
კლექსიპარინის ანოტაცია გვამცნობს, რომ ის ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალებებს მიეკუთვნება, უფრო კონკრეტულად კი პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტია. რას ნიშნავს ეს სამეცნიერო განმარტება?
ანტითრომბოზული და ანტიკოაგულაციური საშუალებები არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის შედედების (თრომბების) წარმოქმნის ან ზრდის თავიდან ასაცილებლად. ეს პრეპარატები გადამწყვეტ როლს თამაშობენ ისეთი სამედიცინო ჩვენებების მკურნალობასა და პროფილაქტიკაში, როგორიცაა ღრმა ვენების თრომბოზი (DVT), ფილტვის ემბოლია (PE) და გარკვეული სახის ინსულტი.
პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები (DOAC) წარმოადგენს ამ მედიკამენტების სპეციფიკურ კლასს, რომლებიც მუშაობენ სისხლში სპეციფიკური შედედების ფაქტორების უშუალო ინჰიბირებით, რაც ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას.
ძველი და ახალი ანტიკოაგულანტები
ძველებური ანტიკოაგულანტებისგან განსხვავებით, პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები მიზანში იღებს სპეციფიკურ ცილებს, რომლებიც მონაწილეობენ კოაგულაციაში. მოქმედების ეს ზუსტი მექანიზმი უზრუნველყოფს ეფექტიან ანტიკოაგულაციას, ნაკლები მონიტორინგის მოთხოვნებით, ტრადიციულ საშუალებებთან შედარებით. პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები ფართოდ გამოიყენება კლინიკურ გარემოში მათი პროგნოზირებადი ეფექტის, გამოყენების სიმარტივისა და სერიოზული სისხლდენის დაბალი რისკის გამო.
ამ კატეგორიის მედიკამენტები გადამწყვეტია თრომბთან დაკავშირებული გართულებების რისკის მქონე პაციენტების მკურნალობისთვის, რადგან გვთავაზობს უფრო უსაფრთხო და მართვად მიდგომას ანტიკოაგულაციური თერაპიის მიმართ.
კლექსიპარინი PSP-ს სააფთიაქო ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ. მისი მოქმედების სპეციფიკიდან გამომდინარე, მედიკამენტი ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფს მიეკუთვნება და ფორმა #3 რეცეპტით გაიცემა.
რომელი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება პრეპარატი?
კლექსიპარინის გამოყენებისთვის სამედიცინო ჩვენებების ჩამონათვალი ასეთია:
- ვენური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევებისას, თუკი პროცესს თან ახლავს თრომბული რისკები;
- თრომბოზის პროფილაქტიკისთვის პაციენტებში, ვისაც დანიშნული აქვთ წოლითი რეჟიმი, განსაკუთრებით ისეთ დროს, როცა მათ აღენიშნებათ III და IV კლასის გულის უკმარისობა (NYHA კლასიფიკაციით), სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე ინფექციური ან რევმატული დაავადებები. ასევე, თუკი ამავე პაციენტებში არსებობს ვენური თრომბოემბოლიის რაიმე სხვა რისკფაქტორი.
- მედიკამენტი ინიშნება პაციენტებში, ვისთანაც საჭიროა თრომბოზის განვითარების პროფილაქტიკა ისეთი სამედიცინო ჩარევების დროს, როგორიცაა ექსტრაკორპორული ცირკულაციის სისტემაში ჰემოდიალიზი;
- შესაძლოა, გამოყენებულ იქნას ვენების დიაგნოსტირებული თრომბოზის წინააღმდეგაც, როცა დაავადებას ახლავს ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, თუმცა, არ ხასიათდება მძიმე კლინიკური სიმპტომებით;
- ამავე მედიკამენტით ხდება არასტაბილური სტენოკარდიისა და Q კბილის გარეშე არსებული მიოკარდის მწვავე ინფარქტის მკურნალობა აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად კომბინაციაში;
- დაბოლოს, კლესიპარინი გამოიყენება შთ სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდის მწვავე ინფარქტის სამკურნალოდ თრომბოლიზურ საშუალებებთან კომბინაციაში იმ პაციენტებში, რომლებსაც მომავალში შეიძლება დასჭირდეთ კორონარული ანგიოპლასტიკა, ან დადგინდეს, რომ პროცედურა არაა საჭირო.
როგორია წამლის დოზირება?
კლექსიპარინი შემდგენილობაში აქტიური ინგრედიენტია ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილი. მედიკამენტი დოზირების მიხედვით ორნაირი სახელწოდებით გვხვდება ხოლმე:
- კლექსიპარინი 40mg/0.4ml - იგივე კლექსიპარინი 0.4;
- კლექსიპარინი 60mg/0.6ml - იგივე კლექსიპარინი 0.6;
ეს ჩანაწერი ნიშნავს, რომ ხსნარის ყოველი 0,4 მლ შეიცავს 40 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმს. ეს დოზირების ფორმა შექმნილია 40 მგ პრეპარატის 0.4 მლ მოცულობით მიწოდებისთვის, რაც უზრუნველყოფს ინიექციისთვის ზუსტ და კონცენტრირებულ დოზას. წამალი კი გვხვდება 0.2 მლ, 0.4 მლ, 0.6 მლ ან 0.8 მლ-იან შეფუთვებში.
როგორ მივიღოთ მედიკამენტი?
პირველ რიგში, გაითვალისწინეთ ექიმის მიერ მოცემული ყველა რჩევა და მიჰყევით მის მიერ გაწერილ კურსს. მკურნალი ექიმი აუცილებლად მოგცემთ მითითებებს, დღის რომელ მონაკვეთში, რა დოზითა და რა ფორმით მიიღოთ მედიკამენტი.
მაგალითად, სპეციალისტი მოგცემთ რჩევას, რომ კლექსიპარინის გაკეთებისას დაგჭირდებათ დამხმარე ნივთიერებად საინიექციო წყალი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია პაციენტის წონისა და ასაკის გათვალისწინებაც.
კლექსიპარინი ორსულებსა და ლაქტაციაზე მყოფ დედებში
ამჟამად არსებული კლინიკური კვლევები არ გვაძლევს საშუალებას, დადგინდეს, ორსულობის პერიოდში კლექსიპარინის აქტიური ნივთიერების, ენოქსაპარინის მოქმედება ხომ არ იწვევს მანკებსა და ფეტოტოქსიკურობას ნაყოფში. ამიტომაც, ზოგადი მითითებაა, რომ ორსულობის დროს მედიკამენტის სამკურნალო დოზების მიღება არ არის რეკომენდებული.
ეს ძლიერი მოქმედების მედიკამენტი, დაუშვებელია, რომ ორსულობის პირველ ტრიმესტრში დაინიშნოს. რაც შეეხება ორსულობის II და III ტრიმესტრებს — ამ დროს მედიკამენტის მიღება რეკომენდებული არ არის, რადგან კლინიკური კვლევები ამ პერიოდზეც საკმაოდ მცირეა. თუმცა, თუკი დედისთვის მოტანილი სიკეთე აღემატება ნაყოფისთვის არსებულ რისკებს, მკურნალმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს პრეპარატის გამოყენება.
ასევე, მისი მიღება უნდა შეწყდეს, თუკი დაგეგმილია ეპიდურული ანესთეზია. მედიკამენტით პროფილაქტიკური მკურნალობა უნდა შეწყდეს ანესთეზიამდე არაუგვიანეს 12 საათისა.
თუმცა, პრეპარატის დანიშვნა შესაძლებელია ლაქტაციაზე მყოფ დედებში, რადგან ახალშობილის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში რძით მოხვედრილი ენოქსაპარინის (აქტიური ნივთიერების) შეწოვა არ ხდება და, შესაბამისად, მას ჩვილზე გავლენა არ აქვს.
ასევე, კლინიკური კვლევები აჩვენებს, რომ პრეპარატს არ აქვს გავლენა ავტოსატრანსპორტო და მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account