ორთომოლი - Orthomol ვიტამინ D3+K2 20მლ სპრეი

განსაკუთრებული ფასი 32,47 GEL რეგულარული ფასი 64,95 GEL
მარაგშია
SKU
90800_2580

ჩვენება: თანამედროვე კომბინაცია ძლიერი იმუნიტეტის და ჯანსაღი ძვლებისთვის.

ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!

ორთომოლ® ვიტამინი D3+K2 სპრეი

თანამედროვე კომბინაცია ძლიერი იმუნიტეტის და ჯანსაღი ძვლებისთვის!

გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს ახალი თაობის, ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.

რა არის ორთომოლეკულური მედიცინა?

ორთომოლეკულური მედიცინა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შენარჩუნებას, გაუმჯობესებას, დაავადებების პროფილაქტიკას და მკურნალობას   სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების - ორთომოლეკულების -  განსაზღვრული დოზების და სწორი კომბინაციების გამოყენებით. ორთომოლეკულების (ვიტამინები, მინერალები, მიკრო და მაკროელემენტები, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, პრებიოტიკები, პრობიოტიკები და ა.შ) ოპტიმალური მიწოდება ორგანიზმში უჯრედულ დონეზე აღადგენს მოლეკულურ დისბალანსს, მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტს, ახდენს PH -ის ნორმალიზებას, უზრუნველყოფს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, სხვადასხვა ორგანოებსა და სისტემებზე ზემოქმედებით აღადგენს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ბალანსს. 

ორთომოლ® ვიტამინი D3+K2 სპრეი:

·        D ვიტამინთან ერთად შეიცავს ვიტამინ K-ს მენაქინონ-7 (MK-7)-ის სახით და ბიოორგანულ ჯანჯაფილის ექსტრაქტს

·        ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას

·        ინარჩუნებს სისხლში კალციუმის ოპტიმალურ დონეს

·        ააქტიურებს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმს

·        ამცირებს გულ-სისხლძარღვათა სისტემის დაავადებების განვითარების რისკს

·        დოზის რეგულირება შესაძლებელია ინდივიდუალურად

·        გამოიყენება სწრაფად და მარტივად

·        აქვს ფორთოხალ/პიტნის არომატი

·        არ შეიცავს საღებავებს, კონსერვანტებს, შაქარს, ლაქტოზას და გლუტენს

ვიტამინი D3 ორგანიზმში არეგულირებს კალციუმის და ფოსფორის ცვლას, აუმჯობესებს  კალციუმის შეწოვას ნაწლავებში და უზრუნველყოფს კალციუმის და ფოსფორის საჭირო დონის შენარჩუნებას სისხლში, ააქტიურებს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმს, მნიშვნელოვანია იმუნური, ნერვ-კუნთოვანი, ენდოკრინული, რეპროდუქციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებას.

ვიტამინი K2 (MK-7)-ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნის პროფილაქტიკასა და რეგრესში. მონაწილეობს კალციუმის შეწოვაში, ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს, მონაწილეობს სისხლის შედედებაში მონაწილე ცილების აქტივაციაში, ამცირებს კორონარული არტერიების კალციფიკაციას, შედეგად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს, ახდენს დიაბეტის და ონკოლოგიური პათოლოგიების განვითარების პრევენციას.

ჯინჯერის ექსტრაქტი ხასიათდება ანტიბაქტერიული, ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით, აძლიერებს იმუნიტეტს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სისხლში ქოლესტერინის და შაქრის დონის მატებას.

ჩვენება:

•                 ორგანიზმში D3 და K2 ვიტამინის დეფიციტი

•                 ოსტეოპოროზი, ოსტეომალაცია, ოსტეოქონდროზი, ოსტეოართროზი

•                 ჰიპოკალცემიური ტეტანია

•                 გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები

•                 იმუნიტეტის დაქვეითება

•                 ონკოპათოლოგია

•                 აუტოიმუნური დაავადებები

•                 მენოპაუზა

•                 ხანდაზმული ასაკი

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, 18 წლამდე ასაკი.

შემადგენლობა:

დღიური დოზა ადგილობრივი სპრეის 1-2 შესხურება შეიცავს:

შემადგენლობა 1 დოზა შეიცავს %RM* 2 დოზა შეიცავს %RM*
ჯინჯერის ექსტრაქტი
0,11 მგ (4,8 მგ ჯინჯერის ფესვიდან)
  0,22 მგ (9,6 მგ ჯინჯერის ფესვიდან)  
ვიტამინები:
ვიტამინი D          25 მკგ (1000 სე°°)  500 50 მკგ (2000 სე°°)  1000
ვიტამინი K2 30 მკგ 40 60 მკგ 80


•   °° IU = საერთაშორისო ერთეულები

•  * NRV = ნუტრიენტების საცნობარო რაოდენობა ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით

დამატებითი ინგრედიენტები: მცენარეული ზეთები (ქოქოსის, ფორთოხლის და პიტნის ზეთი ცვლადი პროპორციით), ანტიოქსიდანტური ექსტრაქტები ტოკოფეროლის მაღალი შემცველობით, ჯინჯერის ფესვის ექსტრაქტი, მენაქინონი, ქოლეკალციფეროლი.

ორთომოლ® ვიტამინი D3+K2 სპრეის მიღების წესი:

1-2 შესხურება დღეში. გამოყენების წინ  ფლაკონი უნდა შეინჯღრეს, პირველი გამოყენების წინ აუცილებელია არანაკლებ სამი დაჭერა დოზატორზე.

გაფრთხილება: 

·        არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება

·        ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ, ჰერმეტულად დახურულ მდგომარეობაში, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას. გახსნიდან ვარგისია 6 თვის განმავლობაში.

არ შეიცავს: ლაქტოზას, გლუტენს, შაქარს, ალკოჰოლს, ალერგენებს, კონსერვანტებს, ხელოვნურ საღებავებს.

გამოშვების ფორმა: 20 მლ სპრეი (130 დოზა -თითო შესხურება 0,15 მლ) მინის ფლაკონში, ფორთოხალ-პიტნის არომატი.

მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია.

ორთომოლის® ხარისხის საერთაშორისო სტანდარტები:

·        ორთომოლის საკვები დანამატები იწარმოება საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად

·        პროდუქცია დამზადებულია მხოლოდ ნატურალურ კომპონენტებზე

·        არ შეიცავს პოტენციურ ალერგენებს და გენ. მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO)

·        წარმოების პროცესში გამოყენებულია სერთიფიცირებული ნედლეული, რომელიც  გადის ხარისხის უმკაცრესს კონტროლს წარმოების ყველა ეტაპზე

·        თითოეული პროდუქტი მარკირებულია უნიკალური კოდით

კომპანია ფლობს პროდუქციის უმაღლესი ხარისხის და უსაფრთხოების დამადასტურებელ ყველა სერტიფიკატს:

·        ISO 22000/GMP

·        International Featured standards (საერთაშორისო მაღალი სტანდარტების მარეგულირებელი) 

·        BRC Global (Standard for Food Safety – კვებითი უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი) 

·        Cologne List® for athletes (დოპინგ კონტროლი სპორტსმენებისთვის) 

·        Hazard Analysis and Critical Control Points – (სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისოდ აღიარებული სისტემა) 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy