ტუჩის 5 გლოსი, რომლითაც გაზაფხულს უნდა შეხვდე

 

როდესაც მცენარეები ყვავილობას იწყებენ და მზე ანათებს, მაკიაჟის რუტინის განახლების დრო დგება! არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ მაკიაჟს ატარებთ, ტუჩის გლოსი ნებისმიერ სტილს უხდება. იმის გამო, რომ ტუჩის ბევრი გლოსის ფორმულა შეიცავს დამატენიანებელ ინგრედიენტებს (შიას კარაქი და ვიტამინი E), ისინი ორმაგ როლს ასრულებენ: როგორც მაკიაჟი და ტუჩის დამატენიანებელი.  თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ გლოსი თითქმის ყველა ფერსა და სტილში. ტუჩის გლოსის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, არსებობს წებოვანი, არაწებოვანი, ბრჭყვიალა და გამჭვირვალე გლოსი. ასევე, გლოსის საშუალებით შესაძლებელია ტუჩის მოცულობის დროებით გაზრდაც. სტატიაში განვიხილავთ გაზაფხულის სეზონისთვის საჭირო 5 სხვადასხვა გლოსის შესახებ! 

 

რატომ გვჭირდება ტუჩის გლოსი გაზაფხულზე


ზამთრის ყინვიდან გაზაფხულის თბილი ამინდებზე გადასვლისას, მაკიაჟის რუტინა იცვლება. შესაბამისად იცვლება ის პროდუქტებიც, რომლებსაც ვიყენებთ. თბილი სეზონის დადგომასთან ერთად, ვცდილობთ ჩვენი მაკიაჟი უფრო მეტად მბზინვარე და ნათელი იყოს. ტუჩის გლოსი კი მბზინვარე ეფექტის მისაღწევად საუკეთესო საშუალებაა. მისი ზედაპირული მიმზიდველობის გარდა, ტუჩის გლოსს გააჩნია დამატენიანებელი ეფექტიც. Როდესაც ტემპერატურა მერყეობს, ტუჩები შრება და სკდება. ტუჩის გლოსი, თავისი დამარბილებელი ნივთიერებებითა და  მდიდარი ფორმულით, ხელს უშლის ტუჩის ტენიანობის დაკარგვას. გლოსი ანიჭებს ტუჩს ელასტიურ ტექსტურასა და უბრუნებს სიცოცხლისუნარიანობას. ამასთანავე, გლოსი ტუჩს ანიჭებს მანათობელ ბზინვარებას, რომელიც განსაკუთრებით უხდება გაზაფხულს. გლოსი ასევე ხაზს უსვამს ტუჩის კონტურებს, რაც მას მოცულობის ეფექტსაც აძლევს. 


Essence - ესენსი ტუჩის გლოსი shine shine shine 01

 

ესენსის ტუჩის გლოსი shine shine shine 01 ნომერი არის ერთ-ერთი პოპულარული გლოსებს შორის. მისი ნაზი და არა წებოვანი სტრუქტურა ტუჩს ულამაზეს ბუნებრივ ბზინვარებას ანიჭებს. მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ესენსის გლოსი არის საკმაოდ მდგრადი და არ საჭიროებს ტუჩზე მეორე ფენის მალევე დატანას. Essence-ის shine, shine, shine 01-ს არ აქვს შეფერილობა, რაც ტუჩს აძლევს ბუნებრივ ბზინვარებას. რაც შეეხება სუნს, მისი სურნელი არის სასიამოვნო, ოდნავ ტკბილი. ესენსის გლოსი სწორედ მათთვისაა, ვინც ეძებს იდეალურ გამჭვირვალე გლოსს ხელმისაწვდომ ფასად!  


