, რომლებიც კვებავენ, აჯანსაღებენ და სწრაფად არბილებენ გაუხეშებულ თმის ღერებს.
აქვე, ნუ დაიბანთ თავს ხშირად, რათა არ დაირღვეს თავის კანის ჯანსაღი ჰიდრო-ლიპიდური ბალანსი. ყოველი დაბანისას გამოიყენეთ არა ბალზამი, არამედ კონდინციონერი, რომელსაც მასაჟის მოძრაოებებით, ნელა გადაინაწილებთ მთელს სკალპზე. კონდინციონერი განაცალკევებს ხვეულებს და და შესძენს მათ ბზინვარებას. ასე თმა ადვილად ჩამოივარცხნება. ჰო მართლა, მცდარია წარმოდგენა, რომ ხვეულები საერთოდ არ უნდა დაივარცხნოთ. სველი თმის ნაზი ჩამოვარცხნა თავიდან აგარიდებთ მათ გაკვანძვას, ღერის დაზიანებასა და ცვენას.
სასურველია შემშრალების პროცესი იყოს დელიკატური, შესრულდეს სპეციალური ბოჭკოვანი ნაჭრით ან ბუნებრივი ქსოვილით, რის შემდეგაც ფიქსაციის დრო დგება. თმის მოდელირებისთვის ნაკლებად გამოიყენება ზეთები, რადგან ისინი ამძიმებენ ღერს და შლიან ხვეულ ფორმას. სველი ეფექტის მოყვარულებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მუსი ან შესაბამისი გელია, რომელიც მეტ-ნაკლებად ახმობს თმას. აი მათთვის, ვისთვისაც არა ზაფხულის, არამედ ყოველდღიურად მოწესრიგებული ვარცხნილობაა სასურველი კრემი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. პროდუქტი არ საჭიროებს ჩამობანვას.
და ბოლოს, იდეალურად დაფიქსირებული ხვეული თმის მიღება ფაქტობრივად წარმოუდგენელია დიფუზორის თავიანი ფენის გარეშე. მისი შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ ჯამის სიღრმე და სიგანე, რომელიც თქვენი თმის სისქესა და სიგრძეზეა დამოკიდებული. მოერიდეთ ცხელი აირით ზემოქმედებას და თუ ხელსაწყო გაძლევთ საშუალებას, შეარჩიეთ დაბალი ტემპერატურა თმის გასამშრალებლად.
ხვეული თმის მოვლა საკმაოდ შრომატევადი, თუმცა სასიამოვნო პროცესია, რომლისთვისაც ბევრი პროდუქტი და კიდევ უფრო მეტი ნებისყოფაა საჭირო, თუმცა მიღებული შედეგი ნამდვილად ღირს იმ დროდ და ენერგიად, რომელსაც კარგი ვარცხნილობის მისაღებად გამოყოფთ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account