
სარჩევი:
საშოს ქავილის მკურნალობა სახლის პირობებში
საშოს ქავილის საწინააღმდეგო მალამო
როგორ ავიცილოთ თავიდან საშოს ქავილი
გაეცანით ჩვენს ვრცელ ბლოგ პოსტს ვაგინალური ქავილის შესახებ. გაიგეთ რა იწვევს საშოს ქავილს და როგორ შეიძლება მკურნალობა.
საშოს ქავილი ძალიან დიდი დისკომფორტის შემცველი მდგომარეობაა და უარყოფით გავლენას ახდენს ქალის ცხოვრების ხარისხზე. ამ ბლოგში ვრცლად ვისაუბრებთ ამ პრობლემაზე, გამომწვევ მიზეზებზე, გართულებებზე, გეტყვით, თუ როგორ შეიძლება საშოს ქავილის მკურნალობა სახლის პირობებში და ბევრ სხვა რეკომენდაციას გაგიზიარებთ.
რა არის საშოს ქავილი?
ამ დროს ადამიანს მკვეთრად აქვს გამოხატული საშოსა და ვულვას ირგვლივ ქავილის მოთხოვნილება. ხშირად თან ახლავს წვა, სიწითლე, შეშუპება და გაღიზიანება. საშოს ქავილი რიგ შემთხვევაში დროებითი მოვლენაა და მალევე უმჯობესდება თავისით, ზოგჯერ კი მუდმივი პრობლემაა.
საშოს ქავილის ტიპები
მიუხედავად იმისა, რომ ვაგინალური ქავილი ხშირად ერთ სიმპტომად განიხილება, ის შეიძლება დაიყოს გამომწვევი მიზეზებისა და ხანგრძლივობის მიხედვით:
საშოს მწვავე ქავილი
ჩნდება მოულოდნელად და გრძელდება ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში.
საშოს ქრონიკული ქავილი
გრძელდება რამდენიმე კვირაზე მეტ ხანს და შეიძლება იყოს მუდმივი ან პერიოდული.
ინფექციური ქავილი
გამოწვეულია ინფექციებით, როგორიცაა ბაქტერიული ვაგინოზი ან სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები.
არაინფექციური ქავილი
შეიძლება გამოწვეული იყოს კანის დაავადებებით, ჰორმონალური ცვლილებებით ან გამაღიზიანებლებით.
საშოს ქავილის სიმპტომები
- ქავილი და დისკომფორტი - პირველადი სიმპტომია ქავილის შეგრძნება, რომელიც მსუბუქიდან გაუსაძლისამდე მერყეობს.
- საშოს ქავილი და შეშუპება - დაზიანებული ადგილი წითლდება და იწყება შეშუპება.
- საშოს ქავილი და გამონადენი - ზოგიერთმა მიზეზმა, განსაკუთრებით ინფექციებმა, შეიძლება გამოიწვიოს უჩვეულო ვაგინალური გამონადენი, რომელიც განსხვავდება ფერისა და კონსისტენციის მიხედვით.
- სუნი - უსიამოვნო სუნი ზოგჯერ თან ახლავს საშოს ქავილს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ინფექციითა გამოწვეული.
რა იწვევს საშოს ქავილს?
რამდენიმე ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს საშოს ქავილი, მათ შორის:
ბაქტერიული ვაგინოზი
საშოში ბაქტერიების ჯანსაღი რაოდენობის არსებობა ნორმალურია. მაგრამ არაჯანსაღი ბაქტერიის განვითარება ხშირ შემთხვევაში იწვევს ინფექციას. ქავილის გარდა, ბაქტერიული ვაგინოზის სხვა სიმპტომებია ანთება, საშოს წვა, გამონადენი და თევზის სუნი.
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
ქლამიდია, გენიტალური ჰერპესი, გენიტალური მეჭეჭები, ტრიქომონიაზი, გონორეა და ა.შ. ეს დაავადებები იწვევებ ვაგინალურ/ვულვის ქავილს, გაღიზიანებასა და სხვა სიმპტომებს.
