ტერაფლუ — პოპულარული პრეპარატი გრიპისა და გაციების წინააღმდეგ

ტერაფლუს ჩაი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალებაა გრიპთან თუ გაციებასთან საბრძოლველად. პრეპარატი ისეთი სიმპტომების შემსუბუქებაში დაგეხმარებათ, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა, თავის, კუნთების ან  ყელის ტკივილი, ცხვირის შეგუბება, სურდო ან სხვა მდგომარეობები, რომლებიც გამოწვეულია  მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციებით. 

 

ტერაფლუს ტაბლეტი (იგივე ტერაფლუ მაქსტაბი / ექსტრატაბი), ტერაფლუს ჩაი, ტერაფლუ ექსტრა — გაციების სიმპტომების აღმოსაფხვრელი აღნიშნული საშუალება უკვე სხვადსხვა ფორმითა და დოზირებებით არის ხელმისაწვდომი სააფთიაქო ქსელებში. 

რისგან შედგება ტერაფლუ?  

 

აბების თუ ჩაის სახით პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები თითქმის  მსგავსია, ძირითადი სხვაობა დოზირებებშია. 

მაგალითად ტერაფლუს ჩაის 1 პაკეტის შემადგენლობა შემდეგია: 325 მგ პარაცეტამოლი, 20მგ ფენირამინის მალეატი, 10 მგ ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი, 50 მგ ასკორბინის მჟავა და სხვა დამხმარე კომპონენტები. 

რაც შეეხება ტერაფლუ ექსტრა ჩაის შემადგენლობას, იგი შეიცავს: 650 მგ პარაცეტამოლს, 20 მგ ფერიამინის მელეატს და 10მგ ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს, ასევე სხვა დამხმარე ნივთიერებებს. 

 

ტერაფლუს ტაბლეტების შემადგენლობა ცოტათი განსხვავებულია ხსნარის/ჩაის შემადგენლობისგან. მაგალითად, ტერაფლუ მაქსტაბის 1 ტაბლეტი შეიცავს: 500 მგ პარაცეტამოლს, 25 მგ კოფეინს, 5 მგ ფინელეფრინის ჰიდროქლორიდს, 20 მგ ტერპინჰიდრატს, 30მგ ასკორბინის მჟავას, რომელიც ეთილცელულოზითაა დაფარული და სხვა დამხამრე ნივთიერებებს. 

 

ხოლო ტერაფლუ ექსტრატაბის 1 ტაბლეტის შემადგენლობა შემდეგია: 650 მგ პარაცეტამოლი, 4 მგ ქლორფენირამინ მალეატი, 10 მგ ფენილეფრინ ჰიდროქლორიდი და სხვა დამხმარე ნივთიერებები. 

 

ტერაფლუს გამოყენება განსხვავდება იმის მიხედვით, ღებულობთ მას აბების, თუ ხსნარის სახით. გაითვალისწინეთ, რომ ტერაფლუს არცერთი ფორმით (ზემოთ ჩამოთვლილი) მიღება არ არის რეკომენდებული ბავშებში (12 / ან 15 წლამდე). შესაბამისად, ტერაფლუ საბავშვო ამ ფორმებითა და დოზირებებით არ არის ხელმისაწვდომი. 

ტერაფლუს ჩაის მომზადება  

 

ტერაფლუს ჩაის მომზადება მარტივია, ამისთვის დაგჭირდებათ 1 ჭიქა ადუღებული წყალი, რომელშიც უნდა გახსნათ ტერაფლუს პაკეტში მოთავსებული ფხვნილი. თუკი შაქრის დამატება გსურთ, შეგიძლიად დაუმატოთ გემოვნების მიხედვით. არ დაელოდოთ ჩაის გაცივებას, რადგანაც ტერაფლუს ჩაის ცხელ მდგომარეობაში დალევა არის რეკომენდებული. 

 

ხოლო რაც შეეხება ტერაფლუს ჩაის მიღების წესს, 24 საათში არ არის რეკომენდებული 3 დოზაზე მეტის დალევა. განმეორებითი დოზის მიღება კი შეგიძლიათ ყოველ 4 საათში. თუკი გაქვთ ექიმის დანიშნულება ჩაის მიღებასთან დაკავშირებით, მიჰყევით მას. 

 

ტერაფლუს ჩაის მიღება შეგიძლიათ დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, თუმცა ანოტაციის მიხედვით, საუკეთესო შედეგის მისაღებად რეკომენდებულია პრეპარატის მიღება ძილის წინ. იყავით ყურადღებით, თუკი ტერაფლუს მიღება დაიწყეთ და შემდეგი 3 დღის განმავლობაში სიმპტომები არ შეგიმსუბუქდებათ, აუცილებლად მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. 

ტერაფლუს ჩაი და გვერდითი მოვლენები 

თუკი გაწუხებთ ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის ან ღვიძლის მძიმე დაავადებები, (ანოტაციაში დეტალურად ჩამოთვლილია სხვა მდგომარეობებიც),  გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ცალკეულ კომპონენტებთან, სიფრთხილით და ექიმთან კონსულტაციის შემთხვევაში ინიშნება პრეპარატი.

 

უკუნაჩვენებია ტერაფლუს მიღება 12 წლამდე ბავშვებში, ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალებისთვის. დაუშვებელია ტერაფლუს გამოყენება ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად. ასევე პრეპარატის მიღების შემთხვევაში არ არის რეკომენდებული ავტომობილის, ან სხვა მექანიზმის მართვა. 

 

ტერაფლუს გვერდით მოვლენებში გაწერილია: ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი), ძილიანობა, დაღლილობა,  ფსიქომოტორული რეაციების სიჩქარის შემცირება, გულისრევა, პირის სიმშრალე, შარდის შეკავება, ტკივილი ეპიგასტრიუმის (მუცლის ზედა ნაწილი) არეში, გახშირებული გულისცემა, ძილის დარღვევა და სხვა. 

 

ტერაფლუს ჩაის ჭარბი დოზირების შემთხვევაში შესაძლოა დაგეწყოთ გულისრევა, ტკივილების მუცლის ზედა ნაწილში, მძიმე შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს ღვიძლის უკმარისობა, ენცეფალოპათია და კომა. შესაბამისად, ზედოზირების შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა მიმართოდ ექიმს, ჩაიტაროთ კუჭის ამორეცხვა, მიიღოთ აქტივირებული ნახშირი. 

 

გვერდითი მოვლენებისა და უკუჩვენებების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დეტალურად წაიკითხეთ ტერაფლუს ანოტაცია, მიუხედავად იმისა, აპირებთ მის მიღებას ტაბლეტის თუ ხსნარის სახით. დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი, გაირეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.