Catrice - კატრისი Plumping ტუჩის ბუსტერი

 

კატრისის გლოსი ტუჩს მატებს მოცულობასა და ბზინვარებას. ის შეიცავს ჟოჟობას ზეთს, მენთოლს და ვეგანურ ინგრედიენტებს. იგი შეიცავს E ვიტამინს, რომელიც არბილებს ტუჩებს და ტოვებს დატენიანების შეგრძნებას. კატრისის გლოსის ხავერდოვანი ტექსტურა ტოვებს სასიამოვნო შეგრძნებას ტუჩებზე. მისი ერთ-ერთი გამორჩეული უნარი არის ტუჩების მოცულობის გაზრდა. სწორედ იმის გამო, რომ კატრისის გლოსი არ არის წებოვანი, მისი გამოყენება საკმაოდ კომფორტულია. თუ გსურს გაზაფხულის თბილ დღეებში დატენიანებული, მკვრივი და მბზინვარე ტუჩები, კატრისის გლოსი შენთვისაა! 


Catrice - კატრისი Fake Lips Volume გლოსი 060

 

კატრისის პროდუქცია გამორჩეულია განსაკუთრებული ხარისხით. კატრისის ტუჩის გლოსს Fake Lips Volume-ს განიხილავენ, როგორც საუკეთესო ტუჩის გლოსს. ის უზრუნველყოფს როგორც მბზინავ, ასევე მოცულობით ეფექტს. აღსანიშნავია ისიც, რომ კატრისის თითქმის ყველა გლოსი შეიცავს ვეგანურ ინგრედიენტებს. კონკრეტული გლოსის ფორმულა არის არაწებოვანი და გააჩნია მსუბუქი ტექსტურა.მასში შემავალი Volulip™ ფორმულა კვებას ტუჩებსა და ხდის უფრო მეტად გლუვს.  მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ სწორედ მისი მსუბუქი ტექსტურა ხდის კატრისის გლოსის მოხმარებას კომფორტულს. ის არ იგრძნობა ტუჩზე და არ ტოვებს სიმძიმის შეგრძნებას. გლოსის ღია ვარდისფერი შეფერილობა ანიჭებს ტუჩებს საუცხოო ბზინვარებას. 

 

Essence - ესენსი ტუჩსაცხი EXTREME SHINE 103

 


ესენსის ყველაზე მოთხოვნადი და შეუცვლელი გლოსი არის extreme shine 103. ის ანიჭებს ტუჩს საუცხოო ბზინვარებას და აძლევს ულამაზესს მუქ ვარდისფერს შეფერილობას. შეფერილობასთან ერთად, იგი კვებავს ტუჩებს და გლოსის მოშორების შემდეგაც კი რჩება დატენიანების ეფექტი. შედეგად ტუჩები არის მკვრივი. ესენსის გლოსში შემავალი მოცულობის გაზრდის ფორმულა აძლევს ტუჩებს საშუალებას იყოს უფრო მეტად მკვრივი. შედეგად მოცულობა არის გაზრდილი და ტუჩი ბზინავს ისე, როგორც გაზაფხულს შეეფერება. 


Catrice - კატრისი Fake Lips Volume გლოსი 080 

 

და ბოლოს, კატრისის Fake Lips Volume 080. მოცემულ გლოსს აქვს აბრეშუმისებრი სიგლუვე და ულტრა კომფორტული ტექსტურა. ტუჩის ბზინვარებასთან ერთად, გლოსი ატენიანებს და კვებავს მას. იგი შეიცავს E ვიტამინს, რომელიც არბილებს ტუჩებს და ტოვებს დატენიანების შეგრძნებას. კონკრეტულ გლოსს გააჩნია მოყავისფრო შეფერილობა. სწორედ ამიტომ, ტუჩები იღებს ულამაზეს მოყავისფრო ფერს  დამატებითი ბზინვარებით. ბიუჯეტური გლოსებიდან კატრისის ტუჩის გლოსი ერთ-ერთი გამორჩეულია. 

 

 

როგორც ვხედავთ, ტუჩის გლოსი გაზაფხულისთვის საკმაოდ საჭირო პროდუქტია. ტუჩის გლოსის საშუალებით ზამთრის სიცივიდან სითბოში გადასვლისას, ტუჩები იქნება დატენიანებული და მბზინვარე. ჩამოთვლილი პროდუქტებიდან შეგიძლია სწორედ ის აარჩიოთ, რომელიც ყველაზე მეტად მოუხდება თქვენი მაკიაჟის რუტინას.