რა არის რეტინოლი — ნივთიერება ნაოჭების წინააღმდეგ

რეტინოლი A ვიტამინის ცხიმში ხსნადი ფორმაა, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ჯანსაღი კანის, მხედველობისა და იმუნური ფუნქციის შენარჩუნებაში. 

იგი ფართოდ გამოიყენება კანის მოვლის საშუალებებში მისი უნარის გამო, ხელი შეუწყოს უჯრედების ცვლას და კოლაგენის წარმოებას, რაც მას ეფექტურს ხდის კანზე გაჩენილი წვრილი ხაზების, ნაოჭების და აკნეს შესამცირებლად.

რეტინოლი ღრმად აღწევს კანში და ასტიმულირებს ახალი უჯრედების წარმოქმნას. შედეგად კანი ხდება გლუვი და იძენს ერთიან, თანაბარ შეფერილობას, უმჯობესდება სტრუქტურაც.

დერმატოლოგები ხშირად უსვამენ ხაზს, თუ რამდენად სასარგებლო და მნიშვნელოვანი პროდუქტია რეტინოლი სახისთვის. 

როგორ და როდის გამოიყენება რეტინოლი?  

კოლაგენის წარმოების სტიმულირებისთვის და ნაოჭების წინააღმდეგ საბრძოლველად რეტინოლის გამოყენება, დაახლოებით, 25 წლის ასაკიდან არის რეკომენდებული. სწორედ ამ ასაკიდან კარგავს კანი რეგენერაციის უნარს და ესაჭიროება ჩარევა. 

თუმცა, დერმატოლოგები სხვადასხვა პრობლემის სამკურნალოდ მას უფრო პატარა ასაკშიც ნიშნავენ. ერთ-ერთი ასეთი პრობლემა შეიძლება ჰიპერჰიგმენტაცია ან აკნე იყოს.

რეტინოლი საკმაოდ ძლიერმოქმედი ნივთიერებაა, ამიტომ მისი გამოყენებისას გარკვეული წესები უნდა დავიცვათ. 

ერთ-ერთი რეკომენდაცია, რასაც სპეციალისტები გასცემენ, რეტინოლის შრატის დაბალპროცენტიანი ფორმით მიღებაა - სახის კანის მოვლის რუტინაში მისი ჩართვა 0.1%-იანი ხსნარით უნდა დავიწყოთ და ნელ-ნელა გავზარდოთ როგორც გამოყენების სიხშირე, ისე პროცენტულობაც.

ასევე, მნიშვნელოვანია რეტინოლი ღამის რუტინაში გვქონდეს. ის კანის კარგად გაწმენდისა და დაბანის შემდეგ, ნოტიო ზედაპირზე დაიტანება, რის შემდეგაც შესაძლებელია დამატენიანებელი საშუალების, მაგალითად, ღამის კრემის წასმა. უნდა მოვერიდოთ რეტინოლის თვალში მოხვედრას. აღსანიშნავია, რომ რეტინოლის გამოყენების შემდეგ, მომდევნო დილას აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ მზისგან დამცავი საშუალებები

მიუხედავად ზოგადად არსებული წესებისა, უმჯობესი იქნება, თუკი რეტინოლს ან მის მსგავს აქტიურ ნივთიერებას სახის მოვლის რუტინაში თვითნებურად არ დავამატებთ და კონსულტაციას დერმატოლოგთან გავივლით.

სპეციალისტთან ვიზიტი დაგვეხმარება ზუსტად შევარჩიოთ ჩვენი კანისთვის საჭირო რეტინოლის სახეობა, გავწეროთ მისი გამოყენებისა და რუტინაში შეტანის გრაფიკი. 

აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ აკრძალულია რეტინოლის ნებისმიერი ფორმით გამოყენება ლაქტაციისა თუ ორსულობის დროს. ამ ნივთიერებას ბავშვისთვის სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია. 

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეს რეტინოლის გამოყენებას?   

გამომდინარე იქიდან, რომ რეტინოლი ძალიან აქტიური ინგრედიენტია, საჭიროა გვერდითი მოვლენებისა და სხვადასხვა ალერგიული რეაქციის შესახებ ინფორმაციის ქონაც.

ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ნივთიერებაზე, რეტინოლზეც შეიძლება გქონდეთ ალერგიული რეაქცია. ასევე, შესაძლებელია, რომ საწყის ეტაპზე მისმა გამოყენებამ კანის სიმშრალე გამოიწვიოს - ამ პროცესების სამართავად  კი უმჯობესი იქნება, დერმატოლოგი დავიხმაროთ.

სპეციალისტთან კონსულტაცია მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ რეტინოლის გამოყენება რუტინაში ნებისმიერ სხვა ნივთიერებასთან ერთად არ შეიძლება. ასეთი ნივთიერებებია, მაგალითად, (AHA) და (BHA) მჟავები - როგორიცაა გლიკოლის მჟავა და სალიცილის მჟავა. ისინი ამქერცლავი საშუალებებია და კანის ტექსტურის გასაუმჯობესებლად გამოიყენება. ამ მჟავების რეტინოლთან კომბინაციამ შეიძლება გაღიზიანებისა და მგრძნობელობის რისკი გაზარდოს. ეს კი გამოიწვევს კანის ანთებასა და ზედმეტად აქერცვლას. 

რა ღირს რეტინოლი და რა სახითაა ხელმისაწვდომი? 

რეტინოლის ფასი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ხშირად მომხმარებლები რეტინოლის მალამოსაც ეძებენ, თუმცა, ნივთიერება ამ ფორმით წარმოდგენილი არ არის.

რეტინოლი იწარმოება როგორც შრატის, ისე კრემის სახით. რეტინოლის კრემის ფასი, ისევე, როგორც შრატისა, ცვალებადია. რეტინოლის მალამოს ფასის შესახებ კი ინფორმაციაც არ არსებობს.

რეტინოლი ფასისა და ფორმის მიხედვით მრავალფეროვანია. მომხმარებელს აფთიაქში ნივთიერების დიდი არჩევანი დახვდება, მათ შორის, ბიუჯეტური პროდუქციაც. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რეტინოლი კრემის სახით სააფთიაქსო ქსელში ამ ეტაპზე არ გვხვდება.

პსპ-ში წარმოდენილია ისეთი ბრენდების წარმოებული რეტინოლი, როგორიცაა მიზონი, ლა როშე, ქულ ბიუთი, მარტიდერმი და სხვ. 

რეტინოლის ფასი პსპ-ში 50 ლარიდან 270 ლარამდე მერყეობს, თუმცა, ცვალებადია.

Mizon - მიზონის რეტინოლი  

მიზონის რეტინოლი საქართველოში მხოლოდ პსპ-ს სააფთიაქსო ქსელში შეიძლება, შევიძინოთ. შრატი 0.1% რეტინოლისა და ანტიოქსიდანტების ნაზავია, რომელიც შეიცავს გამაღიავებელ ბაკუჩიოლს და ნიაცინამიდს, იგი განკუთვნილია შესამჩნევი წვრილი ხაზებისთვის, ანიჭებს კანს თანაბარ ტონს და გლუვ ტექსტურას. 

რეტინოლი პსპ-ში მიზონის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი და მოთხოვნადი პროდუქტია. ის თანაბარს ხდის კანის ფერსა და ტონს, ამცირებს ნაოჭებს, წვრილ ხაზებს და ერთიანად აუმჯობესებს კანის სტრუქტურას.

La Roche-Posay - ლა როშ-პოზეს რეტინოლი  

მომხმარებელს ლა როშის რეტინოლი პსპ-ს სააფთიაქო ქსელში დახვდება. პროდუქტი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი და მოთხოვნადია ქართულ ბაზარზე.

ლა როშის რეტინოლი უნიკალური კომპლექსია, რომელიც ნაოჭების წინააღმდეგ ძლიერმოქმედი ნივთიერებაა. ის ვიტამინ B3-თან, იგივე ნიაცინამიდთან ერთად, კანის რეგენერაციას უწყობს ხელს და იდეალურია მგრძნობიარე კანისთვის. 

შრატი თხევადი, აბრეშუმისებური სტრუქტურისაა, სწრაფად შეიწოვება და კანს შესამჩნევად გლუვს, დატენიანებულს ხდის.

SVR - ესვიერის რეტინოლი (H3) 

კიდევ ერთი პოპულარული პროდუქტი, რომელსაც პსპ-ში შეხვდებით, ესვიერის წარმოების რეტინოლია

ეს საშუალება კანის ყველა ფენის უჯრედებზე მოქმედებს, ღრმად ატენიანებს და აუმჯობესებს მას. ფრანგული წარმოების რეტინოლის ფორმულა შედგება ბუნებრივი კომპონენტებისგან, რომლებიც ასწორებს ნაოჭებს, ხელს უშლის ახლის წარმოქმნას და ერთ ფერში მოჰყავს კანი. 

გარდა ამისა, ესვიერის რეტინოლი ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს და არაკომედოგენურია, ანუ ფორების დახშობას უშლის ხელს. ეს კი კანის გლუვ სტრუქტურასა და მის სიჯანსაღეს უწყობს ხელს.

როგორ მივიღოთ რეტინოლი ბუნებრივად?  

რეტინოლი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გარდა კანის სიჯანსაღისა, მხედველობისა და იმუნური ფუნქციის შენარჩუნებისთვისაც სასარგებლო პროდუქტია. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ნივთიერება კვებითაც მივიღოთ. ორგანიზმი ბეტა-კაროტინსაც გარდაქმნის ა ვიტამინად, ამიტომაც რაციონში სწორედ ამ ორი - ა ვიტამინითა (რეტინოლით) და ბეტა-კაროტინით, მდიდარი საშუალებები შევიტანოთ. ასეთი საკვებია:

  • ღვიძლი;
  • კვერცხი;
  • რძის პროდუქტები (რძე, ყველი, იოგურტი);
  • თევზი (სკუმბრია, ორაგული);
  • ბოსტნეული (სტაფილო, ტკბილი კარტოფილი);
  • ხილი (გარგარი, ანანასი, მანგო).