ვაგინალური კანდიდოზი
ყოველი ოთხი ქალიდან სამს ცხოვრების გარკვეულ მომენტში უვითარდება კანდიდოზი. ინფექცია იწყება მაშინ, როცა კანდიდა, ძალიან იზრდება საშოში და ვულვაში. ორსულობა, სქესობრივი აქტი, ანტიბიოტიკები და დასუსტებული იმუნური სისტემა - ყველამ შეიძლება გამოიწვიოს ვაგინალური კანდიდოზი. ქავილისა და გაღიზიანების გარდა, ინფექცია წარმოქმნის სქელ, თეთრ გამონადენს.
მენოპაუზა
მენოპაუზა იწყება ქალის რეპროდუქციული წლების ბოლოს. ამ დროს ხდება ესტროგენის დაქვეითება, რაც საშოს კედლებს ათხელებს და აშრობს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ქავილი და გაღიზიანება. საშოს კედლების გათხელება ასევე პრობლემაა ზოგიერთ ქალში, რომელიც ძუძუთი კვებავს ბავშვს.
ქიმიური გამღიზიანებლები
მთელ რიგ ქიმიურ ნივთიერებებს, მათ შორის კრემებს, პრეზერვატივებს, სარეცხ საშუალებებს, საპნებს, სურნელოვან ტუალეტის ქაღალდს და ქსოვილის დამარბილებელ საშუალებებს შეუძლიათ გააღიზიანონ საშო და ვულვა.
როგორ ვითარდება საშოს ქავილი
ვაგინალური ქავილის პროგრესირება დამოკიდებულია მის მიზეზზე. ზოგჯერ ინფექცია უარესდება, თუ დროულად არ მიაქცია ადამიანმა ყურადღება. ეს იწვევს დისკომფორტის, გამონადენისა და სუნის გაზრდას. არაინფექციურმა მიზეზებმა შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული გაღიზიანება, თუ გამაღიზიანებელი არ არის გამოვლენილი და თავიდან აცილებული.
საშოს ქავილის დიაგნოსტიკა
დიაგნოზი ჩვეულებრივ მოიცავს მენჯის გამოკვლევას:
- სამედიცინო ისტორია: სიმპტომების, სექსუალური ისტორიისა და ნებისმიერი პოტენციური გამაღიზიანებლის განხილვა.
- ფიზიკური გამოკვლევა: საშოსა და ვულვას შემოწმება.
- ლაბორატორიული ტესტები: ვაგინალური გამონადენის ნიმუშები მოწმდება ინფექციებზე, pH დონეზე და ა.შ.
საშოს ქავილის მკურნალობა
საშოს გაღიზიანება ხშირად თავისთავად უმჯობესდება. თუმცა, თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მძიმეა, ან მკურნალობის შემდეგ დაბრუნდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ექიმი ჩაატარებს მენჯის გამოკვლევას. ასევე აიღებს გამონადენის ნიმუშს პრობლემის წყაროს დასადგენად.
საშოს ქავილის მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მდგომარეობა იწვევს პრობლემას:
- ვაგინოზს და სექსუალურად გადამდებ დაავადებებს მკურნალობენ ანტიბიოტიკებით/ანტიპარაზიტებით.
- ვაგინოზსს მკურნალობენ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებით. ესეთია საშოს კრემები, მალამოები ან სუპოზიტორები. თუ ვაგინალური კანდიდოზის დიაგნოზი არ გქონიათ, ურეცეპტო მედიკამენტის მიღებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
- მენოპაუზასთან დაკავშირებული ქავილის დროს გამოიყნება ესტროგენის კრემი, ტაბლეტები ან ვაგინალური დამატენიანებელი.
- ვაგიფლორი გახლავთ ვაგინალური სუპოტიზატორი რომლის დახმარებითაც ხდება ვაგინალური ინფექციის მკურნალობა.
