ფარინგოსეპტი - ეფექტიანი ანტისეპტიკური საშუალება ცხვირ-ხახის ინფექციებისთვის

ფარინგოსეპტი ადგილობრივი მოქმედების ანტისეპტიკური საშუალებაა, რომელიც ცხვირ-ხახისა და პირის ღრუს ინფექციების საწინააღმდეგოდ გამოიყენება. მედიკამენტი ამგვარ პრობლემებს ეფექტიანად ებრძვის. ის სხვადასხვა გემოს მქონე ტაბლეტების სახითაა ხელმისაწვდომი — ფარინგოსეპტი შოკოლადის ან ფარინგოსეპტი ლიმონის არომატით.

ფარინგოსეპტის ტაბლეტები საწუწნია და მუყაოს კოლოფში არსებულ თითო ფირფიტაზე 10 აბია მოთავსებული. იგი ურეცეპტოდ გაიცემა, მაგრამ მკურნალობის დაწყებამდე ექიმთან კონსულტაცია ყოველთვის რეკომენდებულია.

როგორია მედიკამენტის ანოტაცია და რისგან შედგება ის?

ფარინგოსეპტის ტაბლეტის შედგენილობაში აქტიური და დამხმარე ნივთიერებებია. მათგან პირველი ამბაზონის მონოჰიდრატია. 1 აბი ფარინგოსეპტი 10 მგ. ამბაზონის მონოჰიდრატს შეიცავს.

დამატებით კომპონენტებს შორისაა: შაქარი საქაროზას სახით, კაკაო, ლაქტოზის მონოჰიდრატი, არაბეთის გუმფისი (ხის ფისი), პოვიდონ K30, მაგნიუმის სტეარატი, ლიმონის არომატიზატორი, ვანილინი.

ამბაზონი პირის ღრუსა და ზედა სასუნთქი გზების ინფექციების გამომწვევი პათოგენური მიკროორგანიზმების მიმართ განსაკუთრებულად მაღალი აქტივობით გამოირჩევა. ესენია, მაგალითად, სტრეპტოკოკები (Streptococcus haemoliticus, Streptococcus viridans), სტაფილოკოკები, პნევმოკოკები, რომელთა წინააღმდეგაც პრეპარატს ძლიერი ბაქტერიოსტატული და ზომიერი ანტისტაფილოკოკური მოქმედება გააჩნია.

როცა ტაბლეტში შემავალი კომპონენტები მოწუწნის შედეგად ორგანიზმში ხვდება, ეს სხეულს ნერწყვის გამოყოფისკენ უბიძგებს. ამის წყალობით ლორწოვანი გარსი უფრო ტენიანი ხდება და მის მიმდებარედ გაღიზიანებაც შედარებით მსუბუქდება და მცირდება.

ამ ანტისეპტიკური საშუალების უმთავრესი თვისება ბაქტერიციდული ზემოქმედებაა. ეს ნიშნავს, რომ ფარინგოსეპტი მავნე მიკროორგანიზმებს ანადგურებს, რისთვისაც ორგანიზმს უბიძგებს, რომ ბაქტერიოციდული ნივთიერებები (მაგალითად, ლიზოციმი) ბუნებრივად წარმოქმნას. შედეგად, მიმდინარეობს ბიოლოგიური პროცესები, რომლებიც გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს.

მნიშვნელოვანია, რომ ფარინგოსეპტს ნაწლავში არსებულ მიკროფლორაზე, ანუ სხეულის უვნებელ სტაბილურ მიკროორგანიზმებზე, გავლენა არ აქვს. ის ამ მხრივ უსაფრთხოა მაშინაც კი, თუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოვიყენებთ. ამის გამო პრეპარატი საჭმლის მომნელებელი სისტემის დისბაქტერიოზის რისკს არ აჩენს.

