Solgar - სოლგარი ვიტამინი D3 1000სე 100 კაფსულა
სოლგარი
D3 ვიტამინი
(ქოლეკალციფეროლი) 1000 სე კაფსულები
ჯანმრთელი ძვლები და კბილები
რატომ სოლგარის D3 ვიტამინი?
- სოლგარის მიერ სპეციალური ტექნოლოგიით მიღებული ვიტამინი D3- შექმნილია ძვლოვანი ქსოვილის ნორმალური მინერალიზაციისთვის
- დამზადებულია თევზის ღვიძლის ქონზე, რაც განაპირობებს მის ეფექტურობას
- სოლგარის ზეთოვანი კაფსულები ზრდის ორგანიზმის მიერ D3 ვიტამინის მაქსიმალურ ათვისებას
- სოლგარი იყენებს D3 მისაღებად მოლეკულური დისტილიზაციის მაღალტექნოლოგიურ მეთოდს, რაც განაპირობებს მისი პროდუქტის უმაღლეს ხარისხს.
- სოლგარის D3 ვიტამინის მუქ შუშის ბოთლში შეფუთვა განაპირობებს მის დაცვას ტემპერატურული მერყეობის, სინათლის და ტენიანობის მავნე ზემოქმედებისგან
სოლგარის ცხიმში ხსნადი D3 ვიტამინი ორგანიზმისთვის განსაკუთრებით აუცილებელია კალციუმისა და ფოსფატების ასათვისებლად. D3 ვიტამინი განსაზღვრავს ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობას. D ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ძვლის მინერალიზაციის შემცირებას (ოსტეოპოროზი), ძვლის მოტეხილობას. D3 უზრუნველყოფს ნერვ-კუნთოვანი და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისა და ვირუსებისადმი. ზრდის ორგანიზმში სეროტონინის დონეს. სოლგარის D3 ვიტამინის ეფექტურობა უტოლდება ორგანიზმში ბუნებრივად გამომუშავებული D ვიტამინის ნორმას. სოლგარის ვიტამინი D3-ის მისაღებად გამოიყენება ღრმა, ყინულოვანი წყლების თევზის ღვიძლის ქონი, რომელიც მოლეკულურ დონეზეა გასუფთავებული თავისუფალი მინარევებისაგან.ასაკის მატებასთან ერთად კანი კარგავს მზის სხივების D ვიტამინად გარდაქმნის უნარს. ამიტომაც აუცილებელია მისი დამატებით მიღება. ვიტამინის ეს ფორმა წარმოდგენილია ზეთოვანი კაფსულების სახით, რაც უზრუნველყოფს ორგანიზმის მიერ მის ოპტიმალურ ათვისებას.
ჩვენება:
- D ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა
- ოსტეომალაციის მკურნალობა და პროფილაქტიკა
- ოსტეოპოროზის მკურნალობა და პროფილაქტიკა კომპლექსურ თერაპიაში
- ჰიპოკალცემიური ტეტანია
- ენდოკრინოლოგიური დაავადებებით გამოწვეული ძვლის პათოლოგიების პროფილაქტიკა და მკურნალობა (ჰიპოპარათირეოზი და ფსევდოპარათირეოზი)
- მენოპაუზის პერიოდი (ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა)
- ხანდაზმული ასაკი
- ათლეტები და სპორტსმენები
შემადგენლობა: ვიტამინი D3 1000 სე (დღიური დოზის 250%)
დამატებითი ინგრედიენტები: რაფსის ზეთი, ჟელატინი, მცენარეული გლიცერინი, თევზის ღვიძლის ქონი, ქოლეკალციფეროლი.
შეიცავს თევზს (ვირთევზა, პალტუსი,ცხიმიანი ჯიშები).
არ შეიცავს: წებოვანას, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს,
საფუარს, შაქარს, ხელოვნურ გემოს დამატკბობელს.
დოზირება: გამოიყენება როგორც კვებითი დანამატი 1ჯელატინისებური კაფსულა 2 ჯერ დღეში, სასურველია საკვებთან ერთად.ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ პრეპარატი თუ ბოთლის მთლიანობა დარღვეულია, ან თავსახური დაზიანებულია.
გამოშვების ფორმა: 100 ჯელატინისებური კაფსულა ბოთლში
მწარმოებელი; სოლგარი აშშ
დამატებითი ინგრედიენტები: რაფსის ზეთი, ჟელატინი, მცენარეული გლიცერინი, თევზის ღვიძლის ქონი, ქოლეკალციფეროლი.
მიიღება თევზისგან (ვირთევზა, პალტუსი,ცხიმიანი ჯიშები).
არ შეიცავს: წებოვანას, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს,
საფუარს, შაქარს, ხელოვნურ გემოს დამატკბობელს.
დოზირება: გამოიყენება როგორც კვებითი დანამატი 1ჯელატინისებური კაფსულა 2 ჯერ დღეში, სასურველია საკვებთან ერთად.ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ პრეპარატი თუ ბოთლის მთლიანობა დარღვეულია, ან თავსახური დაზიანებულია.
გამოშვების ფორმა: 100 ჯელატინისებური კაფსულა ბოთლში
მწარმოებელი; სოლგარი აშშ
რაოდენობა | 100 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account