- კლოტრიმაზოლი არის სოკოს საწინააღმდეგო საშუალება
- კანდიდას სახეობის სოკოებით გამოწვეული, საშოს ლორწოვანი გარსის ინფექციების (კანდიდოზური ვულვოვაგინიტი) ადგილობრივი მკურნალობისთვის გამოიყენება ზალაინი
- ვაგინალური სანთელი ბედატინი მწვავე და ქრონიკული ვაგინალური ინფექციების დროს ინიშნება
- დრიაჯინი ვაგინალური სპრეი ვაგინალური კანდიდოზის, ბაქტერიული ვაგინოზისა და გენიტალური ჰერპესის დროს გამოიყენება.
დაავადებისა და მასთან დაკავშირებული სიმპტომების სამკურნალოდ გამოიყენება სხვადასხვა მედიკამენტი. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ წამლის დანიშვნა ხდება ექიმის მიერ და დამოუკიდებლად რომელიმეს მიღება არაა რეკომენდებული.
საშოს ქავილის მკურნალობა სახლის პირობებში
საშოს ქავილის მკურნალობა სახლის პირობებში ძირითადად ორიენტირებულია სიმპტომების შემსუბუქებაზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თუ ქავილი გრძელდება, გაუარესდება ან თან ახლავს სხვა სიმპტომები, როგორიცაა გამონადენი, ტკივილი ან სუნი, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. აქ მოცემულია რამდენიმე სტრატეგია მსუბუქი ვაგინალური ქავილის სახლში სამართავად:
დაიცავით ჰიგიენა
სასქესო ორგანო მაქსიმალურად სუფთა და მშრალი უნდა იყოს. გამოიყენეთ რბილი, უსუნო საპონი. მოერიდეთ ე.წ. დუშინგს, აბაზანის წყლის ძლიერ ნაკადს. ამან შეიძლება დაარღვიოს ბაქტერიების და კანდიდოზის ბუნებრივი ბალანსი საშოში და გამოიწვიოს გაღიზიანება.
ატარეთ სუნთქვადი ტანსაცმელი
შეარჩიეთ საცვლები, რომლებიც დამზადებულია ბუნებრივი ბოჭკოებისგან, როგორიცაა ბამბა. მოერიდეთ მჭიდრო ტანსაცმელს და სინთეტიკურ მასალებს, რომლებსაც შეუძლიათ სითბოს და ტენიანობის შეკავება.
მოერიდეთ გამღიზიანებლებს
მოერიდეთ პროდუქტებს, რომლებიც აღიზიანებენ ვაგინალურ არეს. მათ შორის სურნელოვანი საპნები, სხვადასხვა სპრეები და სურნელოვანი ტუალეტის ქაღალდი. ასევე, განიხილეთ სარეცხი საშუალებების შეცვლა ჰიპოალერგიულ ან უსუნო ვარიანტზე.
კომპრესები
გაღიზიანებულ ადგილზე კომპრესის გამოყენება დაგეხმარებათ ქავილისა და ანთების შემსუბუქებაში.
საშოს ქავილის საწინააღმდეგო მალამო
ქავილის დროს მალამოს შერჩევისას აუცილებელია გავითვალისწინოთ ქავილის გამომწვევი მიზეზი, რადგან სხვადასხვა მდგომარეობა მოითხოვს განსხვავებულ მკურნალობას:
სოკოს საწინააღმდეგო მალამოები: თუ ქავილი გამოწვეულია კანდიდოზის ინფექციით, ამ დროს რეკომენდებულია სოკოს საწინააღმდეგო მალამო.
ანტიბაქტერიული მალამოები: ბაქტერიული ვაგინოზის ან სხვა ბაქტერიული ინფექციების დროს ექიმი ნიშნავს ანტიბაქტერიულ კრემს.
ჰორმონალური კრემები: ქავილის დროს, რომელიც დაკავშირებულია მენოპაუზის ცვლილებებთან, როგორიცაა ვაგინალური ქსოვილის გათხელება და გამოშრობა, პაციენტს უნიშნავენ ესტროგენის კრემს საშოს ტენიანობისა და ელასტიკურობის შესავსებად.
