როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება — პრეპარატი მემოსმარტი

მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის  და ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითების დროს აქტიურად გამოიყენება მემოსმარტი. პრეპარატი წარმოადგენს ნეირომეტაბოლურ, კოგნიტიური ფუნქციების მარეგულირებელ, ანგიოპროტექტორულ და ანტიოქსიდანტურ საშუალებას. 

 

მემოსმარტის აქტიურ ნივთიერებებია:  ფოსფატიდილქოლინი,      

ფოსფატიდილსერინი,  L –  გლიცინი  და ინოზიტოლი, რომლებიც პრეპარატის ეფექტიან მოქმედებას განაპირობებენ.

 

პრეპარატი ხელს უწყობს თავის ტვინის, როგორც თეთრი, ასევე რუხი ნივთიერების ტროფიკულ ფუნქციას. იგი აუმჯობესებს მეხსიერებას, აზროვნებას და ყურადღების კონცენტრაციას, გუნება – განწყობას, ამის გარდა, აღადგენს ნერვული ქსოვილების სტრუქტურას და მეტაბოლიზმს.

 

ბლოგში  დეტალურად გავეცნობით ინფორმაციას მემოსმარტის  თვისებებსა და მოქმედების შესახებ.

 

როდის გამოიყენება მემოსმარტი?

 

პრეპარატის გამოყენებამდე, სასურველია ექიმთან დააზუსტოთ, თუ რა სახის ჩივილები გაწუხებთ, რათა ექიმმა პრეპარატის მიღების რეკომენდაცია თქვენს ჩვენებებზე დაყრდნობით მოგცეთ. 

 

პრეპარატის მიღება შესაძლებელია  ქვემოთ მოცემული  სიმპტომის გამოვლენის  შემთხვევაში:

 

  •  ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება;
  •  მეხსიერების დაქვეითება;
  • ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება;
  • ფსიქოემოციური სტრესი;
  • დეპრესია;
  • ქრონიკული ცერებრო-ვასკულარული პათოლოგია (დისცირკულატორული ენცეფალოპატია);
  • თავის ტვინის სისხლძართვების ათეროსკლეროზი;
  • იშემიური და ჰემორაგიული ინსულტების აღდგენითი პერიოდი;
  • თავის და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანება.
  • გადატანილი ინფექციური დაავადებების რეაბილიტაციის პერიოდი;
  • დამხმარე საშუალება ნეიროლეპტიკების აუტანლობისას;
  • პერიფერიული სისხლის მიმოქცევის და მიკროცირკულაციის დარღვევა (მათ შორის ქვედა კიდურების არტერიოპათია);
  • რეინოს სინდრომი;

ნეიროსენსორული დარღვევები:

  • თავბრუსხვევა;
  • შუილი ყურებში;
  •  ჰიპოაკუზია.
  • ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაცია
  •  დიაბეტური რეტინოპათია.

პრეპარატის გამოყენება ასევე შესაძლებელია თავის და ზურგის ტვინზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი მდგომარეობის დროს, სტრესულ სიტუაციებში ფსიქოემოციური დაძაბულობისას, მაგალითად: გამოცდების პერიოდში, კონფლიქტურ და სხვა სიტუაციებში. 

მემოსმარტი საუკეთესოა  ყურადღების დეფიციტით განპირობებული დარღვევების –  ნევროლოგიური და ფსიქიატრიული დაავადებების სხვადასხვა ფორმის დროს, რომელიც მიმდინარეობს კოგნიტიური და ინტელექტუალური ფუნქციების პროგრესირებადი მოშლით.

 

როგორ მოქმედებს პრეპარატი?


მემოსმარტის მოქმედების მექანიზმი ძირითადად მის  აქტიურ შემადგენელ ნივთიერებებზე არის დამოკიდებული, განვიხილოთ მათი ფუნქციები:

ფოსფატიდილსერინი –  აუმჯობესებს თავის ტვინის როგორც თეთრი, ასევე რუხი ნივთიერების ტროფიკულ ფუნქციას. იგი აუმჯობესებს მეხსიერებას, აზროვნებას და ყურადღების კონცენტრაციის დონეს. ნივთიერება ხელს უწყობს გუნება-განწყობის შექმნას, ასევე აღადგენს ნერვული ქსოვილების სტრუქტურას და მეტაბოლიზმს. 

ფოსფატიდილქოლინი – მონაწილეობს აცეტილქოლინის სინთეზში, რომელიც თავის ტვინის ერთ-ერთი უმთავრესი ნეირომედიატორია. აცქ – ააქტიურებს და აუმჯობესებს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. იგი ეხმარება  მეხსიერების შენარჩუნებასა და მის  გაუმჯობესებას. ააცქ-ს ნაკლებობა იწვევს მეხსიერების დაქვეითებას, გონებრივი აქტივობის და ფსიქიკური მოქმედების შეზღუდვას, რაც განსაკუთრებით ვლინდება  დეპრესიის დროს. გარდა ამისა, იგი მონაწილეობს ცხიმოვან ცვლაში და გააჩნია ჰეპატოპროტექტორული მოქმედება.

L გლიცინი  –  არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას ცნს-ში. იგი ამცირებს ფსიქოემოციურ დაძაბულობას და გააჩნია გლიცინ,  გაბაერგული, ალფა   1ადენობლოკატორული, ანტიოქსიდანტური, ანტიტოქსიური მოქმედება. ნივთიერება არეგულირებს გლუტამატურ  რეცეპტორების ფუნქციას და ამცირებს ვეგეტოსისხლძარღვოვან დარღვევებს.

რაც შეეხება ინოზიტოლს, მას მნიშვნელოვანი როლი აკისრია ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში და ნერვული სიგნალის გადაცემაში. იგი მკვეთრად  აუმჯობესებს მნიშვნელოვანი ნეირომედიატორების აცეტილქოლინის, დოფამინის, ნორადრენალინის და სეროტონინის ფუნქციონირებას.  უზრუნველყოფს 5- НТ (სეროტონინს) აქტივაციას ნერვულ უჯრედებში, რაც ამცირებს შფოთვას და შფოთვით აშლილობებს. ხელს უწყობს კალციუმის ჰომეოსტაზის შენარჩუნებას. გარდა ამისა, ინოზიტოლი მონაწილეობს ჰეპატოციტების რეგენერაციაში.

როგორია მედიკამენტის გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები

ჩვეულებრივ, მემოსმარტის კაფსულებს გვერდითი ეფექტები არ ახასიათებს, თუმცა  იშვიათ შემთხვევებში პაციენტს  შეიძლება გამოუვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

რაც შეეხება პრეპარატის უკუჩვენებებს, თუ პაციენტს აღენიშნება მომატებული მგრძნობელობა კაფსულის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, სასურველია არ გამოიყენონ პრეპარატი. წამლის მიღება ასევე  მიზანშეწონილი არ არის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალებისათვის.

როგორი დოზირებით მივიღოთ  პრეპარატი  — გამოყენების წესი

როგორც წესი პრეპარატი ინიშნება ექიმის მიერ, პაციენტის ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. ჩვეულებრივ, მისი  გამოყენება ძალიან მარტივია, პაციენტმა უნდა მიიღოს მემოსმარტის 1 კაფსული ორჯერ ან სამჯერ  დღეში.

აქვე, შეგახსენებთ  ყველა სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რათა თავიდან აიცილოთ შემდეგი გართულებები და დროულად აღმოფხვრათ არსებული პრობლემა.