მატყუარა, ბოთლი, ღრძილების მასაჟორი და სხვა აქსესუარები, რომელიც თქვენს პატარას სჭირდება

კითხვები ბავშვებისთვის საჭირო აქსესუარების შერჩევაზე ჯერ კიდევ მის დაბადებამდე ჩნდება, სწორედ ამიტომ, დღეს გიყვებით იმ ნივთებზე, რომელთა შეძენაზეც უნდა იზრუნოთ.

 

    კითხვები ბავშვებისთვის საჭირო აქსესუარების შერჩევაზე ჯერ კიდევ მის დაბადებამდე ჩნდება. საწოლი, ეტლი, გამოსაცვლელი ლეიბი- გასაგებია, თუმცა რა არის კიდევ საჭირო იმისთვის, რომ პატარის საჭიროებები სრულფასოვნად დავაკმაყოფილოთ?  დღეს გიყვებით იმ ნივთებზე, რომელთა შეძენაც ჩვილობიდან 2-3 წლამდე აუცილებლად მოგიწევთ.

 

1.      პირველ რიგში - მატყუარა

 

 თქვენი პატარასთვის აქსესუარების შეცნობის პროცესი საწოვარათი იწყება. მასთან დამეგობრებას კიდევ უფრო ადვილად მოახერხებს, თუ ფორმა, მასალა და სხვა ფაქტორები კომფორტს შეუქმნიან, თუმცა ვაღიაროთ, ეს ყველაფერი უკვე დამაბნევლად ჟღერს და მსგავსი  ნივთების შერჩევისას ოჯახის წევრების, მეგობრების, ნაცნობების და  უცნობებისგან  ვიღებთ რჩევებს, რაც კიდევ უფრო დამაბნეველს ხსნის პროცესს.

 

  ჩვენ შევიკრიბეთ ინფორმაცია ექიმებისა და ექსპერტებისგან, ასევე ისეთი ავტორიტეტული ინსტიტუციებიდან, როგორიცაა ამერიკის ოჯახის ექიმთა აკადემია (AAFP), მაიოს და კლივლენდის კლინიკები.

 

 მასალის შემთხვევაში არჩევანი ლატექსსა და სილიკონს შორის კეთდება. მათი გარჩევა საკმაოდ მარტივია, მაშინ, როცა ლატექსი რბილი, მოყავისფრო-მოყვითალო შეფერილობისაა, სილიკონი შედარებით მყარი, გამჭირვალე, მბზინავი მასალისგან მზადდება. ჩვილებისთვის ლატექსი სტრუქტურულად მეტად ჰგავს ძუძუს თავს, რომლის წოვის ინსტიქტიც ახასიათებთ, თუმცა მშობლებისთვის ამ მასალისგან დამზადებული მატყუარები ნაკლებად ბიუჯეტთან მეგობრულია, რადგან ადვილად ცვდება. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ლატექსზე ალერგიული რეაქციები იშვიათი, თუმცა დამახასიათებელია როგორც ჩვილების, ასევე ზრდასრულებისთვის, ამიტომ აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ პატარას მისი პირველი მოხმარებისას.

 

რაც შეეხება ფორმას, არსებობს როგორც „ფარის“ განსხვავებული ფორმები, ასევე უშუალოდ მატყუარასი. პეპლის ფორმის, ორთოდონტიული - არჩევანი პირადი და პატარას პრეფერენციების მიხედვით უნდა გააკეთოთ, მთავარია აქცენტი ნესტოებთან თავისუფალ ადგილზე იყოს გაკეთებული, რათა ბოთლიდან საკვების მიღების, თუ უბრალოდ წოვისას, სუნთქვის პრობლემა არ შეიქმნას. უშუალოდ მატყუარას ნახვრეტის სიდიდე, წაწვეტება და დახრის კუთხე კი, ბოთლის ზომის, საკვების რაოდენობისდა ტიპის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. გაითვალისწინეთ, რომ შედარებით დიდ ნახვრეტიანი თავიდან დიდი რაოდენობით საკვებთან ერთად, ჰაერის შეყოლაცაა შესაძლებელი, ამიტომ, თუ კონსისტენცია სირთულეს არ გიქმნით, არჩევანი სხვა ტიპის ბოთლის საწოვარაზე გააკეთეთ.