საშოს ქავილის გართულებები
თუ მკურნალობა დროულად არ დაიწყო, ვაგინალური ქავილმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორიცაა:
სხვადასხვა ინფექციები: ქავილის დროს შეიძლება გაჩნდეს ნაკაწრი და ამ გზით ბაქტერიები მოხვდნენ კანში, რაც ინფექციის რისკს ზრდის.
ფსიქოლოგიური სტრესი: ქრონიკულმა ქავილმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და სექსუალურ ურთიერთობებზე.
როგორ ავიცილოთ თავიდან საშოს ქავილი
როგორც უკვე ვახსენეთ, პრევენციული ზომები მოიცავს ჰიგიენის მაქსიმალურად დაცვას. სწორი ტანსაცმლის ტარება ასევე მნიშვნელოვანია.
ასევე რეკომენდებულია გამღიზიანებლების თავიდან აცილება - ყურადღება მიაქციეთ პროდუქტებს, რომლებიც იწვევს სიმპტომებს.
როდის მივმართოთ ექიმს
აუცილებელია მიმართეთ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ:
- ქავილი არის მძიმე ან მუდმივი: ეს მიუთითებს შესაძლო ინფექციაზე ან სხვა მდგომარეობაზე.
- თქვენ განიცდით დამატებით სიმპტომებს: როგორიცაა უჩვეულო გამონადენი, სუნი ან ტკივილი.
- სახლში მკურნალობა არაეფექტურია: შეიძლება საჭირო გახდეს პროფესიონალური მკურნალობა.
საშოს ქავილი არ უნდა იყოს უგულებელყოფილი. მისი მიზეზების, სიმპტომებისა და მკურნალობის გააზრება ქალებს აძლევს საშუალებას დროულად მიიღონ პრევენციული ზომები. დიაგნოსტიკისა და პერსონალიზებული მკურნალობის გეგმისთვის კი აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ხშირად დასმული კითხვები
1.რა არ არის რეკომენდებული ვაგინალური ქავილის დროს
თვითმკურნალობა. იმ შემთხვევაში, თუ სიმპტომები არ გადადის, სათანადო დიაგნოზის გარეშე, თვითმკურნალობა არაა რეკომენდებული.
2.შეიძლება საშოს ქავილი ნიშანი იყოს სექსუალურად გზით გადამდები დაავადების?
დიახ, საშოს ქავილი შეიძლება იყოს გარკვეული სგგდ-ის სიმპტომი, როგორიცაა ჰერპესი, ქლამიდია, გონორეა და ტრიქომონიაზი. მნიშვნელოვანია გაიაროთ ტესტირება, თუ ეჭვი გაქვთ სგგდ-ზე, განსაკუთრებით თუ ქავილს თან ახლავს უჩვეულო გამონადენი, სუნი ან ტკივილი.
3.ხშირია თუ არა ვაგინალური ქავილი ორსულობის დროს?
ვაგინალური ქავილი შეიძლება უფრო ხშირი იყოს ორსულობის დროს. ამ დროს გაზრდილია ჰორმონალური ცვლილებები და კანდიდოზის ინფექციებისადმი მგრძნობელობა. მნიშვნელოვანია ორსული ქალებისთვის, რომლებსაც აქვთ საშოს ქავილი, მიმართონ ექიმს შესაბამისი დიაგნოზისა და მკურნალობისთვის.
4.შეიძლება თუ არა დიეტამ გავლენა მოახდინოს ვაგინალურ ჯანმრთელობაზე და გამოიწვიოს ქავილი?
დიახ, დიეტა ზოგჯერ გავლენას ახდენს საშოს მდგომარეობაზე. მაგალითად, შაქრის აქტიურად მიღება ხელს უწყობს ინფექციების განვითარებას. დაბალანსებული დიეტა და პრობიოტიკებით მდიდარი საკვები ხელს უწყობს საშოს ჯანმრთელობას.
5.შეიძლება სტრესმა გამოიწვიოს ვაგინალური ქავილი?
მიუხედავად იმისა, რომ სტრესი უშუალოდ არ იწვევს საშოს ქავილს, მან შეუძლია შეასუსტოს იმუნური სისტემა და გახადოს სხეული უფრო მგრძნობიარე ინფექციების მიმართ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account