ფარინგოსეპტის ინსტრუქცია — როდის გამოიყენება პრეპარატი

ფარინგოსეპტი პირის ღრუს ან ცხვირ-ხახის ინფექციების დროს მონოთერაპიის დანიშნულებით გამოიყენება როგორც სამკურნალოდ, ისე პროფილაქტიკის მიზნით. მისი საშუალებით შესაძლებელია, ქიმიოთერაპიული ანტიმიკრობული საშუალებების საჭიროება თავიდან ავიცილოთ, რომლებიც მიკროორგანიზმების შესაძლო მდგრადი ფორმების წარმოქმნის რისკს შეიცავს.

ფარინგიტი ინიშნება პირის ღრუსა და ყელის შემდეგი პრობლემებისას:

პრეპარატის მიღების წესი და გამოყენება ბავშვებში (H2) 

მოზრდილებში 10მგ-იან. ფარინგოსეპტის დოზა რეკომენდებულია 3-5 ტაბლეტის სახით (30-50 მგ). ისინი მიღება ჭამის შემდეგ, კვებიდან დაახლოებით 15-20 წუთში. მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ 3-4 დღეს შეადგენს.

ტაბლეტის მიღებისას მისი სწრაფად გადაყლაპვა არ შეიძლება, რადგან აუცილებელია, რომ ფარინგოსეპტი პირის ღრუში თანდათანობით გაიწოვოს. ეს პრეპარატის ეფექტიან მოქმედებას უზრუნველყოფს.

ტაბლეტის მოწუწნის შემდეგ სასურველია, რომ  2-3 საათის განმავლობაში არ მიიღოთ არც საკვები და არც სითხე, რათა ფარინგოსეპტის ანტისეპტიკური გავლენა მაქსიმალურად შედეგიანი იყოს.

7 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში ფარინგოსეპტის დოზირება იგივეა, რაც მოზრდილებში — 3-4 დღის განმავლობაში დღეში 3-5 ტაბლეტი, საერთო ჯამში 30-50 მგ. ამბაზონი.

შედარებით მცირეწლოვნებში, 3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებში, რეკომენდებული დოზა უფრო ნაკლებია. მათ 1 ტაბლეტი დღეში მხოლოდ 3-ჯერ უნდა მიიღონ, მკურნალობა ამ ასაკობრივ კატეგორიაშიც 3-4 დღე გრძელდება.

გასათვალისწინებელია, რომ დოზის გაზრდით ფარინგოსეპტის ეფექტი არ უმჯობესდება. შესაბამისად, ბავშვს რეკომენდებულ რაოდენობაზე მეტი ტაბლეტი არ უნდა მივცეთ. ასევე, საჭიროა ვიცოდეთ, რომ 3 წლამდე ასაკის პატარებში პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, ანუ ალერგია, შეიძლება გამოვლინდეს.

რა უნდა ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ პრეპარატის მიღებამდე 

ფარინგოსეპტის მიღებამდე რამდენიმე ფაქტი უნდა ვიცოდეთ:

  • შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის — ტაბლეტები შეიცავს შაქარს (729 მგ/ტაბლეტში), ამიტომ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებმა ეს ფაქტორი აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ;

  • ლაქტოზის აუტანლობის მქონე პაციენტებისთვის — თუ თქვენ გაქვთ ლაქტოზის აუტანლობა, პრეპარატის მიღებას უნდა მოერიდოთ, რადგან ტაბლეტები ლაქტოზას (150 მგ/ტაბლეტში) შეიცავს;

  • ორსულობა და ლაქტაცია — ფარინგოსეპტი ორსულობას არ უშლის ხელს, ამიტომ მისი მიღება ამ დროს შესაძლებელია. ასევე, ფარინგოსეპტი ლაქტაციის პროცესშიც უსაფრთხოა, მაგრამ ექიმთან კონსულტაცია მაინც რეკომენდებულია;

  • გავლენა სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვაზე — პრეპარატს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან რთული მექანიზმების გამოყენების უნარზე გავლენა არ აქვს;

  • ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან — თუ პაციენტი სხვა სამკურნალო პრეპარატებს იღებს, საჭიროა, რომ ამის შესახებ ექიმს აცნობოს.

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია უცნობია. თუ პრეპარატის მიღებისას ნებისმიერი არასასურველი რეაქცია განვითარდება, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რათა თერაპიის ხანგრძლივობის განისაზღვროს.