 

2.      ბოთლი

 

თუ არაექსკლუზიურ ან სრულად ხელოვნურ კვებაზეა პატარა, ბოთლის შერჩევაც გესაჭიროებათ. ამ შემთხვევაში არჩევანი შუშასა და პლასტმასას შორის კეთდება. შუშა სტერილიზაციისთვის უფრო მოსახერხებელია, რადგან უძლებს მაღალ ტემპერატურას და ადვილად შორდება საკვების ნარჩენი, თუმცა გამოყენებისას შესაძლოა მეტ დისკომფორტს ქმნიდეს, პლუს, უნდა გავხსოვდეს გატეხვის საშიშროებაც. პლასტმასას შემთხვევაში, მთავარი ბენეფიტი ის არის, რომ პატარა თავად შეძლებს მის დაჭერას სიმსუბუქის გამო, მაგრამ მისი გამოცვლა გაცილებით ხშირად მოგიწევთ დაბალი გამძლეობის გამო. ნებისმიერ შემთხვევაში, შეძენისას მისი, ისევე როგორც საწოვარას სტერილიცაზია აუცილებელია.

 

3.      ღრძილების მასაჟორი

 

კბილის ამოსვლა საკმაოდ უსიამოვნო პროცესია. მას ხშირად ახასიათებს უხვნერწყვიანობა, უხასიათობა, ტემპერატურის მატება და რა თქმა უნდა - ღრძილების ფხანა, რა პროცესსაც ღრძილების მასაჟორი ამსუბუქებს. კბილის ამოჭრილს პერიოდში შეშუპება მეტია, ამიტომ მასაჟორი აუცილებლად უნდა ივსებოდეს გელით ან წყლით და შესაძლებელი იყოს მისი გაციება. გრილი სათამაშოთი ღრძილზე ზემოქმედება მნიშვნელოვნად დაუამებს პატარას ტკივილს. ხშირია, რომ პატარა დისკომფორტს განიცდის, სურს ყველა ნივთის პირში ჩადება, მაგრამ სპეციალურად ამ დანიშნულების მქონე ნივთზე უარს აცხადებს, ამ შემთხვევაში სათამაშოს ფორმის მასაჟორზე უნდა გააკეთოთ არჩევანი.

 

ჩვილისთვის მნიშვნელოვანი შენაძენების სიაში იქნება, როგორც მოვლის საშუალებები, მაგალითად: საფენები, დამატენიანებელი და გამომწვრის სამკურნალო საცხები, ყურის ნაზი ჩხირები, რბილკბილანებიანი სავარცხელი, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად, სხვა აქსუარებიც ჩნდება ჩამონათვალში, მაგალითად: სილიკონის წინსაფარი, რომელსაც შემეცნებითი კვების დაწყებისას განსაკუთრებული დატვირთვა ექნება და დანაწევრებული საჭმელი მთელ ოთახში არ მიმოიფანტება, ასევე სილიკონის სასწავლო, მოკლე კოვზი და ჩანგალი, რომელიც სრულიად უსაფრთხოა ბავშვისთვის. არ უნდა დაგვავიწყდეს თერმო და ანტიკოლიკი ბოთლებიც, ასევე ამ ბოთლების საწმენდი საშუალებები.

 

  მოკლედ, მშობლად ყოფნა ერთგვარი თავგადასავალია, რომლის ყოველ ეტაპზე, თქვენს პატარაზე დაკვირვებით ზუსტად იპოვით მისი საჭიროებებისთვის შესაბამის აქსესუარებს.